TBC Game. $10,000 გათამაშდა, მაგრამ როგორ?

fun art.

 

ამ თამაშმა, TBC Game-მა თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. თამაშის ფორმატი არის საინტერესო, გასართობი და პრიზის გარეშეც სიამოვნებით ვითამაშებდი, აი ისე უბრალოდ მხოლოდ გართობის მიზნით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ TBC-მ საკმაოდ სოლიდური პრიზიც დააწესა, 10,000 ამერიკული დოლარი (თუ დოლьარი?)

იდეა კარგი, თავსატეხებიც, ხალხიც ენთუზიაზმით შეპყრობილი, მთელი ქალაქი თამაშშია… აქეთ იქით დარბიან რუკებით, ტელეფონებით და რაღაც ქაღალდებით ხელში… მშვენიერია…

მაგრამ თამაშში მონაწილეობა ვერ მივიღე, სამწუხაროდ სამუშაო დღეებში მიმდიონარეობდა თამაში და მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მოცლილებს თუ შეეძლოთ ანუ იმათ ვისაც საქმე არ ჰქონდათ და არა “უსაქმურებს”.

თუმცა ბლოგერებთან ერთად დავიწყე თამაში, რომელიც ჩვენ მაშინვე დავამთავრეთ, დროის უქუნლობის გამო, მაგრამ მე ორ მინიშნებაზე ვირბინე, ვიპოვე კიდევ ისინი.

მაგრამ იყო ხალხი რომელიც ბოლომდე თამაშობდა, მთელ დღეს მინიშნებების ძებნასა და მათ გაშიფრვაში ატარებდა შემდეგ კი წვალებით მოპოვებული კოდი აპლიკაციაში შეჰყავდათ და ელოდებოდნენ შემდეგ მინიშნებებს.

მაგრამ რის საქართველო იქნებოდა თუ კი ბოლოში რაღარ გაუგებრობა/არეულობა არ მომხდარიყო.

გაუგებრობა მეორე ტურში დაიწყო, როდესაც ორ ადგილას მინიშნება დაზიანებული/მოპარული იყო, თუმცა თი-ბი-სი ამას მარტივად გაუმკლავდა და მინიშნებები ფეისბუქზე დადო.

სხვათაშორის არაერთხელ ვიფიქრე იმაზე, რომ ბოლოს, სულ ბოლოს არ მომხდარიყო დაპირისპირება ფინალისტებს შორის, მაგრამ ეს არ მოხდა.

ფინალისტებიც კი არ იყვნენ, იყო მხოლოდ ფინალისტი.

მაგრამ რატომ?

იმიტომ, რომ ყველა პატიოსანი მოთამაშე სახლში, ტელევიზორის წინ იჯდა და P.S.-ის ყოველ სიტყვაში დაფარულ მინიშნებას ეძებდა, მაგრამ ამაოდ.

მოგეხსენებათ გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო მატჩი საქართველო – ხორვატია რომელიც ჩემდა და ალბათ ყველას გასაკვირად საქართველოს მოგებით დასრულდა.

ხოდა P.S.-ის სტადიონზე ერთ-ერთი ჩართვის დროს მოედანზე გამოჩნდა ვიღაც ტიპი, რომელსაც ულოცავდნენ და ერთი ამბავი იყო, უკან დიდჩეკიანი ვიღაცა იდგა, მას კი ხელში რაღაც პატარა “შკატულკა” ეჭირა.

სად დაიწვა TBC?

მეორე ტურისავე რუკაზე ეწერა, რომ მონაწილეებს ყურადღებით ეყურებინათ 26 მარტის P.S. რუსთავი 2-ზე, შემდეგ თქვა, რომ იქ საბოლოო მინიშნება იქნებოდა, შესაბამისად ყველა ნახევარ-ფინალისტი სახლში იჯდა, ტელევიზორს უყურებდა და მინიშნებას ელოდა და უეცრად ჩვენ მოგებულს გვაჩვენებენ, რომელიც გაოგნებულია, შოკშია, ვერ ლაპარაკობს და ოდნავ აღელვებულია (ეს თვითონ თქვა). მან ჯერ არ იცის რაში დახარჯავს ფულს, მაგრამ თამაში ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფული მიწაში არ უნდა ჩაიმარხოს.

ლინკი მოცემულ დროზე.

ყველა ბედნიერია, სტადიონი ყვირის, შემდეგ ისევ სტუდიაში დავბრუნდით და გვამცნეს, რომ თამაში უკვე დასრულებული იყო.

იმ წუთსვე TBC Game-ის ფეისბუქის გვერდზე გაჩნდა გინების, ლანძღვის და უკმაყოფილების გამომხატველი კომენტარები და პოსტები. TBC-ს აფერისტს უწოდებენ, ანაბრებისა და დეპოზიტების დახურვით იმუქრებიან, unlike-თ და დარეფორთებით.

უკვე შეიქმნა კიდევაც სპეციალური გვერდი, რომელსაც Anti-TBC Game ჰქვია. გვერდის ადმინისტრატორები, როგორც თავად ამბობენ უკვე დაუკავშირდნენ პრესას და მათგან პასუხს ელიან.

მე თამაშში აქტიურად არ ვიყავი ჩაბმული, მაგრამ ის რაც TBC-მ გააკეთა სისულელეა… ისეთი ფინალი მაინც მოეფიქრებინათ, რომ ხალხს ეჭვები არ გასჩენოდა.

თამაშის დასრულების მიახლოებითი დროის გამოთვლა შესაძლებელია, მაგრამ წამი წამში? ზუსტად იმ ჩართვის დროს? ზუსტად იქ სადაც ჟურნალისტები იდგნენ?

დასკვნა

ყველაფერი სამართლიანად რომც ყოფილიყო, მაინც დაიწყებდნენ იმის ძახილს, რომ თამაში ჩაწყობილი იყო, არ დაგავიწყდეთ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

TBC-ს ამ თამაშით რეკლამის გაკეთება სურდა, მაგრამ სინამდვილეში კი ანტი-რეკლამა მიიღო, რომელიც მას 10,000 ამერიკული დოლარი დაუჯდა, ამ ფულად ისევ ჯობდა სარეკლამო დრო შეეძინა რომელიმე რეიტინგულ არხზე, რამე დაესპონსორებინა ან ისევ რამე კონკურსი მოეწყო, რომელიც სურათებს ან რაიმე მსგავს გაითვალისწინებდა.

 

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

5 Responses to TBC Game. $10,000 გათამაშდა, მაგრამ როგორ?

  1. dreamar says:

    მე და ჩემი გუნდის წევრები ვისხედით ამ დროს სახლში ტვის წინ და ვმსჯელობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა: მეოთხე ეტაპის რუკაც გვქონდა უკვე და კოდი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საათში უნდა მოგვსვლოდა წესით. ხოდა უცებ პ.ს-ში პირდაპირი ჩართვაა და გამარჯვებულსაც აცხადებენ:/ ძალიან მოულოდნელი იყო :დ

  2. Pingback: ხინკალი, ლუდი, ბოულინგი და არაყი. (დღეს) « Kon Mu's blog

  3. Pingback: რად გვინდა PayPal საქართველოში? « Kon Mu's blog

  4. Pingback: კონკურსები ფბ-ზე და სპამი « Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: