ბოლო ორი ფილმი რომელსაც ვუყურე

ბოლო დროს არც ისე ბევრ კინოს ვუყურებ როგორც ადრე, ალბათ იმიტომ, რომ არც ისე ხშირად ვუყურებ ტელევიზორს და კინოშიც საკმაოდ იშვიათად დავდივარ, ბოლოს “მეტი ვიდრე სექსზე” ვიყავი.

მაგრამ ბოლო სამი დღეა ანუ რაც სკოლაში არ დავდივარ აქტიურად ვუყურებ კინოებს, ერთი ადამიანის მიერ ნარჩევ კინოებს და სხვათაშორის ყველა (სულ ორი იყო ჯერ მაგრამ მაინც) მომეწონა. დღეს გადავწყვიტე ჩემით მომეძებნა რაიმე კინო, მაგრამ ყველაფერი დაკარგული 35 წუთით დასრულდა მეტი ვერ გავძელი რადგანაც როდესაც კინოა ჟანრად კომედია აწერია (IMDB-ზე) მგონი პირველ 40 წუთში რაიმე სასაცილო უნდა მოხდეს/ითქვას, შეიძლება იყო კიდევაც მაგრამ მე ვერ შევამჩნიე/ვიგრძენი. ვუყურებდი ამას.

მაშ ასე ბოლო ორი ფილმი რომელიც ვნახე.

Life as We Know It (2010) 

ჟანრი: კომედია|დრამა

ხანგძლივობა: 114 წუთი

რეჟისორი: გრეგ ბერლანტი

მთავარ როლებში: კეტრინ ჰეიგლი,  ჯოშ დუჰამელი და ჯოშ ლუკასი.

მოკლე შინაარსი:

ორი მარტოხელა ადამიანი ხდება პატარა გოგონას (სოფის) მეურვე როდესაც მათი საერთო საუკეთესო მეგობრები ავტოკატასტროფაში იღუპებიან.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ყურება გვიან ღამით დავიწყე ასე, რომ მეორე დილისთვის არაფერი მახსოვდა, თითქმის არაფერი ასე რომ თავიდან დავჯექი საყურებლად.

მიუხედავად სევდიანი სცენარისა ფილმში კარგად არის დაცული ჟანრი – კომედია. არის საკმაოდ ბევრი სასაცილო მომენტი, “მეტი ვიდრე სექსს” ჰგავს იმით, რომ ხუმრობები კარგად არის ჩასმული და არა ისე უბრალოდ, იმიტომ რომ სასაცილოა.

მიუხედავად ჰეფი ენდისა, რომელშიც თავიდანვე ვიყავი დარწყმუნებული, პატარა სოფი მაინც “ცუდად” დარჩა. ჩემი აზრით ყველაზე სევდიანი სცენა იყო როდესაც მან თავის მეურვეს “დედა” უწოდა, მან თავიდან შეუსწორა, შემდეგ კი თქვა, რომ ის მართლაც მისი დედაა.

ისევე როგორც პოსტში უკვე არა ერთხელ ნახსენებ კინოში, აქაც სასაცილოა პირველი ნაწილი, როგორ სწავლობენ ბავშვის მოვლას, ეჩვევიან, აჭმევენ და ა.შ. მეორე ნაწილში კი უფრო დრამაა, მაგრამ არა მოსაწყენი. არანაირად არ არის გაწელილი, ყველაფერი თავის დროსა და ადგილას ხდება. მოკლედ კარგი კინოა, 10-დან 8-9 ქულას მივცემდი.

ტრეილერი

Easy A (2010)

ჟანრი: კომედია|რომანტიკული 

ხანგძლივობა: 92 წუთი

რეჟისორი: ვილ გლუკი

მთავარ როლებში: ემა სტოუნი, ამანდა ბინსი და პენ ბედგლი.

მოკლე შინაარსი:

მაღალი კლასების მოსწავლე გოგონა თავისი სოციალური და ფინანსური სტატუსის ამაღლებას სკოლაში ჭორების გავრცელებას მიანდობს.

ჩემი შთაბეჭდილებები:

ფილმის ყურება პირველზე შედარებით ადრე დავიწყე და გუშინვე დავამთავრე. უპირველეს ყოვლისა იმიტომ მომეწონა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი (ემა სტოუნი) ძალიან კარგად თამაშობს. ისეთ სახეებს კერავს და ისეთ ხმებს გამოსცემს, რომ…😀 არა ცუდი არაფერი, უბრალოდ ღრიალებს საოცრად.

ფილმის ყურების შემდეგ დავფიქრდი იმაზე, თუ რამ შეუძლია უადგილო ადგილას ნათქვამ სიტყვას, ჭორებს და რელიგიურ ფანატიკოსს. ყველაფერი კი ერთი პატარა ტყუილით დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა დაქალის მშობლებთან ვიზიტისგან თავის არიდებას, მაგრამ ამას კიდევ ბევრი მოჰყვა… ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ის სკოლაში მკერდზე წითელი ასო “A”-თი მოძრაობდა, გარყვნილობის აღსანიშნავად.

ტყუილი

ტყუილი მშვენიერი რამაა, მაგრამ ალბათ მთავარმა გმირმა გადააჭარბა… ტყუილი ტყუილს მოაყოლა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის რეპუტაცია შეიქმნა, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან დამხმარე ადამიანია და გვერდში ამომდგომი, რადგანაც ტყუილების უმრავლესობა მან სხვათა დასახმარებლად თქვა, თუმცა ტყუილებიდან მატერიალურ სარგებელსაც ნახულობდა.

რაღაც ამერ-დამერია, მოკლედ კარგი ფილმია და ღირს ყურებად, გაერთობით, იცინებთ და ერთ სიმღერას უეჭველი აიკიდებთ. ალბათ 9,5 ან 10 10-დან.

ტრეილერი


მოკლედ მადლობა სოფოს ფილმებისთვის, დღეს კიდე ერთს შემპირდა🙂❤


მგონი მოყვარულისთვის არც ისე ცუდი მიმოხილვა😛

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to ბოლო ორი ფილმი რომელსაც ვუყურე

  1. shakod says:

    Easy A-ის 9-ს მივცემდი 10-დან. გასართობად ვუყურე მაგრამ ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც ტრეილერით ჩანდა. რაც შეეხება სიმღერას pocketful of sunshine-ზე ამბობ ხო?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: