Google TechTalk in Tbilisi

შესავლის პონტში

აპრილის მეორე, წვიმიანი დღე გათენდა… 12 საათზე მაღლივში Google-ის ინჟინრების ლექცია/ ტექ ტოქი იწყებოდა…

ადგომა საშინლად მეზარებოდა, მაგრამ არც ლექციის გამაზვა მინდოდა ამიტომაც თავს ძალა დავატანე და ავდექი, ცოტა ვიმეცადინე და სახლიდან გამოვედი.

მაღლივში არასოდეს ვყოფილვარ, თვითონ უნივერსტიტეტში, ამიტომაც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ბრმად მივდიოდი, უბრალოდ მითხრეს ნებისმიერ მარშრუტკას გავყოლოდი ბოლომდე, რომელსაც ეწერა “მაღლივი”.

სხვათაშორის მეგონა, რომ საკმაოდ დიდ ხანს მოვუნდებოდი იქ მისვლას, მაგრამ 12-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და დერეფანში დავხეტიალობდი.

just a note

ლექცია 107-ე აუდიტორიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 103-ეში ჩატარდა, თუმცა ამით არც არავინ დაზარალებულა და არც არაფერი შეცვლილა, ჯასთ ა ნოუთ.

TechTalk

რომ მივედი დერეფანში უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი ტრიალებდა, ნუ ზოგი იჯდა, შემდეგ ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს, მეც მივყევი… თავგანწირვით ვეძებდი 107-ე აუდიტორიას, მაგრამ ყველგან მხოლოდ 103-ე იყო ნახსენები და მონიშნული ასე რომ 103-ისკენ გავემართე. დაფასთან იდგა რამდენიმე ადამიანი 2 ქალი და 4 კაცი, Google-ის და YouTube-მაიკებში. მაშინვე მივხვდი რომ სწორედ ისინი იყვნენ ჩამოსულები ტექტოქის ჩასატარებლად, მათგან ორი ქართველო იყო, აი კრაკოვის ოფისში რომ მუშაობენ, დანარჩენებიც კრაკოვის ოფისიდან იყვნენ, აქ ახალი პროგრამისტების წასაყვანად ჩამოვიდნენ.

ლექცია 3 ნაწილისგან შედგებოდა:

  1. Google FluTrends
  2. Life at Google
  3. Life of a Project

სამივე ლექცია საკმაოდ საინტერესო იყო, თავისი სლაიდებით, იყო ასევე კითხვების დასმის დროც, სამწუხაროდ არც ერთი კითხვა არ გამჩენია და რაც გამიჩნდა სხვას ჰქონდა ნაკითხი ამიტომაც ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი, კითხვები იყო სერიოზული, გამომწვევი და სულელურიც კი.

სერიოზული

ყოველი მათგანი ეხებოდა იმას თუ რა პლატფორმებს, ოპერაციულ სისტემებსა და ა.შ. იყენებს Google. ზუსტად არ მახსოვს.

გამომწვევი

კითხვა: “მართლია რომ Google სერიოზულ კონკურენციას განიცდის facebook-ის მხრიდან და მას უკვე მზად აქვს ზემოთხსენებული სოციალური ქსელის კონკურენტი?”

პასუხი იყო შემდეგი: “სამწუხაროდ ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას ამის შესახებ და რომც გვცოდნოდა ის კონფიდენციალური იქნებოდა”

სულელური

  • სიტყვა Google რამეს ნიშნავს?
  • პრემიები არის?
  • რამდენ ენაზე წერთ?
  • და როგორ აერთიანებთ?
  • მაიკროსოფტის ბინგთან რა ურთიერთობა გაქვთ?

და როგორც “ჯეოსელის” რეკლამის გოგონა იტყოდა “…და ა.შ.”

დასკვნები

საკმაოდ კარგი დღე იყო, ინფორმაციული, აუდიტორიაში ჯდომით დავიღალე, მაგრამ მგონი ღირდა იქ ჯდომა… + სხვადასხვა ფერის პასტები იყო, წარწერით Google და წამოვიღე, გაასწორა მაგრად😀

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to Google TechTalk in Tbilisi

  1. Pingback: ვსწავლობთ Java-ს +დღეს « Kon Mu's blog

  2. Pingback: Gmail Motion უკვე რეალობად იქცა, მართლა « Kon Mu's blog

  3. Pingback: ბრძოლა ღრუბლისათვის « Kon Mu's blog

  4. Pingback: Google – სოციალური წარუმატებლობა | Kon Mu's blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: