შეიგნეთ, რომ შეუძლებელია!!!

შეიგნეთ, რომ შეუძლებელია იმის ნახვა თუ ვინ, როდის და რამდენჯერ ნახა შენი ფბ-ს პროფილი. ეს არ არის “ოდნოკლასსნიკი” სადაც ყოველი მეგობრის ფეხის ნაბიჯი შენს ნოთიფიქეიშენებშია.

ამბობენ, რომ შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ეს მართლაც შეუძლებელია და არამგონია, რომ მარკი ოდესმე ჩართავს ამ ფუნქციას, რადგანაც მაშინ ფეისბუქს მუღამი დაეკარგება, ის “კლასელების” პონტი გახდება.

ასევე შეუძლებელია იმის ნახვა თუ ვინ ამოგშალა მეგობრებიდან და ა.შ.

სწორედ ამიტომ მიყვარს მარკის ქმნილება, ეს სოციალური ქსელი პატივს სცემს შენ პირად ცხოვრებას, შენს ინფორმაციას, უფლებას გაძლევს აჩვენო ის მას ვისაც გინდა და დაუმალო ისევ და ისევ მას(თ) ვისაც გინდა…

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის მიამიტობასა და დაუცხრომელ ინტერესზე ფულს შოულობენ… ასეთები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მე ნუ შემაწუხებთ, ვინც ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, ნუ დამთაგავთ უაზრო სურათებში.

მცირე სტატისტიკა

მხოლოდ გუშინ სხვადასხვა მეგობარმა დამთაგა 8 ასეთ სურათში და ყოველდღე დაახლოებით ამ რაოდენობის ან მეტ სურათში მთაგავენ, შემდეგ მე უნდა დავიარო ყველა სურათი და მოვხსნა თაგი, რადგან ვცდილობ ჩემი პროფილი გავხადო “იდეალური” ანუ ვცდილობ არ ვიყო დათაგული სურათებში, რომლებშიც მე არ ვარ.

რამდენჯერ გავაფრთხილე მეგობრები, რომ არ დამთაგონ, რომ ვინც დამთაგავდა სუნიანი ნასკი იქნებოდა, რომ შეუძლებელია ამის ნახვა, ისევე როგორც dislike ღილაკის დაყენება:/

საინტერესო რამ შევამჩნიე, დღის მთელ პერიოდში ასეთი დათაგვები არ შეიმჩნევა, ისინი ძირითადად საღამოს, 22-დან 23 საათამდე აქტიურდებიან და შემდეგ ისევ ქრებიან.

ეს ალბათ იმიტომ, რომ ფეისბუქმა არ დახუროს, რადგანაც საკმაოდ ბევრი ადამიანი არეფორთებს ასეთ აპლიკაციებს, ამ უკანასკნელმა კი გასაკვირად დიდ ხანს, 4 დღეს გასტანა, როგორც წესი მეორე დღესვე თიშავენ ხოლმე, ალბათ სწორედ ამ რამდენიმე საათიანი აქტიურობის გამო. თუმცა ეს გააქტიურება მხოლოდ ჩემს მეგობრებში შეიმჩნევა.

და რამდენჯერ დაგთაგეს შენ?

ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტუაცია


ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

7 Responses to შეიგნეთ, რომ შეუძლებელია!!!

  1. anna says:

    ანფრენდ ფაინდერი არსებობს უკვე^^ ასე რომ ვინ წაგშალა გაჩვენებს ,,,, ქრომს აქვს ეგ აპლიკაცია

  2. ნათია says:

    მეც დამთაგეს მრავალგან… ვერ გაიგო ხალხმა რომ ტყუილია ეს ყველაფერი რაა

  3. Moony says:

    ვიღაცამ დამტაგა ეგეთ სურათზე 800 ამდე ნახვა მქონდა იმის პროფილის ვითომდა, არადა საერთოდ არ ვიცი საიდან მოხვდა ჩემს მეგობრებში. დათავლიერებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ხოოდა ვისაც აინტერესებს ვინ ესტუმრა, მისთვის odnoklassniki.ru არსებობს.

    მარკი ჯიგარია😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: