“საერთაშორისო” კონფერენციაზე

ალბათ იცით, რომ 4 თვეა პროექტებში ვარ გახვეული, ახლა ნელ-ნელა ვამთავრებ ყველას და ვბედნიერდები, მაგრამ ალიანტესთვის მაინც ვერ მოვიცალე😦 უნდა ჩავუჯდე ერთხელ და მოვათავო.

ქიმიის მასწავლებელი სულ უფრო და უფრო გვაწვებოდა და ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა უფრო მეტად ვიხრებოდით და რაღაცას ვცდილობდით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმისა და ინტერესის გარეშე. ყოველთვის იყო რაიმე დასამატებელი ან შესასწორებელი, მოკლედ ასე თუ ისე გავართვით თავი, მართლია ყველაფერი ზუსტად ბოლო დღეს დავასრულეთ, მაგრამ მაინც.

დაცვა ანუ კონფერენცია დღეს უნდა ყოფილიყო, დილის 10 საათზე სკოლაში ვიყავით დაბარებულები. ჩვენ სკოლაში ძირითადად ბიბლიოთეკაში ხდება პროექტებისა და მსგავსების წარდგენა, რადგანაც იქვე არის პროექტორი, ეკრანი და კომპიუტერები, მაგრამ დღეს დილით მოსულებს სკოლაში საკმაოდ დიდი რაოდენობის და თანაც უცხო ხალხი დაგვხვდა, ბიბლიოთეკა დაკეტილი იყო, ხოლო ყველა სააქტო დარბაზის გარშემო დადიოდა, შიგნით შევიხედე და რა დავინახე კვადრატად დაწყობილი მაგიდები, როგორც ჰედერის სურათზე დაახლოებით ისე, სცენაზე ჟიურის მაგიდები იდგა, ხოლო კუთხეში პროექტორის ეკრანი, ტრიბუნა და მიკროფონი.

ყველაფერი ერთბაშად შეიცვალა… ჩემ გეგმებში არ შედიოდა ტრიბუნასთან დგომა, მე ლაპარაკისას სიარულს ვგეგმავდი, მაგრამ არა, ტრიბუნსთან უნდა ვმდგარიყავი.

კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებზედ იყო, ჯერ ბიოლოგია, შემდეგ ქიმია და ფიზიკა.

კონფერენცია საერთაშორისო მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ლატვიისა და ლიტვის სკოლების წარმომადგენლების პროექტები გუშინ ონლაინ რეჟიმში მოისმინდა ჟიურიმ, ისე კი მხოლოდ აჭარიდან იყვნენ ჩამოსულები ბავშვები მასწავლებლებითურთ, მაგრამ საკმაოდ ბევრნი.

დილით საჭმელი არც კი მიჭამია, რადგანაც მეგონა რომ 1-2 საათში უკვე სახლში ვიქნებოდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, სახლში მხოლოდ 6-ზე მოვხვდი.

კონფერენცია ბატონმა განათლების მინისტრმა, შაშკინმა გახსნა, ისაუბრა საბუნებისმეტყველო საგანთა მნიშვნელობაზე და წავიდა.

შემდეგ დაიწყო მონოტონურობა…

5 პროექტის შემდეგ უკვე ცუდად ვიყავი და სახლში წასვლას ვლამობდი.

1,5 საათის შემდეგ იყო შესვენება და სკოლის კაფეტერიაში უფასოდ გაგვიმასპინძლდნენ ყავით, სენდვიჩებით aka ბუტერბროდებით, ხაჭაპურით და რაღაც ტკბილეულობით რომელიც არ გამისინჯია, პეჩენია იყო მგონი :დ და ჩაი და კოლა.

მეორე ნაწილი ორმაგად უარესი იყო, რადგანაც ის გრძელდებოდა 2-3 საათს და მე მიწევდა გამოსვლა.

ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდად გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სლაიდშოუ არ იყო გადასარევი, არც თემა (საკვები დანამატები) და არც მიკროფონი, რომელსაც უშუალოდ პირს თუ არ მიადებდი არ მუშაობდა. არ მიბლუყუნია, სულ ზეპირად ვილაპარაკე და მხოლოდ ამის გამოც ვამაყობ ჩემი თავით, ტექსტში მგონი 1-2-ჯერ ჩავიხედე, მეტი მართლა არა. (დაალაიქეთ, რადგანაც ზეპირად ლაპარაკი ძნელია)

კარგი ის იყო, რომ ჩემი გამოსვლისთვის ყველა იმდენად დაღლილი იყო, რომ აღარავინ ისმენდა ვინ რას ლაპარაკობდა და შესაბამისად კითხვებსაც არავინ სვამდა, გარდა ერთი კაცისა, რომელიც უნამუსო ვიყო ჩაჭრაზე იყო, რადგანაც ყველას უსვამდა კითხვებს, ფიზიკა ალბათ არ იცოდა, რადგანაც ფიზიკის პროექტების კითხვისას ხმა არ ამოუღია…

როდესაც ყველა ყველაფერი თქვა იყო დაჯილდოვება. დავჯილდოვდი ჩემი სკოლის პირველი ხარისხის დიპლომით, სურათს თუ გადავიღებ დავდებ, მაგრამ არამგონია. თუმცა ამავე ხარისხის ამავე დიპლომით მგონი ყველა ან თითქმის ყველა დაჯილოვდა.

პრიკოლი

პროექტს ვკითხულობდი მე და ჩემი პარტნიორი სლაიდებს რთავდა. ხო და ახლა დაჯილდოვებაა და გამომიძახეს მე და ახლა მგონია რომ იმას დაუძახებენ და დირექტორმა თქვა: “გიორგი” (პარტნიორსაც გიორგი ჰქვია), ჩემი პარტნიორი წამოხდა, მაგრამ სხვა გიორგი აღმოჩნდა და ის უკან სკამზე დაეშვა, მაგრამ შემდეგ მასაც გადასხეს.😀 თუ არ გაგეცინა ესე იგი იქ უნდა ყოფილიყავი და გაგეცინებოდა.

ყველაზე კარგი კონფერენციაზე იყო მუქთა ლანჩი და ის, რომ ჩემი ერთი მეგობარი ვნახე.

სახლებში სკოლის, რა თქმა უნდა გადატენილი მარშრუტკით გამოგვიშვეს, როგორც ყოველთვის დახუთულობაში ვიმგზავრე.

ვერ ვიტყვი, რომ დღე ნაყოფიერი იყო, მაგრამ არც ისე უბრალოდ წასულა, მაგრამ სამეცადინო მაინც დამრჩა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

10 Responses to “საერთაშორისო” კონფერენციაზე

  1. 5th says:

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ,,ალიანტე” ძალიან რთულია, დამაწყვიტა ნერვები.😀

  2. 5th says:

    აქედან ბანაკში ხვდებიან, ხომ? (უკვე მერამდენედ ვკითხულობ :D)

  3. nikusha3 says:

    me vyavi sharshan wyaltuboshi =))

  4. 5th says:

    მეც ბაკურიანში😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: