გუგლის პასუხი ფეისბუქს ანუ +1

ალბათ ყველა კარგად იცნობთ და არა ერთხელ შეხვედრიხართ ფეისბუქის “like” ღილაკს, რომელიც უკვე მთელ ინტერნეტსივრცეს მოედო.

ინტერნეტ-გიგანტმა გუგლმა კი მას პასუხი მოუმზადა, ღილაკი სახელად +1, რომელსაც ჯერ მხოლოდ თავისი ნებით ჩართული ადამიანები ხედავენ, მალე კი ყველა დაინახავს, ძებნის შედეგის თავზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება “დააპლიუსერთოს”, ალბათ მალე ასეთი ტერმინიც გამოჩნდება, საიტი და ამ ქმედებით საიტის რეკომენდაცია გაუწიოს მეგობარს, რომელიც იმავე ინფორმაციის ძებნისას პირველად სწორედ მეგობრის დაპლიუსერთებულ საიტს იხილავს.

Google-ში ამას “საზოგადოებრივი გამართლების(ნდობის) ნიშანს უწოდებენ” და ასეცაა, რა თქმა უნდა მე უპირატესობას მივანიჭებ იმ რესტორანს რომელშიც ჩემი მეგობარი არის ნამყოფი და რომელიც მას მოეწონა.

 

როგორც ჩანს გუგლი სულ უფრო და უფრო იჭრება სოციალურ ძებნაში, შარშან შემოგვთავაზა ძებნა ტვიტების მიხედვით, წელს +1 საინტერესოა რა იქნება შემდეგი?

გარდა ძებნისა, გუგლი სულ მალე საიტების მფლობელებს შესთავაზებს +1 ღილაკის დაყენებას საიტებზე და კონტენტის დაპლიუსერთებას საიტის დატოვების გარეშე, ხოლო უფრო მეტად დაპლიუსერთებული საიტის რანკის მაღალი იქნება. სწორედ აქ დაერხევათ “კონტენტ ფარმებს” ანუ საიტებს რომლებზედაც არის უამრავი keyword და არანაირი ინფორმაცია.

კიდევ შესაძლებელი იქნება რეკლამის დაპლიუსერთება ანუ რეკლამას დაემატება შემდეგი ფრაზა “რეკომენდირებულია მეგობრები მიერ”.

აი ვიდეოც რომელიც ტრადიციისამებრ ყველაფერი ანიმაციის გზით გაჩვენებთ.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

3 Responses to გუგლის პასუხი ფეისბუქს ანუ +1

  1. Pingback: 8 რამ, რაც არ იცით ჩემს შესახებ « Kon Mu's blog

  2. Pingback: Like ღილაკის პირველი დაბადების დღე « Kon Mu's blog

  3. Pingback: Google – სოციალური წარუმატებლობა | Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: