ქართული სერვისი 2[პოზიტივი]

ალბათ ყველა შეხვედრიხართ ქართულ მომსახურებას, რომელიც არ ითვალისწინებს ღიმილს, თავაზიანობასა და ბედნიერი დღის სურვილს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პატარა და საშუალო ზომის მაღაზიებში და კიდევ იმ სუპერმარკეტებში რომლებსაც “ფეხებზე ჰკიდიათ” მომხმარებელი, მაგალითად: იბისი.

მაგრამ კარგი რამეებიც ხდება ამ სფეროში, ფართო ქსელებში, როგორებიცაა ნიკორა, პოპული, გუდვილი, ტელეფონი და ა.შ. მომხსახურების ხარისხი ნელნელა იწევს და ვითარდება.

ამ მხრივ განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო მომსახურების ხარისხი “ტელეფონში” სადაც რამდენიმე დღის წინ ტელეფონი ვიყიდე და რომლის მიმოხილვის გაკეთებას ვერ მოვაბი თავი.

ასევე “ჯეოსელი”, რამდენიმე კვირაა რაც ჩვენ ქსელში ვარ და ოპერატორთან ყოველ საუბრარს კმაყოფილი ვამთავრებ. “მაგთისგან” განსხვავებით “ჯეოსელის” ოპერატორს არ აქვს დაღლილი, ნახევრად მძინარე ან ახალგაღვიძებული ხმა, ის არ ბრაზდება როდესაც კიდევ ერთ კითხვას სვამ, არ გიწყებს შემაღლებული ტონით ლაპარაკს როდესაც რამე არ გესმის, ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ ოპერატორი იღიმის და საუბრის ბოლო ზარისთვის მადლობასაც მიხდის, ოღონდ ეს უკანასკნელი არ მეჩვენება, “ჯეოსელის” ოპერატორი მართლაც მადლობას გიხდის ზარისთვის.

რაც შეეხება “ტელეფონს” იქაც იღიმიან, თავაზიანად და მხიარულად ლაპარაკობენ და კიდევ იღიმიან, ბოლოს კი რაიმე კარგს გისურვებენ.

თუმცა ყველაფერი კონკრეტულ კონსულტანტზეა დამოკიდებული ალბათ, რადგანაც ზემოთხსენებულ ქსელებშიც არიან არასასიამოვნო კონლულტანტ-გამყიდველები და მე არ ვგულისხმობ გარეგნობას.

3 საათია რაც ეს პოსტი დრაფტებში მიგდია და ვერ მოვაბი თავი დასრულებას. ტელეფონის მიმოხილვას, ყოველ შემთხვევაში ვიდეო-მიმოხილვას, კვირის ბოლომდე ვერ გავაკეთებ ალბათ, სკოლისა და გამო, მაგრამ შევეცდები.

კარგი ტელეფონია უკვე შემიყვარდა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to ქართული სერვისი 2[პოზიტივი]

  1. 13th says:

    ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ადამიანზეა დამოკიდებული, და არა მთლიანად კომპანიაზე. ასე თუ აიღე აფთიაქებიც გისურვენებ “ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს” ან მადლობას გიხდიან რომ მათტან მობრძანდი, მაგრამ ხშირად მჟავე სახითა და რობოტული ხმიტ.

    მე პირადად ტექნო ბუმში რამოდენიმეჯერ მომიწია მისვლა მობილურზე, და ერთი ბიჭი მემსახურებოდა სულ: მომღიმარი, თავაზიანი, დადებითი დამოკიდებულებით. რასაც ვერ ვიტყვი სხვა ტექნო ბუმის პერსონალზე.

    • Kon Mu says:

      არ შემიძლია არ დაგეთანხმო მაგრამ ხელმძღვანელობა უნდა მოითხოვდეს ასეთ დამოკიდებულებას მომხმარებლისადმი. სადაც ამას ითხოვენ, მაგ: მაკდონალდში ყველა მომღიმარია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: