ყველაზე ცუდი roommate

ოთახში მარტო ძილი მიყვარს, მაგრამ რუმმეითებსაც აქვს თავისი მუღამი, კარგ რუმმეითებს, რომლებთანაც ერთად ღამე არ დაიძინებ, გაერთობი, ილაპარაკებ, იცინებ, მოკლედ მიხვდით რასაც ვამბობ.

საკმაოდ ბევრი რუმმეითი მყოლია, მაგრამ ზოგი განსაკუთრებით ცუდი აღმოჩენილა. ზოგს ბოთლი უსროლია ოთახის მეორე სართულიდან, ზოგს შუაგულ ღამეში მთელ ოთახში შუქი აუნთია, ზოგს წყალი გადმოუსხამს და ა.შ. მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ გართობისა და ისევ სიცილის მიზნით.

ყველაზე ცუდი რუმმეითი შემხვდა შარშან, ანტო-ტრეფიკინგის კონფერენციაზე, წყნეთში ვიყავით სასტუმროში და ორ-ორი ვიყავით ოთახში. ჩვენი “დელეგაცია” 4 ჩამწკრივებულ ოთახში ვიყავით, ოთახებს აივანი აერთიანებდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი “ოთახის მეგობრის” დედა წამოსული იყო კონფერენციაზე (World Vision-ს ასეთი წესი აქვს, რომელიმე მონაწილის მონაწილის მშობელი უნდა წამოსულიყო) ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი ოთახი მუდმივად გაძლიერებული კონტროლის ქვეშ იქნებოდა, დაახლოებით ასეც მოხდა როგორც კი ჩავედით დედამისი უკვე ჩვენ ოთახში იყო, უყურებდა ტელევიზორს, არადა თავისი ოთახი ჰქონდა, და არიგებდა თავის შვილს, როდესაც ვლაპარაკობდით, კარტს ვთამაშობდით, ვბჭობდით, პოსტერს ვაკეთებდით, ბოულინგს ვთამაშობდით.

ერთადერთი ადგილი სადაც ის არ იყო იყო მეზობელი ოთახი სადაც ღამით ვიკრიბებოდით, მაგრამ ჩემი რუმმეითი არ მომყვებოდა, მას ეძინა! მას ეძინა როდესაც ღამე ვპასტავდით ხალხს (ბოლო დღეს), ეძინა როდესაც ღამე მეორე “მე-13 რაიონს ვუყურებდით”, მას ძირითადად სულ ეძინა ან ტელევიზორს უყურებდა ან მესიჯობდა, მაგრამ ვისთან?!

კონფერენციაზე გატარებული 4 დღე მშვენიერი იყო, ღამის თევით და ა.შ. მაგრამ ოთახის მეგობარი…

P.S. პოსტზე სურათის მიმაგრება მინდოდა, მაგრამ ძებნაზე “roommate” კინოსა და გოგოების გარდა არაფერი არ ამოაგდო ძირითადად.😀

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: