როგორ დავიძინო ადრე? >..<

ბოლო დროს დილის პრობლემამ ძალიან შემაწუხა, მას შემდეგ რაც დილით ადრე ადგომა მიჭირს და ყოველ ადგომას მთელ ტანში ტკივილი მოყვება, ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ საღამოს დასაძინებლად ადრე წავალ, რომ კარგად გამოვიძინებ და რომ დილით მშვენიერი ხასიათზე ავდგები.

მაგრამ ეს ჩემი “რეზოლუცია” ყოველთვის შეუსრულებელი რჩება, სხვადსხვა მიზეზების გამო.

1. ორშაბათი

ორშაბათი საკმაოდ გადატვირთული დღეა, საშინელი ცხრილი, შემდეგ კიდევ ქართული, უამრავი სამეცადინო, რაც იწვევს იმას, რომ დავალების კეთება დაახლოებით 8-9 საათზე მთავრდება, შესაბამისად ადრე დაძინება აღარ გამოდის, რადგანაც მინდა შევიდე ფეისბუქზე, ბლოგზე, ფორუმზე ან უბრალოდ დავისვენო, არაფერი არ ვაკეთო და ვიუსაქმურო. + საღამოს “ნიჭიერია” და მისი ყურებაც მინდა, ასე რომ ღამის 12-მდე დაძინება არ გამოდის.

2. სამშაბათი

სამშაბათი სკოლისა და გაკვეთილების მხრივ მსუბუქი დღეა, მაგრამ სახლში ინგლისური, შესაბამისად ისევ დაახლოებით 8 საათამდე ან 9-ის ნახევრამდე მეცადინეობა, შემდეგ ისევ თავისუფალი დროის ნაკლებობა. სამშაბათს “ნანუკას შოუ” გადის და ჩემ თავის გადამკიდე შევყვები ხოლმე ყურებას😀 ვამბობ, რომ 5 წუთში წავალ დავიძინებ, 10 წუთში ავდგები კომპიუტერიდან მაგრამ მაინც, სანამ ძალიან არ შემოღამდება და არ გამახსენდება, რომ დილით 8-ის ნახევარზე ვარ ასადგომი, დასაძინებლად არ მივდივარ.

3. ოთხშაბათი

ოთხშაბათი სკოლის მხრივ დატვრითული, მაგრამ ყველაფერი დანარჩენის მხრივ მსუბუქი დღეა, არ მაქ არ ინგლისური, არც რაიმე დამატებითი, არც რაიმე გადაცემა გადის საღამოს, რომლის ყურებასაც შევყვები, მაგრამ მაინც არ ვიძინებ ადრე. სავარაუდოდ ოთხშაბათ საღამოს კომპიუტერთან ვატარებ ან თუ ამაყენებენ iPod-თან და ისევ ვითხრი თვალებს.

4. ხუთშაბათი

ხუთშაბათს 3 ქართული მაქვს+დამატებითი, ეს იმას ნიშნავს, რომ “ვეფხისტყაოსნის” მინიმუმ 3 თავი მაქვს მოცემული, საღამოს გვიან მოვდივარ, სიზარმაცის გადამკიდე ნელა ვმეცადინეობ, დრო იპარება, ისევ 8 საათია, ისევ თავისუფალი დროის ნაკლებობა, საღამოს “პროფილი”, მაიას გადაცემებს კარგად უნდა გავეცნო, მალე ალბათ შევხვდები და რამეზე ხომ უნდა ველაპარაკო.

5. პარასკევი

პარასკევს სკოლაში მათემატიკა (დამატებითი), სალხში ინგლისური, მაგრამ შაბათს ადრე ხომ არ ვარ ასადგომი, ამიტომაც პარასკევი არ ითვლება.

6. შაბათი

არც შაბათი ითვლება, კვირას დილით არსად არ ვარ წასასვლელი.

7. კვირა

კვირაც საღამოს გერმანული, შემდეგ ამავე გერმანული მეცადინეობა, კომედი შოუს ყურებისა და კომპიუტერთან კიდევ “5” წუთის გატარების სურვილი. ეს მთავრდება ისევ და ისევ ღამის დაახლოებით 12 საათზე დაძინებით.და ასე გრძელდება დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე. საბედნიეროდ მხოლოდ ეს წელია რაც ასე ვარ😀
ახლა ალბათ ფირობთ აქ რომ ზიხარ და პოსტს წერ არ სჯობს წახვიდე და დაიძინოო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საღამოს, ძილის წინ, არ ვარ ისე დაღლილი როგორც დილით ადგომისას, ნეტა ვიყო, თან ახლა ფეხბურთია, მაგრამ გადაწყვეტილია დავწერ და წავალ დავიძინებ.
ალბათ უკვე არა ერთხელ მითქვამს ეს, მაგრამ დღეიდან უნდა შევეცადო კომპიუტერთან რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარო, რადგანაც თვალები მაქ თუ ვერნილაკის H რომელიღაც ფერი, წითელი არ ყოფილა რეკლამაში.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to როგორ დავიძინო ადრე? >..<

  1. ნათია says:

    მეც მაქვს ძილის პრობლემა, ვერ ვიძინებ ადრე, არ შემიძლია, მეორე დღეს 7-ზე ადგომა კი ძალიან მიჭირს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: