“საერთაშორისო” კონფერენციაზე

ალბათ იცით, რომ 4 თვეა პროექტებში ვარ გახვეული, ახლა ნელ-ნელა ვამთავრებ ყველას და ვბედნიერდები, მაგრამ ალიანტესთვის მაინც ვერ მოვიცალე 😦 უნდა ჩავუჯდე ერთხელ და მოვათავო.

ქიმიის მასწავლებელი სულ უფრო და უფრო გვაწვებოდა და ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა უფრო მეტად ვიხრებოდით და რაღაცას ვცდილობდით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმისა და ინტერესის გარეშე. ყოველთვის იყო რაიმე დასამატებელი ან შესასწორებელი, მოკლედ ასე თუ ისე გავართვით თავი, მართლია ყველაფერი ზუსტად ბოლო დღეს დავასრულეთ, მაგრამ მაინც.

დაცვა ანუ კონფერენცია დღეს უნდა ყოფილიყო, დილის 10 საათზე სკოლაში ვიყავით დაბარებულები. ჩვენ სკოლაში ძირითადად ბიბლიოთეკაში ხდება პროექტებისა და მსგავსების წარდგენა, რადგანაც იქვე არის პროექტორი, ეკრანი და კომპიუტერები, მაგრამ დღეს დილით მოსულებს სკოლაში საკმაოდ დიდი რაოდენობის და თანაც უცხო ხალხი დაგვხვდა, ბიბლიოთეკა დაკეტილი იყო, ხოლო ყველა სააქტო დარბაზის გარშემო დადიოდა, შიგნით შევიხედე და რა დავინახე კვადრატად დაწყობილი მაგიდები, როგორც ჰედერის სურათზე დაახლოებით ისე, სცენაზე ჟიურის მაგიდები იდგა, ხოლო კუთხეში პროექტორის ეკრანი, ტრიბუნა და მიკროფონი.

ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა… ჩემ გეგმებში არ შედიოდა ტრიბუნასთან დგომა, მე ლაპარაკისას სიარულს ვგეგმავდი, მაგრამ არა, ტრიბუნსთან უნდა ვმდგარიყავი.

კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებზედ იყო, ჯერ ბიოლოგია, შემდეგ ქიმია და ფიზიკა.

კონფერენცია საერთაშორისო მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ლატვიისა და ლიტვის სკოლების წარმომადგენლების პროექტები გუშინ ონლაინ რეჟიმში მოისმინდა ჟიურიმ, ისე კი მხოლოდ აჭარიდან იყვნენ ჩამოსულები ბავშვები მასწავლებლებითურთ, მაგრამ საკმაოდ ბევრნი.

დილით საჭმელი არც კი მიჭამია, რადგანაც მეგონა რომ 1-2 საათში უკვე სახლში ვიქნებოდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, სახლში მხოლოდ 6-ზე მოვხვდი.

კონფერენცია ბატონმა განათლების მინისტრმა, შაშკინმა გახსნა, ისაუბრა საბუნებისმეტყველო საგანთა მნიშვნელობაზე და წავიდა.

შემდეგ დაიწყო მონოტონურობა…

5 პროექტის შემდეგ უკვე ცუდად ვიყავი და სახლში წასვლას ვლამობდი.

1,5 საათის შემდეგ იყო შესვენება და სკოლის კაფეტერიაში უფასოდ გაგვიმასპინძლდნენ ყავით, სენდვიჩებით aka ბუტერბროდებით, ხაჭაპურით და რაღაც ტკბილეულობით რომელიც არ გამისინჯია, პეჩენია იყო მგონი :დ და ჩაი და კოლა.

მეორე ნაწილი ორმაგად უარესი იყო, რადგანაც ის გრძელდებოდა 2-3 საათს და მე მიწევდა გამოსვლა.

ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდად გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სლაიდშოუ არ იყო გადასარევი, არც თემა (საკვები დანამატები) და არც მიკროფონი, რომელსაც უშუალოდ პირს თუ არ მიადებდი არ მუშაობდა. არ მიბლუყუნია, სულ ზეპირად ვილაპარაკე და მხოლოდ ამის გამოც ვამაყობ ჩემი თავით, ტექსტში მგონი 1-2-ჯერ ჩავიხედე, მეტი მართლა არა. (დაალაიქეთ, რადგანაც ზეპირად ლაპარაკი ძნელია)

კარგი ის იყო, რომ ჩემი გამოსვლისთვის ყველა იმდენად დაღლილი იყო, რომ აღარავინ ისმენდა ვინ რას ლაპარაკობდა და შესაბამისად კითხვებსაც არავინ სვამდა, გარდა ერთი კაცისა, რომელიც უნამუსო ვიყო ჩაჭრაზე იყო, რადგანაც ყველას უსვამდა კითხვებს, ფიზიკა ალბათ არ იცოდა, რადგანაც ფიზიკის პროექტების კითხვისას ხმა არ ამოუღია…

როდესაც ყველა ყველაფერი თქვა იყო დაჯილდოვება. დავჯილდოვდი ჩემი სკოლის პირველი ხარისხის დიპლომით, სურათს თუ გადავიღებ დავდებ, მაგრამ არამგონია. თუმცა ამავე ხარისხის ამავე დიპლომით მგონი ყველა ან თითქმის ყველა დაჯილოვდა.

პრიკოლი

პროექტს ვკითხულობდი მე და ჩემი პარტნიორი სლაიდებს რთავდა. ხო და ახლა დაჯილდოვებაა და გამომიძახეს მე და ახლა მგონია რომ იმას დაუძახებენ და დირექტორმა თქვა: “გიორგი” (პარტნიორსაც გიორგი ჰქვია), ჩემი პარტნიორი წამოხდა, მაგრამ სხვა გიორგი აღმოჩნდა და ის უკან სკამზე დაეშვა, მაგრამ შემდეგ მასაც გადასხეს. 😀 თუ არ გაგეცინა ესე იგი იქ უნდა ყოფილიყავი და გაგეცინებოდა.

ყველაზე კარგი კონფერენციაზე იყო მუქთა ლანჩი და ის, რომ ჩემი ერთი მეგობარი ვნახე.

სახლებში სკოლის, რა თქმა უნდა გადატენილი მარშრუტკით გამოგვიშვეს, როგორც ყოველთვის დახუთულობაში ვიმგზავრე.

ვერ ვიტყვი, რომ დღე ნაყოფიერი იყო, მაგრამ არც ისე უბრალოდ წასულა, მაგრამ სამეცადინო მაინც დამრჩა.

პირველი პოკერ ტურნირი საქართველოში – Poker Ring

სააღდგომო არდადეგებმა 6 თავისუფალი დღე მომცა, ამიტომაც მიყვარს აღდგომა, 6 სრულიად თავისუფალი დღე. მიუხედავად იმისა, რომ ეს 6 დღე ძალიან სწრაფად გავიდა, მაინც ბევრი რამ მოვასწარი. კერძოდ კი ვკითხულობ (უკვე 2/3 წავიკითხე) “ანა ფრანკის დღიურს”, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ძალიან რეალურია და ამ წიგნს ალბათ ცალკე პოსტსაც მივუძღვნი.

ასევე ვიხელთე დრო და გავაკეთე შემდეგი:

  • ვიფიქრე ბლოგის დიზაინის შეცვლა, მაგრამ გადავიფიქრე. Minimalism ruLLeZ
  • განვაგრძე HTML/CSS-ის სწავლა, მაგრამ დიდად ვერ წავიწიე წინ.
  • თვალები ავიწითლე კომპიუტერთან კითხვით, ძირითადად როგორც ყოველთვის ტექნიკასა და ინტერნეტზე.
  • და ჩავრთე ტელევიზორი, მგონი ბოლო 3 კვირის მანძილზე პირველად. მომენატრა ტელევიზორის ყურება, მირჩევნის კინოს ტელევიზორში ვუყურო, ვიდრე კომპიუტერის ეკრანთან წამოჭიმულმა. მაგრამ მაშინათვე წავაწყდი იმ მიზეზს რატომაც არ ვუყურებ ხოლმე ტელევიზორს – რეკლამა. რეკლამა ხშირად გამაღიზიანებელიცაა, მაგრამ ინფორმაციულიც.

გუშინდელი TV-რეიდის შემდეგ გავიგე, რომ იწყება ახალი ტოქ-შოუ, იყიდება ახალი ფხვნილი (სხვათაშორის ქართული წარმოების) და ის, რომ საქართველოში პირველად იმართება პოკერის ტურნირი.

პოსტი ძალიან პირადული რომ არ გამომივიდეს მას ცოტა ინფორმაციულსაც გავხდი.

თუ გაქვს ფეისბუქი და პოკერის თამაში იცი ან გინდა იცოდე, ალბათ Zynga-ს Hold’em-ს თამაშობ, მე ვთამაშობ – ერთი მიზეზის გამო: ის არ არის ნამდვილ ფულზე.

რამდენიმე თვის წინ Zynga-მ ჩაატარა PokerCon-ი ანუ ინტერნეტით შეარჩია მოთამაშეები, ჩატარებული ტურნირის მიხედვით და შემდეგ გამარჯვებულები წაიყვანა ლას-ვეგასში გამართულ ფინალზე.

მსგავსი რამ თურმე საქართველოშიც ტარდება, კი კი საქართველოში, თანაც საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია (50, 000 ლარი), მგონი ასეთი თანხა ონლაინში ჯერ არავის გაუთამაშებია.

რეკლამის ნახვის შემდეგ რა თქმა უნდა დავგუგლე, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვიპოვე, თუ რამეს ვიპოვი გავლინკავ. მაგრამ ევროპა-ბეთის საიტზე ვნახე ტურნირის (Poker Ring – პოკერ რინგი ჰქვია როგორც გავიგე) წესები და ინფორმაცია საპრიზო ფონდის შესახებ და ასევე პატარ-პატარა დეტალები.

თურმე ტურნირი 11 აპრილს დაიწყო, ჯერ მხოლოდ ონლაინში და პირველი გადაცემა ეთერში გავა 4 მაისს,ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ შანში მოხვდეთ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც “იმედიას” ეთერში ითამაშებენ.

ყოველდღე ვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც პრიზად იღებს ბილეთს “იმედის” ეთერში თამაშისთვის. იმედის ეთერში ყოველი კვირის 7 გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს 2 ცნობადი სახე aka სელებრითი (celebrity), ზემოთხსენებულნი კი ერთმანეთს ფინალში მოსახვედრად ეჯიბრებიან (ეთამაშებიან).

გავიკითხე, გამოვიკითხე და როგორც აღმოჩნდა დუტას არ მიყავს სატელევიზიო თამაშები და არც აკომენტარებს. მგონი მხოლოდ ამ ფაქტის გამო ღირს გადაცემის ყურება, რომ ვერ დაინახავ და ვერ გაიგებ დუტას, რომელიც უკვე ყველა გადაცემის აუცილებლობა გახდა. მგონი წამყვანს ასე ირჩევენ: “აჰაა… გვინდა კაცი წამყვანი, მხიარული – ხალხი რომ გაართოს. – უჰ, დუტა შე კაცი. – კაი, მაშინ დუტა.”

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა, ხვალ სკოლაა და ახლა ალბათ წავალ და დავიძინებ.

ხო, თუ თამაშის სურვილი გაგიჩნდა, აი სასარგებლო ლინკები:

თამაშის წესები

Europe-Bet @twitter – გამიკვირდა, რომ ტვიტერი აქვთ, მაგრამ ჰქონიათ.

Europe-Bet @facebook

Europe-Bet ბლოგი, სადაც დებენ ყოველი დღის გამარჯვებულთა სახელებს.

Poker Ring  – თვითონ გათამაშების საიტი. ამავე საიტზე დევს ჩემ მიერ “იმედზე” ნანახი პრომო.

პრომო YouTube-ზეც აღმოვაჩინე, სხვათაშორის თავისივე არხზე (+1 ჩემგან რადგანაც ყველა აქაუნთი მიხედილია)

შუა დღის შოუ

სააღდმომო არდადეგებს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლიათ და მე ვუყურე ტელევიზორს, უფრო სწორად რეკლამას და შემდეგ მაივიდეოზე ახალ შოუს, რომელსაც “შუა დღის შოუ” ჰქვია.

დასახელებაზეც კი ეტყობა, რომ ეს ახალი შოუ “იმედის” “დღის შოუს” კონკურენტია, საეთერო დროც მსგავსი აქვთ, მაგრამ აშკარად სჯობია უკანასკნელს, რადგანაც ახალი შოუ არ მიყავს 3-4 ქალს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობს, ჭორაობს და ნერვებს მიშლის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2-სეულ ვერსიაშიც ლაპარაკობენ აქ წამყვანებს შორის არ ორი კაცი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებს ლაპარაკს.

მოლოდინი

პრომოდან გამომდინარე, არ მეგონა თუ გადაცემა სტუდიური ტიპის იქნებოდა, რადგან მთელი პრომო ქუჩაში არის გადაღებული და მეგონა, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში თბილისის ქუჩებიდან გავიდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის სტუდიურია, თუმცა წამყვანები არ ზიან მაგიდასთან, ზიან დივანზე.

მეგონა, რომ გადაცემა იქნებოდა რაიმე საინტერესო თემებზე და არა უკვე ათასჯერ დაღეჭილზე.

პირველ გადაცემას არ ვუყურე, რათა უკვე “შეჩვეულები” მენახა წამყვანები, მეორე ვნახე, თემა იყო კრიტიკა, ბლოგები, ფორუმები და სტუმრად ყავდათ მაია ასათიანი, მოკლედ ნანუკამ რო მაია მოიყვანა და ბლოგერებსა და მსგავსებზე ალაპარაკა თითქმის ის პონტი გამოვიდა.

რა ხდება სინამდვილეში

შექმნილი აქვთ ე.წ. შინაურული გარემო, დივანი, წიგნის თაროები, მაგიდა რომელზეც დევს MacBook, რომელიც სხვათაშორის მთელი გადაცემის განმავლობაში გამორთული იყო, ეს არ მომწონს ყველაზე მეტად, როდესაც რაღაცა დევს “ვიდისთვის” (-1 ქულა ჩემგან ამის გამო).

ზიან, ლაპარაკობენ საჭირბოროტო საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში დგებიან, დადიან, დარბიან და ა.შ.

წამყვანები არის ოთხი და კიდევ რამდენიმე ემატება ხოლმე, მარტო დიმა ობოლაძე დამამხსოვრდა სიმართლე გითხრათ, მაგარი კაცია, კიდე ორი ქალია და ერთი კაცი მსახიობი.(ეს “სია” გადაცემის ფბ გვერდზე ვნახე: აჩიკო, ბაია, დიმა, ლიკა და თაკო!) (რ2-ის საიტზე ჯერ საერთოდ არაა ეს გადაცემა გადაცემათა ჩამონათვალში, ალბათ კიდევ ერთი – მარკეტინგის ჯგუფს ან ვინც საიტზეა პასუხისმგებელი).

+ აქვთ რუსთავი2-ისეული, დილა მშვიდობისა საქართველოსისეული ინტერაქტივები.

დასკვნა

მთლიანობაში ცუდი გადაცემა არ უნდა იყოს, თუ ისაუბრებენ საინტერესო თემებზე, მოიწვევენ კარგ სტუმრებს და ჩართავენ MacBook-ს შეფასება იქნება ალბათ 8-9/10

ამ მომენტისათვის კი ალბათ და დაახლოებით 7/10 . 🙂

“პოლე ჩუდესის” მუზეუმი მართლაც არსებობს

ალბათ ყველა კარგად იცნობთ ამ გადაცემას, ის 90-იანების ხიტი იყო, მას უყურებდა ყველა დიდიც და პატარაც და ის არის რუსთავი 2-ზე ახლახან დაწყებული “იღრბლიანი ბორბლის” ანალოგი ან ალბათ პირიქით. ეს გადაცემა დღესაც გადის ეთერში ყოველ კვირა.

ტრადიციის მიხედვით მოთამაშეებს სტუდიაში მოაქვთ ტკბილეულობა, არაყი, მარინადები, სუვენირები და ა.შ. რომლებსაც გადაცემის წამყვანს, იაკუბოვიჩს, გადასცემენ, რომელიც ამის შემდეგ ამბობს ლეგენდარულ ფრაზას: “გადავცემთ პოლე ჩუდესის მუზეუმს!” (Передаём в музей программы Поле Чудес!). ათწლეულების მანძილზე ხალხს აწვალებდა კითხვა, მართლა არსებობს თუ არა ასეთი მუზეუმი და ის არსებობს. ქვემოთ იხილეთ მუზეუმის სურათები და დააკვირდით რამდენად გადატვირთულია, გადაცემა ხომ უკვე 20 წელზე მეტია შეუწყვედლად გადის ეთერში.

საინტერესოა ჩვენთანაც მართლა აქვთ მუზეუმი?

სურათები სრულიადში იმიტომ, რომ ისე დიდ ადგილს იკავებს 🙂

Read more of this post

ბოლო ორი ფილმი რომელსაც ვუყურე

ბოლო დროს არც ისე ბევრ კინოს ვუყურებ როგორც ადრე, ალბათ იმიტომ, რომ არც ისე ხშირად ვუყურებ ტელევიზორს და კინოშიც საკმაოდ იშვიათად დავდივარ, ბოლოს “მეტი ვიდრე სექსზე” ვიყავი.

მაგრამ ბოლო სამი დღეა ანუ რაც სკოლაში არ დავდივარ აქტიურად ვუყურებ კინოებს, ერთი ადამიანის მიერ ნარჩევ კინოებს და სხვათაშორის ყველა (სულ ორი იყო ჯერ მაგრამ მაინც) მომეწონა. დღეს გადავწყვიტე ჩემით მომეძებნა რაიმე კინო, მაგრამ ყველაფერი დაკარგული 35 წუთით დასრულდა მეტი ვერ გავძელი რადგანაც როდესაც კინოა ჟანრად კომედია აწერია (IMDB-ზე) მგონი პირველ 40 წუთში რაიმე სასაცილო უნდა მოხდეს/ითქვას, შეიძლება იყო კიდევაც მაგრამ მე ვერ შევამჩნიე/ვიგრძენი. ვუყურებდი ამას.

მაშ ასე ბოლო ორი ფილმი რომელიც ვნახე.

Life as We Know It (2010) 

ჟანრი: კომედია|დრამა

ხანგძლივობა: 114 წუთი

რეჟისორი: გრეგ ბერლანტი

მთავარ როლებში: კეტრინ ჰეიგლი,  ჯოშ დუჰამელი და ჯოშ ლუკასი.

მოკლე შინაარსი:

ორი მარტოხელა ადამიანი ხდება პატარა გოგონას (სოფის) მეურვე როდესაც მათი საერთო საუკეთესო მეგობრები ავტოკატასტროფაში იღუპებიან.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ყურება გვიან ღამით დავიწყე ასე, რომ მეორე დილისთვის არაფერი მახსოვდა, თითქმის არაფერი ასე რომ თავიდან დავჯექი საყურებლად.

მიუხედავად სევდიანი სცენარისა ფილმში კარგად არის დაცული ჟანრი – კომედია. არის საკმაოდ ბევრი სასაცილო მომენტი, “მეტი ვიდრე სექსს” ჰგავს იმით, რომ ხუმრობები კარგად არის ჩასმული და არა ისე უბრალოდ, იმიტომ რომ სასაცილოა.

მიუხედავად ჰეფი ენდისა, რომელშიც თავიდანვე ვიყავი დარწყმუნებული, პატარა სოფი მაინც “ცუდად” დარჩა. ჩემი აზრით ყველაზე სევდიანი სცენა იყო როდესაც მან თავის მეურვეს “დედა” უწოდა, მან თავიდან შეუსწორა, შემდეგ კი თქვა, რომ ის მართლაც მისი დედაა.

ისევე როგორც პოსტში უკვე არა ერთხელ ნახსენებ კინოში, აქაც სასაცილოა პირველი ნაწილი, როგორ სწავლობენ ბავშვის მოვლას, ეჩვევიან, აჭმევენ და ა.შ. მეორე ნაწილში კი უფრო დრამაა, მაგრამ არა მოსაწყენი. არანაირად არ არის გაწელილი, ყველაფერი თავის დროსა და ადგილას ხდება. მოკლედ კარგი კინოა, 10-დან 8-9 ქულას მივცემდი.

ტრეილერი

Easy A (2010)

ჟანრი: კომედია|რომანტიკული 

ხანგძლივობა: 92 წუთი

რეჟისორი: ვილ გლუკი

მთავარ როლებში: ემა სტოუნი, ამანდა ბინსი და პენ ბედგლი.

მოკლე შინაარსი:

მაღალი კლასების მოსწავლე გოგონა თავისი სოციალური და ფინანსური სტატუსის ამაღლებას სკოლაში ჭორების გავრცელებას მიანდობს.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ფილმის ყურება პირველზე შედარებით ადრე დავიწყე და გუშინვე დავამთავრე. უპირველეს ყოვლისა იმიტომ მომეწონა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი (ემა სტოუნი) ძალიან კარგად თამაშობს. ისეთ სახეებს კერავს და ისეთ ხმებს გამოსცემს, რომ… 😀 არა ცუდი არაფერი, უბრალოდ ღრიალებს საოცრად.

ფილმის ყურების შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამ შეუძლია უადგილო ადგილას ნათქვამ სიტყვას, ჭორებს და რელიგიურ ფანატიკოსს. ყველაფერი კი ერთი პატარა ტყუილით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა დაქალის მშობლებთან ვიზიტისგან თავის არიდებას, მაგრამ ამას კიდევ ბევრი მოჰყვა… ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ის სკოლაში მკერდზე წითელი ასო “A”-თი მოძრაობდა, გარყვნილობის აღსანიშნავად.

ტყუილი

ტყუილი მშვენიერი რამაა, მაგრამ ალბათ მთავარმა გმირმა გადააჭარბა… ტყუილი ტყუილს მოაყოლა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის რეპუტაცია შეიქმნა, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან დამხმარე ადამიანია და გვერდში ამომდგომი, რადგანაც ტყუილების უმრავლესობა მან სხვათა დასახმარებლად თქვა, თუმცა ტყუილებიდან მატერიალურ სარგებელსაც ნახულობდა.

რაღაც ამერ-დამერია, მოკლედ კარგი ფილმია და ღირს ყურებად, გაერთობით, იცინებთ და ერთ სიმღერას უეჭველი აიკიდებთ. ალბათ 9,5 ან 10 10-დან.

ტრეილერი


მოკლედ მადლობა სოფოს ფილმებისთვის, დღეს კიდე ერთს შემპირდა 🙂 ❤


მგონი მოყვარულისთვის არც ისე ცუდი მიმოხილვა 😛

კონკურსები ფბ-ზე და სპამი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თი-ბი-სი ბანკმა გაიგო, რომ თურმე ფეისბუქზე კონკურსების ჩატარება შეიძლება, რომ უამრავ ამერიკულ კომპანიას აქვს ამის გამოცდილება და თავადაც გადაწყვიტა ასეთი კონკურსის ჩატარება, ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, 2010 წლის მიწურულს.

მას შემდეგ უმრავმა კონკურსმა ჩავლო, თავიდან ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ვაუ აზრზე ხარ თი-ბი-სი iPad-ს ათამაშებს, iPod-საც და iPhone 4-საც. აუ რა მაგარია… დამილაიქე რა…

მაგრამ პირველ კონკურსს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ა.შ.

შემდეგ ამ შეჯიბრებაში საქართველოს ბანკიც ჩაერთო დაახლოებით ამავე სახის კონკურსებით, შემდეგ კი ყველა კომპანია, თითქმის ყველა. ცეესკოც კი, რომელიც სხვათაშორის ფოტოკონკურსს ატარებს.

ძირითადად იკვეთება 5 კონკურსების სახეობა

  1. ფოტო
  2. ვიდეო
  3. მეგობრების მოწვევა
  4. ტრივია ანუ კითხვაზე პასუხის სწრაფი გაცემა
  5. და TBC Game

1. ფოტო კონკურსები

როგორც წესი ცდილობენ სხვადასხვა თემატიკა აირჩიონ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი საყვარელი ბავშვების ან დზერსკი გოგოების სურათებით მთავრდება ან კიდევ გუგლში ამ თემაზე მოძებნილი პირველი გვერდის სურათებით. ზოგიერთი ჭკვიანი კი სპეციალურად დაასქროლებს ხოლმე ქვემოთ და დაახლოები მე-10 მე-15 გვერდების სურათებს იღებს. რომ არა სხვა პატიოსან მონაწილეთა აღშფოთება, კონკურსის მომწყობები ამას ალბათ უყურადღებოდაც დატოვედნენ.

ხშირია “ნი პრიჩёმ” სურათები, ისე პროსტა.

მაგ: საქართველოს ბანკის უკანასკნელ ფოტო კონკურსში (Best of Georgia) იყო რამდენიმე კატეგორია Future of Georgia, Taste of Georgia, Strength of Georgia, Treasure of Georgia და Spirit of Georgia

Future of Georgia – ბავშვები, ბავშვები და კიდევ ერთხელ პატარა ჩასაყლაპი ბავშვები

Taste of Georgia – ხინკალი, მწვადი, ღვინო, სუფრა, პატარა ბავშვები თონის პურით ხელში და ერთი “ნი პრიჩёმ” სურათი

Strength of Georgia – ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რაგბისტები, ბავშვები, რამდენიმე ადამიანი.

Treasure of Georgia – თვითონ ნახეთ 🙂

Spirit of Georgia

2. ვიდეო კონკურსები      

ვიდეო კონკურსები ფოტო კონკურსებისგან განსხვავებით არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს თუმცა რამდენიმე ასეთიც იყო. “საქართველოს ბანკის” love.bog.ge ალბათ ყველასათვის ნაცნობია, ასევე ამავე ბანკის “ინტერნეტ-ნიჭიერი” და კიდევ ერთი ევროვიზიის One More Day რომელიც არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მგონი სულ რამდენიმე ვიდეო არის ატვირთული.

3. მეგობრების მოწვევა

ასე პირდაპირ მეგობრების მოწვევას არავინ გთხოვს, მაგრამ ასეთებიც ყოფილა. ძირითად მეგობრების მოწვევა ხდება აპლიკაციების მეშვეობით რათა გახსნა “ბარათი” ან მოიმატო კვერცხების რაოდენობა. მაგრამ coupon.ge-ს ჰქონდა გათამაშება, რომელშიც მეგობრების მოსაწვევად მათ გვერდზე ელფოსტა და სახელი უნდა დაგეწერა, მოკლედ სპამერების სამოთხე შექმნეს.

4. ტრივია ანუ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა, თანაც სწრაფად

თავიდან ასეთი კონკურსები მხოლოდ მრგვალი ლაიქების აღსანიშნავად იმართებოდა (1000, 5000 და ა.შ.), ახლა კი ყოველდღიურად იმართება 6 ან 9 საათზე, ზოგჯერ 5-ზე და 7-ზე. კონკურსების ეს ტიპი ყველაზე სამართლიანად მიმაჩნია, რადგანაც აქ არ მოსულა სპამერობა და მეგობრობა, მხოლოდ ცოდნა ან ჭეშმარიტი დაგუგლვა შველის საქმეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ წინასწარაც სცოდნია ვინმეს კითხვა და შესაბამისად პასუხიც.

5. TBC Game

ამ იდეით ბევრად უკეთესი თამაშის გაკეთება იყო შესაძლებელი, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაა&ვეს ყველაფერში და ყველა უკმაყოფილო დარჩა. ამ თამაშზე საკმაოდ ვრცელი პოსტი მაქვს დაწერილი, ასე რომ შეგიძლიათ ის წაიკითხოთ აქ.


წაიკითხე ეს ყველაფერი, იმედია წაიკითხე და ფიქრობ: “რა არის ამაში ცუდი?” ეს ხომ უბრალოდ PR-ია, რეკლამა, უბრალოდ რეკლამა, მაგრამ არც ეს პოსტი დაიწერებოდა, რომ არა სპამინგი რომელიც ამ კონკურსების დროს დათარეშობს, ხარობს. ალბათ არავინ არის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც არ მოსვლია მეგობრის წერილი ასეთი შემცველობით:

დამილაიქე რა, ძალიან მჭირდება, წინასწარ მადლობაა….

ან

მიიღე რა ჩემი მოთხოვნა იმაში კვერცხებში.

ეს უკვე აუტანელი გახდა, რადგანაც ყოველი მეორე ნოთიფიქეიშენი ამდაგვარი მოთხოვნა იყო, ამ შემთხვევაში კვერცხების მიღებაზე, მაგრამ ეს მანამ სანამ არ დავბლოკე. :ბოროტისიცილი:


წესების დარღვევა

ამავდროულად ფეისბუქზე კონკურსის ჩამტარებელი ყველა ქართული კომპანია არღვევს ფეისბუქის ოფიციალურ წესებს გათამაშებებთან დაკავშირებით.
მაგალითად, აკრძალულია გათამაშების გამარჯვებულის სახელის გამოცხადება სტატუსში, შეტყობინებასა და სხვა, რასაც ყველა ქართული კომპანია აკეთებს.

წესების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ


ასე და ამგვარად გრძელდება დღესაც, წესებს კვლავაც არავინ არ იცავს კედელი, მეილი და ნოტიფიქეიშნები ისპამება.

მგონი არც ერთი სახეობა არ გამომრჩენია, თუ გამომრჩა შეგიძლიათ კომენტარებში დაასახელოთ ის.

Like ღილაკის პირველი დაბადების დღე

გაშვებიდან ზუსტად 1 წელიწადში, ფეისბუქის ლაიქ ღილაკმა დაიპყროინტერნეტი და ყოველდღიურად ის ათასობით ახალ ვებ გვერდზე ყენდება.

ფეისბუქმა ლაიქ ღილაკი პირველად თავის F8 კონფერენციაზე წარადგინა, Facebook Open Graph-სა და წამიერ პერსონალიზაციასთან ერთად. ამ ეპიკური ღილაკის გამოყენებით ფეისბუქმა თავისი კვალი დატოვა სრულიად ინტერნეტში. პირველ კვირაში ღილაკი დაყენდა 50, 000 გვერდზე, ხოლო ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამ რიცხვმა 100,000 მიაღწია.

და მას შემდეგ არც შეუჩერებია ზრდა. ხუთშაბათს ანუ გუშინ ფეისბუქმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 10,000-ზე მეტ ვებ გვერდზე ყენდება ღილაკი, იგივე თქვა ფეისბუქიის COO-მ ოქტომბერში (თუ არ იცი რას ნიშნავს COO ნახე ეს). ანუ ლაიქ ღილაკს ზრდა არ შეუჩერებია 6 თვის განმავლობაში. ფეისბუქმა განაცხადა, რომ 2.5 მილიონზე მეტმა ვებ გვერდმა მოახდინა მასთან (ფეისბუქთან) ინტეგრაცია.

ფეისბუქის ამ წარმატებას უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ცოტა ხნის წინ Google-მა გაუშვა “+1” ანუ თავისი პასუხი ფეისბუქს,  ასევე Eventbrite-ის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ერთი “ლაიქი” ერთ “ტვიტზე” უფრო ძვირია ანუ უფრო მომგებიანია.

რას ფიქრობ შენ ლაიქ ღილაკზე? მან ხომ მნიშვნელოვნად შეცვალა ვებ-სერფინგის ჩვევები?

ტვიტერი ფეხს იკიდებს?

მე ტვიტერი 2010 წლის 2 მარტს აღმოვაჩინე, ალბათ უფრო ადრეც მაგრამ ფაქტია რომ შარშან 2 მარტს დავრეგისტრირდი. პოსტის დაწერის მომენტისთვის მაქვს 1010 ტვიტი, მყავს 56 მომდევარი, მე თვითონ კი 80-ს ვარ ადევნებული.

მოკლედ იმაზე თუ რა არის ტვიტერი

სულ ცოტა ხნის წინ, კითხვაზე “ტვიტერი გააქვს?” იყო მხოლოდ ორი პასუხი:

  1. არა.
  2. და ტვიტერი რა არის?

თუ შენ არ იცი რა არის ტვიტერი, გეტყვი რომ

ტვიტერი არის სოციალური ქსელი და მიკრობლოგინგის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს უპასუხო კითხვას – “რას აკეთებ ამ წუთას?” მოკლე, მაქსიმუმ 140 სიმბოლოიანი პასუხით ანუ ტვიტით (tweet), უპასუხო შენს მეგობრებს ანუ “მომდევარებს” ან “მიმდევარებს”

ტვიტერს იყენებს ყველა, დაწყებული უბრალო ადამიანით, დამთავრებული გიგანტური კომპანიებით, როგორიცაა მაგალითად: Google.

ტვიტერზე არ არსებობს მცნება “მეგობარი” მის სანაცვლოდ არსებობს მცნება “მიმდევარი” ანუ შენს ტვიტებს აედევნება ნებისმიერი სურვილის მქონე ადამიანი, მაგრამ მაინც შეგიძლია ისინი პროვატული გახადო…

ტვიტერზე არ არის ფოტო-ალბომები, დიდი და გრძელი პროფილები, ჯიკაობები და ჯერ-ჯერობით არ არიან “ყველაზე ყველაზეები” და მსგავსნი. იმედია ისინი იქ არც გამოჩნდებიან.

ტვიტერი მოსახერხებელია თუ გაქვს ბლოგი, რაიმე კომპანია ან ბიზნესი, ეს არის მარტივი გზა ხმა მიაწვდინო კონკრეტულად შენს მომსახურებაში დაინტერესებულ მომხმარებელს.

ტვიტის 140-სიმბოლოიანი ლიმიტი კი გაუძულებს იყო ლაკონური, დაწერო მხოლოდ საჭირო და არაფერი ზედმეტი.

რით განსხვავდება ტვიტერი ფეისბუქისგან?

ფეისბუქზე შენ გხვდება ნოთიფიქეიშენები, მოგდის ელფოსტა თუ ვინმე რამეს მოგწერს და ა.შ. ტვიტერზე კი ელფოსტა მოგდის ორ შემთხვევაში

  1. ვიღაცა აგედევნა
  2. ტვიტერს რაღაც განცხადება აქვს

ტვიტერზე ნოთიფიქეიშენი გხვდება ერთადერთ შემთხვევაში თუ ვინმე პირადად მოგწერს ან ტვიტში მოგნიშნავს (@სახელი).

სანამ ტვიტერზე ხარ შესული ყველაფერი იცი, რა ხდება, ვინ ვის მიწერა, მაგრამ როგორც კი გახვალ და თუნდაც 1 საათში დაბრუნდები უკან ვეღარ გაერკვევი რა ხდება, რადგანაც ინფორმაციის რაოდენობა, თუნდაც იმ 80 ადამიანისგან რომელსაც მე მივდევ უზარმაზარია და ხშირად ვერ მომიძებნია ტვიტი, რომელიც დილით მქონდა ნანახი, ტვიტის მარტივი მოძებნისთვის არსებობს ფავორიტები, მოინიშნავ ტვიტს ფავორიტებში და შემდეგ მარტივად იპოვი მას.

ტვიტერის მომხმარებელთა ზრდა საქართველოში

ბოლო დროს საქართველოში ტვიტერის მომხმარებელთა რაოდენობა აქტიურად იზრდება თუმცა ფეისბუქამდე მას ჯერ კიდევ ბევრი აკლია…

როგორ ხდება საქართველოში სოციალ ქსელებზე რეგისტრაცია?

რომელიმე თუ ძაან გაცვეტდა ყველა მანდაა, როგორც თავის დროზე იყო ოდნოკლასსნიკი (3 კვირა ვსარგებლობდი მხოლოდ) და როგორც ახლა არის ფეისბუქი, რომლიც მომხმარებელიც უკვე მგონი 2-3 წელია ვარ, მანამდე უბრალოდ არ მჭირდებოდა სოციალურიი ქსელე, რადგანაც სკოლის გარეთ ძირითადად არავის ვიცნობდი, სკოლელებთან კი Skype მაკავშირდება, თან მაშინ 13 წლისაც არ ვიყავი, რომ ფბ-ზე “თავისუფლად” დავრეგისტრირებულიყავი.

ალბათ ტვიტერი შემდეგია.

1 წლის წინ და დაახლოებით დღემდე ტვიტერი ჰქონდათ ან ბლოგერებს ან პროგრამისტებს ან ისეთ ადამიანებს როგორიც ვარ მე ანუ Tech Geek-ებს რომლებსაც მხოლოდ ახალი ტექნოლოგია მიეცი და მეტი არაფერი უნდათ…. მართლაც ასეა, უამრავ ახალ პროექტში ვარ და ვყოფილვარ ბეტა-ტესტერი ან ბეტა-მომხმარებელი, მაგ: Mashable Follow, blekko და სხვა.

დღეს კი ტვიტერის მომხმარებელთა, აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, ჩემ რამდენიმე სკოლელს, ძირითადა 1 წლით პატარებს აქვთ ტვიტერი, მაინც და მაინც ერთი წლით პატარებს და თითქმის არც ერთ ჩემ ტოლს, მათი უმრავლესობა მაილი საირუსს, ბიბერს ან რომელიმე სხვა სელებრითსაა ადევნებული.

გუშინ ფეისბუქზე კითხვების საშუალებით დავსვი კითხვა: “შენ გააქვს ტვიტერი?” და მივიღე ასეთი შედეგი:

იმედები

იმედი მაქვს, რომ ტვიტერი მუდამ დარჩება ისეთი როგორიც არის, სწრაფი, დინამიური და “ყველაზე ყველაზეებისგან” თავისუფალი, იმედია არ შეიქმნება ჰეშ-თეგი #ყველაზესაყვარლები ან პროფილი @ყველაზეძერსკები.

P.S.

სულ დამავიწყდა, ტვიტერზე ბევრი სელებრითის aka ცნობადი სახის ანგარიშია (აქაუნთი), მაგრამ რეალურები ცისფერ ფონზე თეთრი პწიჩკითაა მონიშნული.

P.P.S.

და ბოლოს თუ კი გაქვს ტვიტერი ამედევნე       kon_mu

8 რამ, რაც არ იცით ჩემს შესახებ

ამ თაგ-თამაშში დღეს კნუტს დავათაგინე თავი და ისიც დამთანხმდა.

ხოოდა, 8 რამ რაც არ იცით ჩემ შესახებ:

  • ალბათ არ იცით, რომ მე-4 კლასიდან მოყოლებული წლევანდელი პირველი სემესტრის ჩათვლით, ყველა საგანში საბოლოო ნიშანი 10 მყავს და შესაბამისად წლიურიც 10-ია. მეორე სემესტრში რა იქნება ვნახოთ 🙂
  • რომ მე ყველა ანგარიშზე (account-ზე) მაქვს სხვადასხვა და ამასთან მინიმუმ 19-ნიშნა და მაქსიმუმ 23-ნიშნა პაროლი.
  • რომ თავიდან როგორც Google-ის ერთგული მომხმარებელი blogspot-ზე ვიყავი, შემდეგ კი ვორდპრესს-ზე გადმოვედი, ბლოგსპოტის იზოლირებულობის გამო. (ვორდპრესსზე უფრო მეტი გკითხულობს).
  • რომ მე ჟურნალ Times-ის ვერსიით ვარ Person of the Year 2006.
  • რომ მე ვიცი HTML, CSS და Photoshop და ვაკეთებ ვებ-საიტების და სხვათა დიზაინს.
  • რომ გამიტეხავს მეგობრების ელფოსტები და პაროლი არ შემიცვლია.
  • რომ მე თავისუფლად ვფლობ 3 ენას და მეოთხეს ვსწავლობ.
  • რომ ფეისბუქზე ჩემი 349 მეგობრიდან, მხოლოდ 10-12 ადამიანს არ ვიცნობ პირადად.

9 გამომივიდა მაგრამ არაუშავს, იდნავ დავარღვიე თამაშის წესები.

ვთაგავ ჭინკას.

ტალახის წვიმა თბილისში

თუ კი თქვენ მხოლოდ ახლა გაიღვიძეთ ან უბრალოდ ჯერ არ                 გაგიხედიათ გარეთ, მოგახსენებთ რომ დღეს დილით თბილისში         ტალახნარევი წვიმა მოვიდა…

9 საათზე გამაღვიძეს (>.<), ჯერ ჩემმა დამ და შემდეგ                              ტელეფონის ზარმა, ორივე იუწყებოდა, რომ დღეს არსად არ                  მივდიოდი… ამას ჩემი უკმაყოფილება და ძილი მოჰყვა…

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტალახით აღარ წვიმს, გარეთ თუ            გაიხედებით ნახავთ, რომ ყველა მანქანა მოყავისფროა…

ამ სახის “უჩვეულო” მოვლენამ საზოგადოებაში უმალვე გამოიწვია კითხვები:

ეს რადიოაქტიული წვიმა ხომ არაა?

ვაიმე რაღა გვეშველება?

და არა მხოლოდ კითხვები არამედ მოწოდებებიც:

გარეთ არ გახვიდეთ არავინ!!

თუმცა “კურიერმა” ოპერატიულად მოიპოვა ინფორმაცია უჩვეულო წვიმის შესახებ და დააწყნარა ზემოთხსენებული, პანიკაში ჩავარდნილი და უკვე საერთოსამხედრო დამცავ კომპლექტებში გამოწყობილი საზოგადოება. თუ არ იცი რა არის საერთოსამხედრო დამცავი კომპლექტი, იხილე ეს ან თუ არ იცი რუსული ეს.

აღმოჩნდა, რომ ნაწვიმარი ტალახი უბრალოდ აფრიკიდან რაღაც ციკლონის მიერ მოტანილი ქვიშაა… ამას რომ ვისმენდი მაღაზიაში ვიყავი (დაალაიქეთ რადგან არ შევუშინდი რადიაციას) და თვითონ იმ ფაქტმა გამოიწვია ჩემში გაოცება, რომ ამ ქვიშამ აფრიკის უდაბნოდან თბილისამდე ამხელა მანძილი დაფარა.

მაგრამ ყველაფერი დამთავრდა უკვე, წვიმაც და ტალახიც, გარეთ მშვენიერი ამინდია, თბილა, უბერავს სუსტი ქარი, მოკლედ მშვენიერი დღეა მეგობრებთან სადმე გასასვლელად მითუმეტეს თუ ჩემსავით სკოლაში არ წახვედით.


%d bloggers like this: