მარხულობ, მაგრამ (დაუმთავრებელია :(

შენ მარხულობ? მე არა, არ ვმარხულობ იმიტომ, რომ ოჯახში მარტო ვერ ვიმარხულებ და თანაც არამგონია გავძლო, მაგრამ ბევრი ხომ მარხულობს, ეკლესიაშიც დადის, აღსარებასაც აბარებს და შაბათ-კვირას წირვებსაც ესწრება. შემდეგ ხმამაღლა ამბობს, რომ ის მარხულობს, რომ ის ძალიან მორწყმუნეა და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში კი ისინი ისევე მარხულობენ როგორც მე უბრალოდ ყველაფერ სამარხვოს მიირთმევენ.

გაიარეთ მაღაზიაში და სამარხვოს ყველაფერს აღმოაჩენთ: კარაქს, მაიონეზს, შაურმას და ტორტსაც კი.

– რატომ ჭამ სამარხვო მაიონზეს?

– სამარხვოა და კვერცხი არ აქვს შიგნით, მცენარეულ ზეთებზეა და…

მგონი მარხვა დიეტას გაუტოლდა.

მგონი მარხვის არსი არ მდგომარეობს გარკვეული ნივთიერების არ მიღებაში, არამედ მისი არსია თვით-დასჯა ჩადენილი ცოდვების გამო და ა.შ.

ათეისტი არ ვარ, მჯერა იმ ერთის, უზენაესის და ერთადერთის არსებობის, მაგრამ არ ვმარხულობ.

და არ მინდა ვიმარხულო ისე თუ არ მოვიკელი რამე, არ დავისაჯე თავი და უბრალოდ არ მივიღე რძის ნაწარმი.

რატომ უნდა მოვიტყუო თავი, რომ ძალიან მორწყმუნე ვარ?

არ დავდივარ ეკლესიაში და რა? ნაკლებად მჯერა? და ვინც დადის იმას მეტად?

თუ არ გინდა ნუ იმარხულებ, არავინ არ გავალდებულებს და არ გსჯის იმის მიხედვით მარხულობ თუ არა. თუ დიეტაზე ხარ და ამას მარხვაზე ყოფნით მალავ სჯობს თქვა, რომ უბრალოდ დიეტაზე ხარ, არ უნდა ამას მალვა.

ვერ ვამთავრებ პოსტს. იყოს როგორცაა, თავისას ამბობს მგონი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: