პირველი პოკერ ტურნირი საქართველოში – Poker Ring

სააღდგომო არდადეგებმა 6 თავისუფალი დღე მომცა, ამიტომაც მიყვარს აღდგომა, 6 სრულიად თავისუფალი დღე. მიუხედავად იმისა, რომ ეს 6 დღე ძალიან სწრაფად გავიდა, მაინც ბევრი რამ მოვასწარი. კერძოდ კი ვკითხულობ (უკვე 2/3 წავიკითხე) “ანა ფრანკის დღიურს”, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ძალიან რეალურია და ამ წიგნს ალბათ ცალკე პოსტსაც მივუძღვნი.

ასევე ვიხელთე დრო და გავაკეთე შემდეგი:

  • ვიფიქრე ბლოგის დიზაინის შეცვლა, მაგრამ გადავიფიქრე. Minimalism ruLLeZ
  • განვაგრძე HTML/CSS-ის სწავლა, მაგრამ დიდად ვერ წავიწიე წინ.
  • თვალები ავიწითლე კომპიუტერთან კითხვით, ძირითადად როგორც ყოველთვის ტექნიკასა და ინტერნეტზე.
  • და ჩავრთე ტელევიზორი, მგონი ბოლო 3 კვირის მანძილზე პირველად. მომენატრა ტელევიზორის ყურება, მირჩევნის კინოს ტელევიზორში ვუყურო, ვიდრე კომპიუტერის ეკრანთან წამოჭიმულმა. მაგრამ მაშინათვე წავაწყდი იმ მიზეზს რატომაც არ ვუყურებ ხოლმე ტელევიზორს – რეკლამა. რეკლამა ხშირად გამაღიზიანებელიცაა, მაგრამ ინფორმაციულიც.

გუშინდელი TV-რეიდის შემდეგ გავიგე, რომ იწყება ახალი ტოქ-შოუ, იყიდება ახალი ფხვნილი (სხვათაშორის ქართული წარმოების) და ის, რომ საქართველოში პირველად იმართება პოკერის ტურნირი.

პოსტი ძალიან პირადული რომ არ გამომივიდეს მას ცოტა ინფორმაციულსაც გავხდი.

თუ გაქვს ფეისბუქი და პოკერის თამაში იცი ან გინდა იცოდე, ალბათ Zynga-ს Hold’em-ს თამაშობ, მე ვთამაშობ – ერთი მიზეზის გამო: ის არ არის ნამდვილ ფულზე.

რამდენიმე თვის წინ Zynga-მ ჩაატარა PokerCon-ი ანუ ინტერნეტით შეარჩია მოთამაშეები, ჩატარებული ტურნირის მიხედვით და შემდეგ გამარჯვებულები წაიყვანა ლას-ვეგასში გამართულ ფინალზე.

მსგავსი რამ თურმე საქართველოშიც ტარდება, კი კი საქართველოში, თანაც საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია (50, 000 ლარი), მგონი ასეთი თანხა ონლაინში ჯერ არავის გაუთამაშებია.

რეკლამის ნახვის შემდეგ რა თქმა უნდა დავგუგლე, მაგრამ ჯერ ვერაფერი ვიპოვე, თუ რამეს ვიპოვი გავლინკავ. მაგრამ ევროპა-ბეთის საიტზე ვნახე ტურნირის (Poker Ring – პოკერ რინგი ჰქვია როგორც გავიგე) წესები და ინფორმაცია საპრიზო ფონდის შესახებ და ასევე პატარ-პატარა დეტალები.

თურმე ტურნირი 11 აპრილს დაიწყო, ჯერ მხოლოდ ონლაინში და პირველი გადაცემა ეთერში გავა 4 მაისს,ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვთ შანში მოხვდეთ იმ მოთამაშეთა შორის, რომლებიც “იმედიას” ეთერში ითამაშებენ.

ყოველდღე ვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც პრიზად იღებს ბილეთს “იმედის” ეთერში თამაშისთვის. იმედის ეთერში ყოველი კვირის 7 გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს 2 ცნობადი სახე aka სელებრითი (celebrity), ზემოთხსენებულნი კი ერთმანეთს ფინალში მოსახვედრად ეჯიბრებიან (ეთამაშებიან).

გავიკითხე, გამოვიკითხე და როგორც აღმოჩნდა დუტას არ მიყავს სატელევიზიო თამაშები და არც აკომენტარებს. მგონი მხოლოდ ამ ფაქტის გამო ღირს გადაცემის ყურება, რომ ვერ დაინახავ და ვერ გაიგებ დუტას, რომელიც უკვე ყველა გადაცემის აუცილებლობა გახდა. მგონი წამყვანს ასე ირჩევენ: “აჰაა… გვინდა კაცი წამყვანი, მხიარული – ხალხი რომ გაართოს. – უჰ, დუტა შე კაცი. – კაი, მაშინ დუტა.”

მოკლედ სულ ეს იყო რაც მინდოდა დღეს მეთქვა, ხვალ სკოლაა და ახლა ალბათ წავალ და დავიძინებ.

ხო, თუ თამაშის სურვილი გაგიჩნდა, აი სასარგებლო ლინკები:

თამაშის წესები

Europe-Bet @twitter – გამიკვირდა, რომ ტვიტერი აქვთ, მაგრამ ჰქონიათ.

Europe-Bet @facebook

Europe-Bet ბლოგი, სადაც დებენ ყოველი დღის გამარჯვებულთა სახელებს.

Poker Ring  – თვითონ გათამაშების საიტი. ამავე საიტზე დევს ჩემ მიერ “იმედზე” ნანახი პრომო.

პრომო YouTube-ზეც აღმოვაჩინე, სხვათაშორის თავისივე არხზე (+1 ჩემგან რადგანაც ყველა აქაუნთი მიხედილია)

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

3 Responses to პირველი პოკერ ტურნირი საქართველოში – Poker Ring

  1. anna says:

    ვაა, ნუთუ საქართვეოააა!!!!!! მაგარია, სხვაგან რომ ვუყურებდი ამდაგვარ შოუებს სულ მშურდა:))
    ცოტა ხშირად უყურე ხოლმე ტელევიზორს, იქნებ კიდევ საინტერესო სიახლეები მოგვაწოდო:)))

    • Kon Mu says:

      :)) კი მეც გამიკვირდა, იმიტომ რომ მეც სულ ევროსპორტზე ვუყურებდი ხოლმე და ახლა აქ. :)) შევეცდები ვუყურო ხოლმე :))

  2. Pingback: პოკერი. სიღნაღი. ბლოგერები – სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად « konspace

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: