ტვიტერი ფეხს იკიდებს?

მე ტვიტერი 2010 წლის 2 მარტს აღმოვაჩინე, ალბათ უფრო ადრეც მაგრამ ფაქტია რომ შარშან 2 მარტს დავრეგისტრირდი. პოსტის დაწერის მომენტისთვის მაქვს 1010 ტვიტი, მყავს 56 მომდევარი, მე თვითონ კი 80-ს ვარ ადევნებული.

მოკლედ იმაზე თუ რა არის ტვიტერი

სულ ცოტა ხნის წინ, კითხვაზე “ტვიტერი გააქვს?” იყო მხოლოდ ორი პასუხი:

  1. არა.
  2. და ტვიტერი რა არის?

თუ შენ არ იცი რა არის ტვიტერი, გეტყვი რომ

ტვიტერი არის სოციალური ქსელი და მიკრობლოგინგის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს უპასუხო კითხვას – “რას აკეთებ ამ წუთას?” მოკლე, მაქსიმუმ 140 სიმბოლოიანი პასუხით ანუ ტვიტით (tweet), უპასუხო შენს მეგობრებს ანუ “მომდევარებს” ან “მიმდევარებს”

ტვიტერს იყენებს ყველა, დაწყებული უბრალო ადამიანით, დამთავრებული გიგანტური კომპანიებით, როგორიცაა მაგალითად: Google.

ტვიტერზე არ არსებობს მცნება “მეგობარი” მის სანაცვლოდ არსებობს მცნება “მიმდევარი” ანუ შენს ტვიტებს აედევნება ნებისმიერი სურვილის მქონე ადამიანი, მაგრამ მაინც შეგიძლია ისინი პროვატული გახადო…

ტვიტერზე არ არის ფოტო-ალბომები, დიდი და გრძელი პროფილები, ჯიკაობები და ჯერ-ჯერობით არ არიან “ყველაზე ყველაზეები” და მსგავსნი. იმედია ისინი იქ არც გამოჩნდებიან.

ტვიტერი მოსახერხებელია თუ გაქვს ბლოგი, რაიმე კომპანია ან ბიზნესი, ეს არის მარტივი გზა ხმა მიაწვდინო კონკრეტულად შენს მომსახურებაში დაინტერესებულ მომხმარებელს.

ტვიტის 140-სიმბოლოიანი ლიმიტი კი გაუძულებს იყო ლაკონური, დაწერო მხოლოდ საჭირო და არაფერი ზედმეტი.

რით განსხვავდება ტვიტერი ფეისბუქისგან?

ფეისბუქზე შენ გხვდება ნოთიფიქეიშენები, მოგდის ელფოსტა თუ ვინმე რამეს მოგწერს და ა.შ. ტვიტერზე კი ელფოსტა მოგდის ორ შემთხვევაში

  1. ვიღაცა აგედევნა
  2. ტვიტერს რაღაც განცხადება აქვს

ტვიტერზე ნოთიფიქეიშენი გხვდება ერთადერთ შემთხვევაში თუ ვინმე პირადად მოგწერს ან ტვიტში მოგნიშნავს (@სახელი).

სანამ ტვიტერზე ხარ შესული ყველაფერი იცი, რა ხდება, ვინ ვის მიწერა, მაგრამ როგორც კი გახვალ და თუნდაც 1 საათში დაბრუნდები უკან ვეღარ გაერკვევი რა ხდება, რადგანაც ინფორმაციის რაოდენობა, თუნდაც იმ 80 ადამიანისგან რომელსაც მე მივდევ უზარმაზარია და ხშირად ვერ მომიძებნია ტვიტი, რომელიც დილით მქონდა ნანახი, ტვიტის მარტივი მოძებნისთვის არსებობს ფავორიტები, მოინიშნავ ტვიტს ფავორიტებში და შემდეგ მარტივად იპოვი მას.

ტვიტერის მომხმარებელთა ზრდა საქართველოში

ბოლო დროს საქართველოში ტვიტერის მომხმარებელთა რაოდენობა აქტიურად იზრდება თუმცა ფეისბუქამდე მას ჯერ კიდევ ბევრი აკლია…

როგორ ხდება საქართველოში სოციალ ქსელებზე რეგისტრაცია?

რომელიმე თუ ძაან გაცვეტდა ყველა მანდაა, როგორც თავის დროზე იყო ოდნოკლასსნიკი (3 კვირა ვსარგებლობდი მხოლოდ) და როგორც ახლა არის ფეისბუქი, რომლიც მომხმარებელიც უკვე მგონი 2-3 წელია ვარ, მანამდე უბრალოდ არ მჭირდებოდა სოციალურიი ქსელე, რადგანაც სკოლის გარეთ ძირითადად არავის ვიცნობდი, სკოლელებთან კი Skype მაკავშირდება, თან მაშინ 13 წლისაც არ ვიყავი, რომ ფბ-ზე “თავისუფლად” დავრეგისტრირებულიყავი.

ალბათ ტვიტერი შემდეგია.

1 წლის წინ და დაახლოებით დღემდე ტვიტერი ჰქონდათ ან ბლოგერებს ან პროგრამისტებს ან ისეთ ადამიანებს როგორიც ვარ მე ანუ Tech Geek-ებს რომლებსაც მხოლოდ ახალი ტექნოლოგია მიეცი და მეტი არაფერი უნდათ…. მართლაც ასეა, უამრავ ახალ პროექტში ვარ და ვყოფილვარ ბეტა-ტესტერი ან ბეტა-მომხმარებელი, მაგ: Mashable Follow, blekko და სხვა.

დღეს კი ტვიტერის მომხმარებელთა, აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, ჩემ რამდენიმე სკოლელს, ძირითადა 1 წლით პატარებს აქვთ ტვიტერი, მაინც და მაინც ერთი წლით პატარებს და თითქმის არც ერთ ჩემ ტოლს, მათი უმრავლესობა მაილი საირუსს, ბიბერს ან რომელიმე სხვა სელებრითსაა ადევნებული.

გუშინ ფეისბუქზე კითხვების საშუალებით დავსვი კითხვა: “შენ გააქვს ტვიტერი?” და მივიღე ასეთი შედეგი:

იმედები

იმედი მაქვს, რომ ტვიტერი მუდამ დარჩება ისეთი როგორიც არის, სწრაფი, დინამიური და “ყველაზე ყველაზეებისგან” თავისუფალი, იმედია არ შეიქმნება ჰეშ-თეგი #ყველაზესაყვარლები ან პროფილი @ყველაზეძერსკები.

P.S.

სულ დამავიწყდა, ტვიტერზე ბევრი სელებრითის aka ცნობადი სახის ანგარიშია (აქაუნთი), მაგრამ რეალურები ცისფერ ფონზე თეთრი პწიჩკითაა მონიშნული.

P.P.S.

და ბოლოს თუ კი გაქვს ტვიტერი ამედევნე       kon_mu

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: