რატომ მიყვარს ჰარი პოტერი

მართლაც ერის დასასრული

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული პოტერიადიდან მხოლოდ 3 წიგნი მაქვს წაკითხული (3,4,7) თავი მაინც მომაქვს პოტერომანად, სულ ვგეგმავ წავიკითხო ის წიგნები, რომლებიც არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი, იმედი მაქვს ზაფხულში მაინც ჩავუჯდები და ყველას წავიკითხავ.

ხშირად “მიტყდება” “ნადმვილ” პოტერომანებთან საუბარი, განსაკუთრებით იმის აღიარება, რომ ყველა წიგნი არ მაქვს წაკითხული, რადგან მათ გარდა იმისა რომ ყველა აქვს წაკითხული, გადაკითხულიც აქვთ რამდენიმეჯერ.

მაშ რატომ მიყვარს ჰარი პოტერი?

ალბათ იმიტომ, რომ მე ჰარისთან, რონთან და ჰერმიონასთან ერთად გავიზარდე, მეც გამოვიარე ის რაც გამოიარეს მათ (არ ვგულისხმობ უზარმაზარ ჭადრაკს, დიდი გველის მოკვლას და ა.შ.).

მე 6-7 წლის წინ ვიყავი როდესაც პირველი ფილმი ვნახე, როგორ მახსოვს ის შეგრძნება, ჯერ რომ აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა, მშვენივრად მახსოვს როგორც ირჩევდა ჰარი ოლივანდერთან ჯოხს, როგორ აფრინდა პირველად შემთხვევით, პირველად როგორ წაეკინკლავა დრაკოს, როგორ დაიჭირა პირველი სნიტჩი, როგორ ცდილობდა რონი “ვინგარდიუმ ლევიოსას” დაუფლებას….

ყველაფერი მახსოვს, თანან ძალიან კარგად…

“ჰარი პოტერი” არ არის უბრალოდ წიგნი, ეს არის ფენომენი, რომელმაც შეცვალა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და მათი დამოკიდებულება სწორედ ამ შეცვლილი ცხოვრებისადმი, ეს არის წიგნი რომელმაც აღზარდა 2 თაობა და მე იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრს აღზრდის, ეს არის წიგნი მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიკეთესა და ბოროტებაზე… ეს არის წიგნი სადაც მთავარ გმირს ყველაფერი იოლად არ გამოსდის…

და ბოლოს და ბოლოს ეს არ არის უბრალოდ მოგონილი ამბავი, მწერალმა შექმნა მთელი სამყარო, მაგიური სამყარო, აქ არ არის ალალ-ბედზე შერჩეული პერსონაჟები, სახელები, ადგილები და ა.შ. აქ ყველაფერი განსაზღვრულია, კანონზომიერებას ემორჩილება, აქ ყველაფერი მაგიურია…

ყოველი შელოცვის სახელი ლათინურ რაიმე შესაბამისს ნიშნავს, მაგალითად: Avada Kedavra ნიშნავს “რაც გაკეთებულია, უკან ვერ დააბრუნებ” (What is done, won’t be undone).

წიგნის ყოველი დეტალი, არა ამ სამყაროს, ამ ჯადოსნური სამყაროს ყოველი დეტალო ისეთი სიზუსტითაა გაწერილი, რომ თავი მართლაც იქ, იმ სამყაროში გგონია სადაც ერთადერთი ბანკია გრინგოტსი, სადაც ვოლდემორტი ძალას იკრებს სადაც ნახევარი სამინისტრო სიკვდილის მხვრელია…

მე მიყვარს ჰარი პოტერი და ყველაფერი მასთან ასოცირებული და მე გული შემტკივა იმაზე, რომ 93 დღეში ყველაფერი ზემოთაღწერილი დამთავრდება და მე ალბათ დარბაზში ჯდომისას, დასასრულისას ცრემლს ვერ შევიკავებ, მაშინ როდესაც უკვე ასაკში შესული ჰარი, რონი, ჰერმიონი, ჯინი და მალფოი თავიანთ შვილებს მოიყვანენ პლატფორმა 9 3/4-ზე…

მე ვამაყობ, რომ ვარ იმ თაობის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმათგან ვინც ეზიარება გენიოსი ადამიანის ჯოან კეტლინ როულინგის ამ გენიალურ ქმნილებას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

10 Responses to რატომ მიყვარს ჰარი პოტერი

  1. siyvarulovna says:

    “მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული პოტერიადიდან მხოლოდ 3 წიგნი მაქვს წაკითხული (3,4,7) თავი მაინც მომაქვს პოტერომანად” – მე არ გცნობ პოტერომანად!

    “მე 6-7 წლის წინ ვიყავი” – 6–7 წლის ფილმს ვერ ნახავდი, შესაბამისად 6–7 წლის წინ ნახე ფილმი.

    “რომ 93 დღეში ყველაფერი ზემოთაღწერილი დამთავრდება” ნამდვილი პოტერომანისთვის ფილმი არაფერია. საერთოდ არაფერი და მისთვის ჰარი პოტერი არასდროს დასრულდება.

    და ბოლოს, სულაც არ ჰგავს ეს პოსტი ჰარის მოყვარული ადამიანის დაწერილს, იმჰო… ისეთი შთაბეჭდილება დამრცა რომ შეკვეთილ პოსტს ვკითხულობდი.

    • Kon Mu says:

      გავასწორებ ხვალ.
      1. თავი მომაქვს პოტერომანად, მომაქვს არ ვამბობ რომ ვარ.

      2. ისტორია მთავრდება, რა თქმა უნდა ყოველთვის გვემახსოვრება ჰარი მაგრამ თუ ჯოანას არ მოუნდა წიგნის დაწერა ისევ ძველი უნდა ვატრიალოთ.

      და მე მიყვარს ჰარი! პოსტი შეკვეთილი არაა დღეს ტვიტერზე ვკითხულობდი Harry potter secrets და მაშინ მომინდა დაწერა🙂

  2. cinikosi says:

    1 2 3 da 4 maqvs wakitxuli magram ra xeiri😀

    • Kon Mu says:

      ვერ მოვიცალე წასაკითხად…😦 უფრო მეტი იცი და იმ სამყაროში გიცხოვრია ჩათვალე 4 სასწავლო წლის და რამდენიმე საარდადეგო დღის განმავლობაში🙂 ^^

  3. gusto says:

    es caikitxe da kide tu mogecona harry potteri ravici tavidan mec magra mevasebodgar tanac yvela cigni maq cakitxuli es ro vnaxe mere kide vapshe mag cognebs agar vekarebi mteli koleqcia gadavagde
    mokled caikitxe
    http://www.orthodoxy.ge/skhva/hari_poteri.htm
    http://ucnauri.com/2010/რატომ-არ-უნდა-ვიკითხოთ-წი

    • Kon Mu says:

      სიმართლე გითხრა კითხვა ძალიან მეზარება, მაგრამ ვხვდები რა სახის პოსტებიცაა. წიგნების მთელი კოლექციის გადაგდებას ჩემთვის გეჩუქებინა სჯობდა ან ვინმესთვის. რაც შეეხება ჰარი პოტერის აკრძალვებს, ეს არის უბრალოდ წიგნი, ფანტაზიის ნაყოფი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. არამგონია მისი კითხვა ცოდვა იყოს და სისულელედ მიმაჩნია ამგვარი დამოკიდებულება წიგნებისადმი, მაგ: დავინჩის კოდი, რომელზედაც საკმაოდ დიდი აურზაური ატყდა.

      ჰარი პოტერის კითხვისას მართლაც სრულიად სხვა სამყაროში მოგზაურობ, ალბათ დამეთანხმები რადგანაც წაკითხული გაქვს და იმედია ბოტი არ ხარ🙂 ^^

  4. ყველა წიგნი მაქვს წაკითხული ^^
    ნახვით არ მქონდა ყველა ნანახი და ეხლა ყველა თანმიმდევრულად გადმოვწერე და ყველას ეხლა ვნახულობ თავიდან დიდი სიამოვნებით ^^
    არ ვამბობ პოტერის მანია მჭირს თქო ,მაგრამ მომწონს,მიყვარს და ვთვლი ,რომ საინტერესოა ^^

    • konspace says:

      მეც მომწონს ძალიან. ახალი წიგნის/კინოს ლოდინი მომენატრა აი 6 თვით ადრე რომ იწყებ. იმედია pottermore მალე ჩაირთვება ყველასთვის :ს

  5. monte kristo says:

    chven taobas gansakutrebulad ukvars es saga, upro metad imitom rom bavshvobastan asocirdeba. me propaganda gavlili warsuli maqvs da ara marto:D. maxsovs religiis maswavlebeli dawkebit klasebshi rogor gvikrdzalavda hari poteris warmotqmasac da kvelaper mastan asocirebuls konpiskacias uketebda. axlac maxsocs rogor iwveboda cecxlshi haris, ronis da sxva gmirebis suratebi. saertod fentezis janri dzalian sadaoa religiis kutxit, me piradad dzalian mkvetri zgvari maqvs gavlebuli am ors shoris. es ubralod literaturuli nawarmoebia, ubralod janria aseti. tanamedrove enaze gadmotargmnili sabavshvo pilosopia. me piradad axla daviwke kitxva da mxolod pirveli sami nawili maqvs wakitxuli da aranair orazrovnebas ar vxedav

    • konspace says:

      ასეთი “პროპაგანდა” დღესაც არის ხოლმე ჩემ სკოლაში. კარგია რომ კითხულობ. ორაზროვნება რა შუაშია და ასწორებს იმიტომ რომ სულ სხვა სამყაროა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: