ხინკალი, ლუდი, ბოულინგი და არაყი. (დღეს)

ორშაბათიდან გადაწყვეტილი გვქონდა დღეს, შაბათს “ხინკლის სახლში” წასვლა, უბრალოდ ხინკლის საჭმელად. თავდაპირველად ოთხნი მივდიოდით, მაგრამ ბოლოს შვიდნი წავედით.

ხინკლის სახლი & ლუდი


რადგანაც მარტო ხინკლის საჭმელად მივდიოდით ამ ადგილზე შევაჩერეთ არჩევანი (მგონი სწორად დავწერე). როდესაც მივედით ქვედა დარბაზი პატარა ბავშვებით იყო სავსე, აშკარად რეგიონიდან იყვნენ ჩამოსულები, რადგანაც 130 კაცი იყო და ყველა ერთად წავიდა.

შეკვეთა საკმაოდ სწრაფად მოიტანეს, მაგრამ გაფრთხილება დაგვავიწყდა და სასმელი საჭმელზე ადრე მოიტანეს, როგორც ყოველთვის. “ლოვენბრაუს” ნაცვლად შემთხვევით “ყაზბეგი” შევუკვეთეთ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად საკმაოდ კარგი იყო და მესიამოვნა. ხინკალი კარგი იყო, ძალიან კარგი არა, კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მარტო ლუდს ვსვამდი, ვერაფერი ვიგრძენი:/

ბოულინგი & არაყი

შემდეგ გენიალური იდეა დამებადა, მინდოდა წავსულიყავით “თბილისი ცენტრალში” და გვეთამაშა ბოულინგი.

თბილისი ცენტრალში კვლავაც შემორჩენილია TBC Game-ის მინიშნება, არვიცი რატომ, ალბათ დაავიწყდათ ან დაეზარათ მოცილება.

მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვიკითხეთ და რუკასაც შევხედეთ ორჯერ დავარტყით წრე და ძლივს ვიპოვეთ ბოულინგი. გაუძვირებიათ, ერთი საათი 22 ლარი და გეიმების მიხედვით აღარ “აქირავებენ”, თანაც ყველა “დაროჟკა” დაკავებული იყო და მხოლოდ ახლა, 8 საათზე განთავისუფლდებოდა. იქვე არის საბილიარდო, მაგრამ მხოლოდ სნუკერის მაგიდები იყო თავისუფალი და სნუკერის თამაში ჩვენ არ ვიცით, ასე რომ იქვე, საბილიარდოში მდებარე კაფეში მოვკალათდით და შეკვეთა გავაკეთეთ.

ყველაფერი უნამუსოდ ძვირია, 200 მლ-იანი კოლა 2.50 ღირს, 50 მგ არაყი “ფინლანდია” 4-5 ლარი, მაგრამ ფული დარჩენილი გვქონდა და გადავიწყვიტეთ ბოლომდე დაგვეხარჯა. 4 კოლა და 5 არაყი (250 მგ, სტოპარიკი) 46 ლარი დაგვიჯდა მგონი, ვინამუსეთ და ხურდა არ დავუტოვეთ😀

ხო იქვე “ფოტობუზში” შევედით, ღადაობა სურათები გამოვიდა, მაგრამ უმეტესობაში ძალიან ჩაბნელებული სახე მაქ, მაგრამ მაინც ასწორებს😀

კარგი არაყი იყო, მის მერე პირველად გასინჯული “გომი” ძალიან ბანძია, გომმა ისე ჩამწვა, რომ მთელი კუჭი შევიცანი ეს კი კარგად ჩავიდა, თან გემოც უკეთესი ჰქონდა.

ბოლო დღეებში foursquareის აქტიური მომხმარებელი გავხდი და ასწორებს კიდევაც, ეს ერთგვარ თამაშს ჰგავს.

ბევრი სურათი გადავიღეთ, მაგრამ ფოტოაპარატის მფლობელი ახლა ბალეტზეა, შემდეგ კი ბარსა რეალის საყურებლად მიდის, ასე რომ ხვალამდე ალბათ ვერ ვიხილავ.


ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: