ახლა რა ხდება…და სიახლეები

დღეს ფიზიკის მონიტორინგი ვწერეთ, ვინც არ იცით გეტყვით რომ ჯოულთან, ლენცთან, პასკალთან და სხვებთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებს, ამიტომაც ტრადიციისამებრ შპარგალკით შეიარაღებული გავემართე დარბაზისკენ… სულ რამდენიმე, კერძოდ კი 4 კაცი ვწერდით, რადგანაც “სამონიტორინგე” გაკვეთილზე გოგოებს პროექტის პრეზენტაცია ჰქონდათ და გაცდა, შესაბამისად ბოლოზე ვწერდით.

დაარიგეს. გამისწორდა, რაღაცები მახსოვდა, რაღაცები ვნახე და შპარგალკა ამეცა… დავრჩი სამი ამოუხსნელი ამოცანით და არაფრით ხელში და რაღაც ნარჩენებით თავში.

ყველაფერი დავწერე და გამოვედი… მგონი 1 შეცდომა აღმომაჩნდა, მაგრამ ჩავედი უკან. გადასწორების უფლება მომცეს, გამოვედი, მაგრამ შემდეგ კიდევ მომინდა გადასწორება და ისევ შევბრუნდი😀 გადავასწორე და გამოვედი.

ხვალ ქართულში მაქვს მონიტორინგი, უკვე ესოდენ შეძულვებულ “ვეფხისტყაოსანზე”. მთელი 8 სტროფი ზეპირად, კიდევ რაღაც აფორიზმები… მოკლედ ტვინის ხვნა…

კიდევ კარგი დღეს ქართულზე არ დავრჩი, თორემ ჯერ კიდევ “იმის” სწავლაში ვიქნებოდა… აი მართლა ყელშია უკვე ამოსულა, მაგრამ დაახლოებით 300-400 სტროფი დაგვრჩა და მორჩა… რა კარგია❤

შემდეგ განახლდება ქართულის ნორმალური გაკვეთილები… იგავ-არაკები დარჩა პროგრამაში და მორჩა.

“ალიანტეს” თითქოს თავი მივანებე, მაგრამ ვცდილობ… ესეც დროის უქონლობის გამო.

შაბათს მგონი Google TechTalk-ზე მივდივარ, მგონი იმიტომ, რომ მგონი დავრეგისტრირდი😀

ახლა მშია ძალიან, მაგრამ გვიანია უკვე, მაგრამ მშია და ალბათ შევჭამ😀

მეცადინეობას გვიან რომ ვამთავრებ ადრე ვერ ვჭამ…

სულ მალე ბლოგზე სავარაუდოდ მრავალი სიახლე იქნება, მათ შორის ექსკლუზიური პოსტები, ინტერვიუები და ადამიანები იმ მხრიდან რომლიდანაც თქვენ ისინი არ გინახავთ.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო თავს ვერ ვაბამ მაგრამ ყველანაირად შევეცდები.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to ახლა რა ხდება…და სიახლეები

  1. Mallorie says:

    8 სტროფი ზეპირად?
    რა ბედნიერებაა, შენ ვერც კი წარმოიდგენ..
    რაც ვეფხისტყაოსანი დავიწყეთ, თითქმის ყველა სტროფი გვაქვს ზეპირად სასწავლი..
    შემიძლია ვთქვა, რომ შოთა რუსთაველზე კარგად ვიცი ვეფხისტყაოსანი.. ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: