ავთანდილის დახასიათება. კარგია?

სკოლაში დამავალეს ავთანდილის დახასიათება, დავწერე და ძალიან ცუდია?

ავთანდილი შოთა რუსთაველის პოემის, “ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, გაიდეალებული შვილი, მეომარი, მიჯნური და მეგობარი. ადამიანი რომლის პატივი აღმზრდელისადმი, რისხვა მტრისადმი, სიყვარული მიჯნურისადმი და ნდობა მეგობრისადმი უსაზღვროა, რომლის მკლავი ქვაზე მაგარია, რომლის სიტყვა და ფიცი გაუტეხელია. ყველაფერი ზემოთხსენებული არის ავთანდილი, არაბეთის სპასპეთი, თინათინის მიჯნური, როსტევან არაბთა მეფის აღზრდილი, ტარიელისა და ფრიდონის მეგობარი. ხშირად ადამიანს მეგობრების მიხედვით სჯიან, ეს მეთოდი ზოგჯერ ამართლებს და ზოგჯერ არა, მაგრამ ავთანდილის შემთხვევაში ეს ხერხი, ადამიანის შეფასებისა და დახასიათებისა ნადმვილად არ იქნება ურიგო, რადგანაც ავთანდილს მართლაც მისი შესაფერი მეგობრები ჰყავს: ფრიდონი და ტარიელი ან პირიქით, რადგანაც მან ჯერ ტარიელი გაიცნო.

ავთანდილის თვისებების ჩამოთვლა ძალიან მარტივია, ის არის მამაცი, ერთგული, უშიშარი, მოყვრისთვის სიცოცხლის გამწირავი და ამავდროულად სენტიმენტალური და ძალიან, ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც არ სრცხვენია (უტყდება) თავისი გრძნობების გამოსახატავად ტირილი, დაბნედა და ა.შ. ის არის ძალიან პირდაპირი, მის პირდაპირ, მართალ სიტყვას ვერ შეაჩერებს ვერც შიში და ვერც რისი, რა თქმა უნდა უფროსებთან ის თავის პირდაპირ, თავისუფალ სიტყვას უფრო კორექტულად ამბობს, უფრო შეპარვით, მაგრამ ისე რომ აზრი და მიზანი სიტყვებისა იგივე რჩება.

ავთანდილს აქვს უზარმაზარი, სპილოსხელა ნებისყოფა, მას შეუძლია გაატაროს 3 წელი მიჯნურის უნახავად, შემდეგ ერთსაათიანი ფორმალური შეხვედრა გამართოს მასთან, პროტოკოლის წესების დაცვით და კიდევ ერთი წლით დაემშვიდობოს.

როგორც უკვე ვახსენე ავთანდილი არის იდეალების კრებული, კარაბადინი, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი კარგი და არაფერი ცუდი.

ჰა? ძალიან ცუდია?

Advertisements

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

44 Responses to ავთანდილის დახასიათება. კარგია?

  1. ninnaka ამბობს:

    “უტყდება” განსაკუთრებით მომეწონა :))) ისე ჩემს დროს უფრო ავთანდილისა და ტარიელის შედარებით დახასიათებებს ვწერდით ხოლმე და როგორც წესი მინიმუმ 3 ფურცელი უნდა გამოგვსლოდა… 😀 ვითომ მძიმე ბავშვობა გვქონდა?… სულ გაგაზარმაცათ ამ მთავრობამ ეს ახალგაზრდობა 😀 😀 😀 😀

  2. kevana ამბობს:

    ჰაჰაჰააააა… ეხლა ნახე სერჩ თერმებში რა სიტყვებს წააწყდე :დ

    სკოლის მოსწავლეები გადააკოპირებენ … :დ

  3. CatCatastrophe ამბობს:

    HeHeH .. kaia rasuwuneb : p gamomadgastavit xDd gartymashi arvar da mogparav azrebs : DD

  4. nankanioradze ამბობს:

    me unda gadavicero dzaan mchirdeba skolashi damavickda dacera da xvale mak es tem :))) momecona da cotas mainc davcer:)))

    • Kon Mu ამბობს:

      კარგი მე ამას მერე მაინც დავამატე რაღაცეები. სანაცვლოდ დამიშეარე ბლოგი :დდ

  5. tikchy ამბობს:

    debilobaa 😀

    • Kon Mu ამბობს:

      მიღებულია :)) თემა კაი ხნის წინ ჩავაბარე ისე და კარგადაც :)) კიდე დავამატე ^^

  6. გურამი ამბობს:

    uuu ar varga ra erti da igives uvli da imaze laparakob

  7. nazi ამბობს:

    kargia..egt martalia…moviparavt shens temas:D:D:D:D:D:D

  8. nazi ამბობს:

    ar gvapucheben am taobas…mec sami purceli maq dasaweri;( amas gadavikopireb da mivamateb:D:D:D:D:D:D:D

  9. Sxvanairy ამბობს:

    მადლობა. რაღაცეების შესწორების შემდეგ და კიდევ ბევრი სხვა რამის შემდეგ..გადავრჩი თემის დაწერას..გადავიწერ ეხლა და ხვალე მივალ დავალებით სკოლაში :დ აუ როგორ ვერ ვიტან ,,ვეფხისტყაოსანს”

  10. Sxvanairy ამბობს:

    😀 xo mara mainc namdvilad damexmara 😀

  11. marikusa ამბობს:

    zustad es tema maqvs dasawerad:))))magram ar gewyinos ki da ar momewona,isev chemit mirchevnia davwero:)))))

  12. pripipipititpipi ამბობს:

    ეს თემა მაქვს დასაწერი 🙂 გმირი ხარ 😉

  13. კუკუშა ამბობს:

    დზააან მაგარია. ასე რომ გამიხარდა. ასე არესდროს გამხარებია :დ:დ

  14. nanuk :X ამბობს:

    saghol Ra 😀 😀 😀 xval mimaQvs eS Tema skolashi 😀

  15. jaba ამბობს:

    დზააან მაგარია.მე სკოლაში მიმაქ ხვაალ

  16. tamta ამბობს:

    Gakliaa : )))

  17. givko ამბობს:

    madlobt gamomadga :*

  18. ადადადადა ამბობს:

    აუუ რა ჯიგარი ხარ ავტორ :დ

  19. last1 ამბობს:

    kargia prosta rodesac axasiateb da ro idzaxi ro avtandili iyo mamaci, amis magaliti unda moiyvano:)

  20. giorgi ამბობს:

    au Gadaviwere gramatikulad gavaswore da mimaq xvale skolashii 😀

  21. Toka Tok ამბობს:

    auuu dasaasrulic ro mchridebaaaa :X

  22. nai ამბობს:

    me momewona magram argumentebiiit gamyareba ar awyenda ise tema kargia da roca argumentebit gaamyareb ufro srulii iqneba …(utydeba mec momwona 😀 😀 :D)

  23. nanuchi ამბობს:

    აუუუუუუუუუუუუ რაა ეს ცოტა წესიერი დახასიათება დაგედოთ,ეს როგორ წავიღო ხვალ სკოლაშიდ:დ

  24. nanuchi ამბობს:

    ცუდია თუ გინდათ უკეტესი შემიძლია შემოგტავაზოთ………..

  25. miro ამბობს:

    au dzma xar bozi viyo 😀
    exla xval skolashi unda wavigoo 😀

  26. tamo ამბობს:

    :)(y)

  27. inga ამბობს:

    სკოლის მოსწავლე ვარ და ღმერთმა დამიფაროს ეს გადავაკოპირო :დ:დ

  28. nino ამბობს:

    isera

  29. Oh Qeti ამბობს:

    au skolashi mimaqvs…madloba…au is kai iyo ”utydeba” 😀 ❤

  30. ანა ამბობს:

    გამომადგება ხვაალ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: