შუა დღის შოუ

სააღდმომო არდადეგებს ტყუილუბრალოდ არ ჩაუვლიათ და მე ვუყურე ტელევიზორს, უფრო სწორად რეკლამას და შემდეგ მაივიდეოზე ახალ შოუს, რომელსაც “შუა დღის შოუ” ჰქვია.

დასახელებაზეც კი ეტყობა, რომ ეს ახალი შოუ “იმედის” “დღის შოუს” კონკურენტია, საეთერო დროც მსგავსი აქვთ, მაგრამ აშკარად სჯობია უკანასკნელს, რადგანაც ახალი შოუ არ მიყავს 3-4 ქალს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობს, ჭორაობს და ნერვებს მიშლის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2-სეულ ვერსიაშიც ლაპარაკობენ აქ წამყვანებს შორის არ ორი კაცი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებს ლაპარაკს.

მოლოდინი

პრომოდან გამომდინარე, არ მეგონა თუ გადაცემა სტუდიური ტიპის იქნებოდა, რადგან მთელი პრომო ქუჩაში არის გადაღებული და მეგონა, რომ გადაცემა პირდაპირ ეთერში თბილისის ქუჩებიდან გავიდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ის სტუდიურია, თუმცა წამყვანები არ ზიან მაგიდასთან, ზიან დივანზე.

მეგონა, რომ გადაცემა იქნებოდა რაიმე საინტერესო თემებზე და არა უკვე ათასჯერ დაღეჭილზე.

პირველ გადაცემას არ ვუყურე, რათა უკვე “შეჩვეულები” მენახა წამყვანები, მეორე ვნახე, თემა იყო კრიტიკა, ბლოგები, ფორუმები და სტუმრად ყავდათ მაია ასათიანი, მოკლედ ნანუკამ რო მაია მოიყვანა და ბლოგერებსა და მსგავსებზე ალაპარაკა თითქმის ის პონტი გამოვიდა.

რა ხდება სინამდვილეში

შექმნილი აქვთ ე.წ. შინაურული გარემო, დივანი, წიგნის თაროები, მაგიდა რომელზეც დევს MacBook, რომელიც სხვათაშორის მთელი გადაცემის განმავლობაში გამორთული იყო, ეს არ მომწონს ყველაზე მეტად, როდესაც რაღაცა დევს “ვიდისთვის” (-1 ქულა ჩემგან ამის გამო).

ზიან, ლაპარაკობენ საჭირბოროტო საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში დგებიან, დადიან, დარბიან და ა.შ.

წამყვანები არის ოთხი და კიდევ რამდენიმე ემატება ხოლმე, მარტო დიმა ობოლაძე დამამხსოვრდა სიმართლე გითხრათ, მაგარი კაცია, კიდე ორი ქალია და ერთი კაცი მსახიობი.(ეს “სია” გადაცემის ფბ გვერდზე ვნახე: აჩიკო, ბაია, დიმა, ლიკა და თაკო!) (რ2-ის საიტზე ჯერ საერთოდ არაა ეს გადაცემა გადაცემათა ჩამონათვალში, ალბათ კიდევ ერთი – მარკეტინგის ჯგუფს ან ვინც საიტზეა პასუხისმგებელი).

+ აქვთ რუსთავი2-ისეული, დილა მშვიდობისა საქართველოსისეული ინტერაქტივები.

დასკვნა

მთლიანობაში ცუდი გადაცემა არ უნდა იყოს, თუ ისაუბრებენ საინტერესო თემებზე, მოიწვევენ კარგ სტუმრებს და ჩართავენ MacBook-ს შეფასება იქნება ალბათ 8-9/10

ამ მომენტისათვის კი ალბათ და დაახლოებით 7/10 .🙂

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to შუა დღის შოუ

  1. Joshua says:

    პირველ გადაცემაში ქონდათ ჩართული რადგან დივანზე ვერ ეტეოდნენ და მაგიდასთან ტყუილა ჯდომას facebook -ი ამჯობინეს😀

    • Kon Mu says:

      მეორეშიც უნდა ჩაერთოთ, რავი ეგრე მგონია. შეფასება ჯერ იგივე რჩება ნუ 7-ზე აიწია, რადგანაც ჩართული ჰქონდათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: