ჩემი შრამი

ჩემი შრამი, ქართულად იარა, მგონი 5 წლიდან მაქვს, მე ის საბავშვო ბაღში შევიძინე.

ხშირად ვთამაშობდით რაღაც სულელურ თამაშს: ერთ მხარეს უნდა მოესწრო ოთახში შესვლა მანამ სანამ მეორენი კარს დახურავდნენ.

სწორედ ერთ-ერთი შერბენის დროს დავეჯახე პირდაპირ მეორე ოთახის შესასვლელში მდგარ ჩემოდენა ვაზას, რომელიც ჩემთან შეჯახებისას გატყდა და მასთან ერთად ჩემი თავიც (გატყდა).

კარგად მახსოვს, რომ მუსიკის მასწავლებლის ცისფერი “შესტით” (მანქანაა ასეთი) წამიყვანეს რომელიღაც საავადმყოფოში, საიდანაც გამოგვიშვეს, გვითხრეს რომ ბავშვს არ გაუკერავდნენ თავს, შემდეგ კიდევ სადღაც წავედით. ბოლო რაც მახსოვს ისა არის თუ როგორ დამაწვინეს და ჩემს ზემოთ ორი ექიმი დავინახე…

შემდეგ მახსოვს სახლში მოვდიოდი, დედა ფანჯრიდან იყურებოდა, მე კი ნახევარი სახე არ მიჩანდა, შუბლზე ბინტის გამო… თან მახსოვს ვუყვიროდი, რომ ყველაფერი კარგად იყო…

ნაკერების მოხსნაც მახსოვს… იმაზე უკეთ ვიდრე ნაკერების დადება, მთელი 12 ნაკერი იყო… ბაბუაჩემი მხსნიდა, მგონი ხსნიან ხო ნაკერებს, ძალიან მტკიოდა.

ჩემ შრამს მუდმივად რომელიღაც ასოს ამსგავსებენ, ხან ლათინურ “B”-ს ხან “L”-ს ხანაც ქართულ “ნ”-ს. ადრე გოგო მომწონდა ნინო ერქვა და მეუბნებოდნენ, შრამი “ნ” იმიტომ გიგავს, რომ ნინო მოგწონსო.

არასოდეს მითქვამს, მაგრამ გულში, ჩუმად ყოველთვის მიხაროდა, რომ “შრამიანი” ვიყავი, თანაც ის შუბლზე მქონდა… იმასაც ხომ შუბლზე აქვს შრამი, იმას, სათვალიანს, ჯინი რომ მოსწონს… ოღონდ იმისი უფრო მაგარია, ელვაა.

ესეც ფოტო.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

8 Responses to ჩემი შრამი

  1. siyvarulovna says:

    აუ რამდენი შრამი მაქვს იცი? n რაოდენობით :დ

    1. შუბლზე (მე და ჩემი დეიდაშვილი ვეჯიბრებოდით ცხელ ფანარს ვინ უფრო დიდხანს გაიჩერებდა შუბლზე და მოვუგე :დდ)
    2.ფეხზე (ველოსიპედის ხელის ტორმუზი შემერჭო)
    3.შუბლზე (ბაღში სკამიდან სკამზე ვხტებოდი და შუბლი ჩამოვარტყი წვეტს და 3 ნაკერი დამადეს)
    4.თვალთან (სავარცხელი მოვირტყი)
    5.მუხლთან (ღობეს ჩამოვეხიე)
    6.ტუჩზე (ძაღლმა მიკბინა) :დდ

    • Kon Mu says:

      ეუფ… :დ ძაღლმა კი არ გიკბინა გაკოცა მგონი (თუ ტუჩზე გაქ) :დ

  2. Mikheil Joshkun says:

    მე ერთი შრამი მაქ და მახსოვს როგორ მოხდა პატარა ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი მეკარე ვიყავი ბურთი რო დაარყეს სხვა მხარეს გადავხტი და შუშაზე გამეჭრა მუხლი საღაც კვადრატული სანტიმეტრი ხორცი მქონდა ამოჭრილი ოღონდ მთლიანად არა ერთი გვერდი კანზე იყო დარჩენილი და სხვა გზა რაქდგან არ მქონდა სპირტით გავწმინდე ის ადგილი დავადე უკან ხორცი და იოდი წავისვი ამჯერად რო ვაჭერ იმ ადგილს ვერაფერს ვგრძნობ😀 ფაქტიურად სხეულის 1 კვადრატული სანტიმეტრზე მკვდარი ხორცი მაქ😛😀

  3. margo96 says:

    მეც ჩემი პირველი შრამი საბავშვო ბაღში შევიძინე🙂 სასრიალოდან ჩამოვვარდი🙂

  4. saklim says:

    meec maq shramiii shublzeee avariashii movyevi 4klashii axlaa 18 wliss var daa mteliii am xniss ganmavlobashiii cholkas vatareb daa dzaliaan makomplexseebs ar msiamovneebs rocaa vinmeee shublee mkideebs xels sashinlaad vgiziandebi .

    • konspace says:

      არადა მე პირიქით არასოდეს დამიმალავს. ლაზერით შეიძლება რამდენადაც ვიცი მოშორება ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: