რატომ მიყვარს ჰარი პოტერი

მართლაც ერის დასასრული

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული პოტერიადიდან მხოლოდ 3 წიგნი მაქვს წაკითხული (3,4,7) თავი მაინც მომაქვს პოტერომანად, სულ ვგეგმავ წავიკითხო ის წიგნები, რომლებიც არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი, იმედი მაქვს ზაფხულში მაინც ჩავუჯდები და ყველას წავიკითხავ.

ხშირად “მიტყდება” “ნადმვილ” პოტერომანებთან საუბარი, განსაკუთრებით იმის აღიარება, რომ ყველა წიგნი არ მაქვს წაკითხული, რადგან მათ გარდა იმისა რომ ყველა აქვს წაკითხული, გადაკითხულიც აქვთ რამდენიმეჯერ.

მაშ რატომ მიყვარს ჰარი პოტერი?

ალბათ იმიტომ, რომ მე ჰარისთან, რონთან და ჰერმიონასთან ერთად გავიზარდე, მეც გამოვიარე ის რაც გამოიარეს მათ (არ ვგულისხმობ უზარმაზარ ჭადრაკს, დიდი გველის მოკვლას და ა.შ.).

მე 6-7 წლის წინ ვიყავი როდესაც პირველი ფილმი ვნახე, როგორ მახსოვს ის შეგრძნება, ჯერ რომ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა, მშვენივრად მახსოვს როგორც ირჩევდა ჰარი ოლივანდერთან ჯოხს, როგორ აფრინდა პირველად შემთხვევით, პირველად როგორ წაეკინკლავა დრაკოს, როგორ დაიჭირა პირველი სნიტჩი, როგორ ცდილობდა რონი “ვინგარდიუმ ლევიოსას” დაუფლებას….

ყველაფერი მახსოვს, თანან ძალიან კარგად…

“ჰარი პოტერი” არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის ფენომენი, რომელმაც შეცვალა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და მათი დამოკიდებულება სწორედ ამ შეცვლილი ცხოვრებისადმი, ეს არის წიგნი რომელმაც აღზარდა 2 თაობა და მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრს აღზრდის, ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიკეთესა და ბოროტებაზე… ეს არის წიგნი სადაც მთავარ გმირს ყველაფერი იოლად არ გამოსდის…

და ბოლოს და ბოლოს ეს არ არის უბრალოდ მოგონილი ამბავი, მწერალმა შექმნა მთელი სამყარო, მაგიური სამყარო, აქ არ არის ალალ-ბედზე შერჩეული პერსონაჟები, სახელები, ადგილები და ა.შ. აქ ყველაფერი განსაზღვრულია, კანონზომიერებას ემორჩილება, აქ ყველაფერი მაგიურია…

ყოველი შელოცვის სახელი ლათინურ რაიმე შესაბამისს ნიშნავს, მაგალითად: Avada Kedavra ნიშნავს “რაც გაკეთებულია, უკან ვერ დააბრუნებ” (What is done, won’t be undone).

წიგნის ყოველი დეტალი, არა ამ სამყაროს, ამ ჯადოსნური სამყაროს ყოველი დეტალო ისეთი სიზუსტითაა გაწერილი, რომ თავი მართლაც იქ, იმ სამყაროში გგონია სადაც ერთადერთი ბანკია გრინგოტსი, სადაც ვოლდემორტი ძალას იკრებს სადაც ნახევარი სამინისტრო სიკვდილის მხვრელია…

მე მიყვარს ჰარი პოტერი და ყველაფერი მასთან ასოცირებული და მე გული შემტკივა იმაზე, რომ 93 დღეში ყველაფერი ზემოთაღწერილი დამთავრდება და მე ალბათ დარბაზში ჯდომისას, დასასრულისას ცრემლს ვერ შევიკავებ, მაშინ როდესაც უკვე ასაკში შესული ჰარი, რონი, ჰერმიონი, ჯინი და მალფოი თავიანთ შვილებს მოიყვანენ პლატფორმა 9 3/4-ზე…

მე ვამაყობ, რომ ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმათგან ვინც ეზიარება გენიოსი ადამიანის ჯოან კეტლინ როულინგის ამ გენიალურ ქმნილებას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

Advertisements

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

13 Responses to რატომ მიყვარს ჰარი პოტერი

  1. siyvarulovna says:

    “მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული პოტერიადიდან მხოლოდ 3 წიგნი მაქვს წაკითხული (3,4,7) თავი მაინც მომაქვს პოტერომანად” – მე არ გცნობ პოტერომანად!

    “მე 6-7 წლის წინ ვიყავი” – 6–7 წლის ფილმს ვერ ნახავდი, შესაბამისად 6–7 წლის წინ ნახე ფილმი.

    “რომ 93 დღეში ყველაფერი ზემოთაღწერილი დამთავრდება” ნამდვილი პოტერომანისთვის ფილმი არაფერია. საერთოდ არაფერი და მისთვის ჰარი პოტერი არასდროს დასრულდება.

    და ბოლოს, სულაც არ ჰგავს ეს პოსტი ჰარის მოყვარული ადამიანის დაწერილს, იმჰო… ისეთი შთაბეჭდილება დამრცა რომ შეკვეთილ პოსტს ვკითხულობდი.

    • Kon Mu says:

      გავასწორებ ხვალ.
      1. თავი მომაქვს პოტერომანად, მომაქვს არ ვამბობ რომ ვარ.

      2. ისტორია მთავრდება, რა თქმა უნდა ყოველთვის გვემახსოვრება ჰარი მაგრამ თუ ჯოანას არ მოუნდა წიგნის დაწერა ისევ ძველი უნდა ვატრიალოთ.

      და მე მიყვარს ჰარი! პოსტი შეკვეთილი არაა დღეს ტვიტერზე ვკითხულობდი Harry potter secrets და მაშინ მომინდა დაწერა 🙂

  2. cinikosi says:

    1 2 3 da 4 maqvs wakitxuli magram ra xeiri 😀

    • Kon Mu says:

      ვერ მოვიცალე წასაკითხად… 😦 უფრო მეტი იცი და იმ სამყაროში გიცხოვრია ჩათვალე 4 სასწავლო წლის და რამდენიმე საარდადეგო დღის განმავლობაში 🙂 ^^

  3. gusto says:

    es caikitxe da kide tu mogecona harry potteri ravici tavidan mec magra mevasebodgar tanac yvela cigni maq cakitxuli es ro vnaxe mere kide vapshe mag cognebs agar vekarebi mteli koleqcia gadavagde
    mokled caikitxe
    http://www.orthodoxy.ge/skhva/hari_poteri.htm
    http://ucnauri.com/2010/რატომ-არ-უნდა-ვიკითხოთ-წი

    • Kon Mu says:

      სიმართლე გითხრა კითხვა ძალიან მეზარება, მაგრამ ვხვდები რა სახის პოსტებიცაა. წიგნების მთელი კოლექციის გადაგდებას ჩემთვის გეჩუქებინა სჯობდა ან ვინმესთვის. რაც შეეხება ჰარი პოტერის აკრძალვებს, ეს არის უბრალოდ წიგნი, ფანტაზიის ნაყოფი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. არამგონია მისი კითხვა ცოდვა იყოს და სისულელედ მიმაჩნია ამგვარი დამოკიდებულება წიგნებისადმი, მაგ: დავინჩის კოდი, რომელზედაც საკმაოდ დიდი აურზაური ატყდა.

      ჰარი პოტერის კითხვისას მართლაც სრულიად სხვა სამყაროში მოგზაურობ, ალბათ დამეთანხმები რადგანაც წაკითხული გაქვს და იმედია ბოტი არ ხარ 🙂 ^^

  4. ყველა წიგნი მაქვს წაკითხული ^^
    ნახვით არ მქონდა ყველა ნანახი და ეხლა ყველა თანმიმდევრულად გადმოვწერე და ყველას ეხლა ვნახულობ თავიდან დიდი სიამოვნებით ^^
    არ ვამბობ პოტერის მანია მჭირს თქო ,მაგრამ მომწონს,მიყვარს და ვთვლი ,რომ საინტერესოა ^^

    • konspace says:

      მეც მომწონს ძალიან. ახალი წიგნის/კინოს ლოდინი მომენატრა აი 6 თვით ადრე რომ იწყებ. იმედია pottermore მალე ჩაირთვება ყველასთვის :ს

  5. monte kristo says:

    chven taobas gansakutrebulad ukvars es saga, upro metad imitom rom bavshvobastan asocirdeba. me propaganda gavlili warsuli maqvs da ara marto:D. maxsovs religiis maswavlebeli dawkebit klasebshi rogor gvikrdzalavda hari poteris warmotqmasac da kvelaper mastan asocirebuls konpiskacias uketebda. axlac maxsocs rogor iwveboda cecxlshi haris, ronis da sxva gmirebis suratebi. saertod fentezis janri dzalian sadaoa religiis kutxit, me piradad dzalian mkvetri zgvari maqvs gavlebuli am ors shoris. es ubralod literaturuli nawarmoebia, ubralod janria aseti. tanamedrove enaze gadmotargmnili sabavshvo pilosopia. me piradad axla daviwke kitxva da mxolod pirveli sami nawili maqvs wakitxuli da aranair orazrovnebas ar vxedav

    • konspace says:

      ასეთი “პროპაგანდა” დღესაც არის ხოლმე ჩემ სკოლაში. კარგია რომ კითხულობ. ორაზროვნება რა შუაშია და ასწორებს იმიტომ რომ სულ სხვა სამყაროა

  6. nuca says:

    წიგნი “ჰარი პოტერი” მომაჯადოებელ ზემოქმედებას იწვევს. თამაშობს ადამიანის სულის სხვადასხვა სიმებზე. როგორც ჩანს “პოტერი” დაწერილია ბნელი ძალების დახმარებით და იქნებ მათი კარნახითაც. ჯოანა როულინგი ყვებოდა, რომ 1990 წელს მატარებლით მიდიოდა მანჩესტერიდან ლონდონში, როდესაც მას ჰარი პოტერი გამოეცხადა და დაიწყო მასზე წერა. როგორც ჩანს ეს დემონური ინიციაცია იყო. ჰოგვორსტის თითოეულ მოსწავლეზე მას საკუთარი საქაღალდე აქვს, სადაც არწერილია მისი ურთიერთობა ბნელ ძალებთან.პოტერის წიგნში “სიკეთე” (თეთრი მაგები) ბრძოლაში ებმება ბოროტებასთან (შავი მაგები) და იმარჯვებს მასზე. ასე იზიდავენ ბავშვების გულს ვითომდა კარგი, “თეთრი” მაგიისკენ. არსებობს ორი სახის მაგია, – გვიხსნის არქიმანდრატი რაფაელი: “შავი” მაგია და “თეთრი” მაგია. “შავი” მაგია ღია ბოროტების მაგიაა, რომლის დახმარებიტაც მიზანმიმართულად კეთდება ბოროტება. “თეთრი” მაგიაა ბოროტებაა, სიკეთის ნიღბით. მაგრამ ერთშიც და მეორეშიც ერთი და იგივე ძალები მოქმედებს.ჩვენ ისღა დაგვრჩენია გაოცებული ვიყოთ საკუთარი თავით: რა უგრძნობელნი გავხდით ყველა იმ საზიზღრობის მიმართ, რაც ასე ბევრია ჰარი პოტერის შესახებ დაწერილ წიგნებში. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: მან-დრაგორას მცენარეს, რომლისგანაც ხარშავენ ბანგს “რათა მოჯადაოებულ ადამიანს პირვანდელი სახე დაუბრუნონ” მიწაში ფესვების ნაცვლად საზარელი ჩვილი ყავს. ჰარი სხვა მოსწავლეებთან ერთად გადარგავს მას ქოთნებში. ასევე ის მეგობრებთან ერთად ხარშავს ჯადოსნურ ბანგს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ადამიანის ფეხები და თმები. წიგნი სავსეა ძალადობით. განუწყვეტლივ ვიღაცას სცემენ, სჯიან, კლავენ, აჯადოვებენ და წყევლიან. სიკვდილი – წიგნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.წიგნები თანდათან გადადიან ნაკლები ბოროტებიდან დიდისაკენ. მაგალიტად, პირველ წიგნში გმირები პოულობენ ცხოველის სისიხლის კვალს და საშინელი სურათის მომსწრენი ხდებიან, სადაც მარტორქის მკვლელი დემონური არსება მის სისხლს სვამს. მეორე წიგნში ვკითხულობთ ცხოველის მსხვერპლშეწირვაზე, და პატარა გოგონას შებყრობილობაზე, რომელის კარგავს რა კონტროლს აკუთარ თავზე, ახრჩობს მამლებს და თავს ესხმის ყველაფერ ცოცხალსა და მკვდარს სკოლაში.

    მესამე წიგნში ჩვენ ვიგებთ შაქარყინულზე სისხლის გემოთი, მაგრამ ეს მაინცდამაინც გვაკვირებს, რადგან ჩვენ ხომ უკვე შევხვდით კანფეტს ღებინების გემოთი. არა? :armjera: ასევე ვიგებთ დემენტორებზე- საშინელ დემონურ არსებებზე, რომლების ისე წოვენ სულს ადამიანს, რომ ისისნი სამუდამოდ კარგავენ მათ. დემენტორების მოახლოებისას კი ისეთი შეგრძნება გიჩნდება თითქოს ამ ქვეყნად არასდროს არაფერი გაგეხარდება. მეოთხე წიგნი გადატვირთულია უაღრესად შენაძრწუნებელი სცენებით. ის იწყება მკვლელობათა მთელი სერიით და ასევე გრძელდება. მეხუთე წიგნში თვითონ ჰარი და მისი მეგობრები ხოცავენ “ბოროტ” ადამიანებს, იგივე მეორდება მეექვსე ნაწილშიც.
    დასკვნები:
    ეს არის ნაწყვეტები ბავშვების წერილებიდან, რომლებიც ინტერნეტში იქნა მოძიებული:

    1. 12 წლის გოგონა: “მე ეს წიგნები წავიკითხე სამჯერ და მეტჯერ, ყოველთვის განსაკუთრებულ მაგიურ სამყაროში ვმოგზაურობ და ვბაძავ სამ მეგობარს. მეც ვისურვებდი მათნაირი გავმხდარიყავი:

    2. 15 წლის გოგონა: “ჩემთვისაც რომ ნამდვილად არსებობდეს ასეთი სკოლა… ”

    3. 10 წლის ბიჭი: ” ჩვენ ყველას გვაწამებს რომელიმე მასწავლებელი. სნეიპი მათემატიკის მასწავლებელს მაგონებს, რომელიც უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გაეშე ძალიან გავს სნეიპს.”
    რომ ცხოვრობს, როგორრაც უცნაურია. იქნებ ის – ნამდვილი კუდიანია… ”

    5. 9 წლის გოგონა: “მჯერა, რომ ნამდვილად არსებობს მაგების ქალაქი ჩემს სახლთან. მე განუწყვეტლივ საინტერესო სიზმრებს ვხედავ. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ჭკუიდან შევიშალე. და ეს მართალია. როდესაც ქუჩებში დავდივარ, ვიღაც მოხუცებს ვხედავ, უცნაურ ადამიანებს, რომლებიც სათვალეს და მანტიას ატარებენ. სხვა რაღა საბუთი უნდათ..? ”

    6. 13 წლის გოგონა: “ძვირფასო ჰარი პოტერის ფანებო! მე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო-უფრო ფანი ვარ თქვენს შორის. წარმოიდგინეთ, ერთხელ თავიდან დავიწყე პირველი წიგნის კითხვა და სხვებით გავაგრძელე. ხოლო როგორც კი დავამთავრე – თავიდან დავიწყე. ეს უკვე მთელი ფსიქოზია. 4 წიგნი 6 დღეში წავიკითხე! მე მივხვდი, რომ ჰარი – ეს უდიდესი სიყვარულია!
    მგონი ყველაფერი ნათელია, თუ რა გავლენას ახდენს ჰარი პოტერის წიგნები მოზარდებზე.
    მაშ ვიკითხოთ თუ არა წიგნები ჰარი პოტერზე? – კითხვა შევაბრუნოთ: გავსინჯოთ თუ არა საწამლავი..? 🙂

  7. nuca says:

    hari poteris kitxva sulier samyaros did cvlilebebs anichebs da agijebs adamians

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: