პირველად Dilato Fitness Club-ში

მას შემდეგ რაც ჩემმა ორმა კლასელმა ზემოთხსენებულ კლუბში სიარული დაიწყო და მეც შევატყვე ჩემ თავს “ფორმაში არ ყოფნა” გადავწყვიტე მეც დამეწყო ვარჯიში.

აბონიმენტის ასაღებად კვირას მივედი, დარბაზე ეგრევე მომეწონა… ადმინისტრატორი გოგოც❤ ნუ დარბაზში არც შევსულვარ ისე გარედან შევხედე და იმ გოგოს ველაპარაკებოდი…

ჩემი თავის მიკვირს, რომ ასე მარტივად მოვაბი თავი…

მოკლედ დღეს პირველად ვიყავი სავარჯიშოდ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მხოლოდ გუშინ ღამის დაახლოებით 12 საათზე გამახსენდა, რომ ჩასალაგებელი მქონდა სავარჯიშოდ რაღაცეები, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

კარგი “ტრენაჟორები” დგას, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვფიქრობდი “ტრენაჟორის” ქართულ ვარიანტზე და სავარჯიშო დანადგარის მეტი არაფერი მომაგონდა, ასე რომ ისევ ტრენაჟორი იყოს.

მასიური ტრენაჟორებია, რაც კარგია, რადგანაც რაც არ უნდა ირბინო და აქეთ-იქით იხტუნავო ის მაინც მყარად დგას და თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, ვარჯიშის დროს ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (დაახლოებით 40 არხია), ყველაზე მეტად გამოვარჩევ Comedy TV-ის, რომელზეც რუსული Comedy Club-ის გადაცემები და მათი ნაწილები ტრიალებს სულ… თან მირბიხარ და თან ერთობი ან უყურებ რამეს.

ტელევიზორი მხოლოდ სარბენ/სატრიალო და მსგავს ტრენაჟორებზეა.

კიდევ დაახლოებით 8 ტრენაჟორია სხვადასხვა: პრესის, ფეხების, ფეხების სხვა ნაწილის, ხელების, მხრების, ზურგის, მკლავების და ა.შ.

გასახდელი საკმაოდ კარგია, მაგრამ როგორც ყოველთვის სივიწროვეა მაგრამ მაინც მოსახერხებელია ანუ დასაჯდომი ადგილი არის.

შხაპიც კარგია, ოთხი მოზრდილი კაბინაა

და რაც ყველაზე მეტად მომეწონა საუნა 

მგონი 7-8 წუთით შევედით და მთლიანად სველები გამოვედით უკან, ძალიან ცხელოდა, თან ქვებს წყალიც დავასხით და შესუნთქვისას ცხვირი მეწვოდა… ასე ძალიან მგონი არასოდეს არ გავოფლიანებულვარ.

რომელიღაც ბლოგერი მართალი იყო, რომ “დილატოში” “ჯეო მოდელსის” მოდელები ვარჯიშობენ, მგონი იყო რამდენიმე, ნუ გოგოები იყვნენ ყოველშემთხვევაში, მწვრთნელი კი მაგათ ეჩალიჩებოდა😀

მთლიანობაში კარგი კლუბია, კარგი ტრენაჟორებით და ატმოსფეროთი. კარგად ივარჯიშებ და თან გაერთობი.

P.S. პირსახოცები თავისი აქვს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჩანთის მოცულობას, სკოლის მერე დავდივარ ხოლმე მე.

კლუბის ფეისბუქის გვერდი: Dilato Fitness Club

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to პირველად Dilato Fitness Club-ში

  1. ლალაა says:

    ამ თვიდან ვიწყებ მე სიარულს და ანუ მირჩევ ხო ? წონაში დაკლება მინდა 6 კილო და იმედია რამე გამომივა და ხომ ვერ მეტყვი დაახლოებით რა დამჭირდება რო ვატარო სავარჯიშოთ და საუნისთვის

    • მაიკა, შორტი, ბოტასები ან კეტები და პირსახოცი. შამპუნი და გელი არის ხოლმე მანდ, მაგრამ ზოგჯერ მთავრდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: