უბრალოდ ნიჭიერის პირველ ნახევარფინალზე

თითქოს სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო “ნიჭიერის” მეორე სეზონი და მიშელ ჯექსონზეც ცოტა ხნის წინ ცეკვავდა სოფრომაძე და აგერ გუშინ უკვე პირველი Live ნახევარფინალი გაიმართა.

გუშინ შანსი მქონდა იქ ფილარმონიაში დავსწრებოდი სანახაობას, მაგრამ მარტო წასვლა დამეზარა, კი ნახევარი ბლოგოსფერო მანდ იყო, მაგრამ ვინმე მინდოდა ვისაც ვიცნობდი😛

10-ის ნახევარიდან ტელევიზორთან ვიყავი და თან ვთამაშობდი, თან სანახაობას ველოდი.

ნახევარფინალები ყოველთვის ნაკლებას საინტერესოა ღადაობის მხრივ, რადგანაც კონკურსანტები გაფილტრულია და ახლა უკვე არავინ გამოვა საცანცაროდ, ყველა სერიოზულად ემზადება და ა.შ.

“ნიჭიერის” დაწყებამ 15-20 წუთით დააგვიანა, უფრო სწორედ “კურიერმა” დააგვიანებინა, სხვათაშორის ყოველთვის ასე ხდება, სულ იწელება ეს უკანასკველი.

კარგი ყველაფერს თავს ვანებებ და უშუალოდ კონკურსანტებს მივედ-მოვედები.

1. დრამის ბიჭები 15,8 %

ჩემი აზრით ამ ჯგუფმა თავისი თავი ამოწურა, რაც მათ რეიტინგზეც აისახა, ძირითადად ყველაფერი იგივე დარჩა, შეძახილები, სწრაფი რიტმი ერთადერთი რაც დაამატეს იყო ცეკვა, მაგრამ მაინც არ მომეწონა, არა ალბათ უფრო ნეიტრალური დავრჩი, წიპა “მაგრად უკრავენ, მაგრამ ვერ გადავლენ”.

2. ბახვა წერედიანი 5,5 %

ამ კონკურსანტის არ-გადასვლა მართლა არ გამიხარდა, რადგანაც მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, შეეძლო ემღერებინა სოფო და ანდრეა (ბოჩელი), მოეყანა რომელიმე თავისი მეგობარი მსახიობი (მარიონეტების თეატრიდან) და კარგი შოუ დაედგა, მაგრამ როგორც ჩანს ჟიურიმ და მაყურებელმა ის არაპერსპექტიულ კონკურსანტად მიიჩნია და ფინალ გარეთ დატოვა.

3. თემო და ანა 4,7 %

ამ მონაწილეებისგან კვლავ რაიმე მხიარულ, ახალგაზრდულ და სწრაფ ცეკვას მოველოდი, პირველი გამოსვლის სტილში, მაგრამ სანაცვლოდ მგონი მიუზიკლ “ჩიკაგოდან” ამოღებულ სიმღერაზე შესრულებული ცეკვა მივიღე, რომელიც სხვათაშორის კარგად იყო დადგმული და შესრულებული, მაგრამ მუსიკა… მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირადად მე რაიმე მხიარული მე მერჩივნა.

4. დავით დავითიანი 1,6 %

მატყუარა! მატყუარა! მატყუარა! ის ისეთ სანახაობას გვპირდებოდა რომელიც ჯერ ვერავის წარმოედგინა და შესაბამისად არავის ჰქონდა გაკეთებული, რეალურად კი საკმაოდ რეალური და ჩვეულებრივი რამ გააკეთა: კანატზე ძრომისას იმერულ ღვინოს სვამდა შემდეგ კი გირა-დაკიდებული სახტუნაოთი დახტოდა. დიდი ვერაფერი, არც სიურპრიზი არც სანახაობა და არც წარმოდგენის გაფართოება. პოლნი პიზდეც! უბრალოდ არაფერი. თან სცენიდან როგორ გავიდა… ცალ ფახზე ხტუნაობით და მარჯვენა ხელით გირას წევდა პროცესში.

5. თათია დონაძე 7,5 %

თათია დონაძეს პირველივე გამოსვლის შემდეგ ველოდები, ნუ უბრალოდ ველოდები. კარგად მომზადებული ნომერი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს არც ხალხს მოეწონა და არც ჟიურის, შეიძლება ხალხს მოეწონა, მაგრამ არა ხმის მისაცემად. მაგრამ თათიასიც გაწელილი იყო, მაგრამ კარგი. მეგონა, რომ გადავიდოდა.

6. ნატალი ვეფხვაძე 28,5 %

აშკარად მეორე გულნაზი გოლეთიანი, გამოვიდა, მოყვა სევდიანი ისტორია (ალბათ), იმღერა სევდიანი, პატრიოტული, სოფოსა და ერის გულის ამაჩუყებელი სიმღერა და გავიდა ფინალში. უნამუსობა ხალხო! უნამუსობა! რატომ? რატომ? არ აქვს გადასარევი ხმა ან რომც ჰქონდეს უფრო მეტად საინტერესო და სახალისო გამოსვლებიც იყო. რა უნდა ქნას შემდეგ ტურში? კიდევ ერთი სევდიანი სიმღერა? კიდევ სოფოსა და ერის ცრემლები? კიდევ ხმათა 28,5 % და მეტი? არ გინდათ ფინალში რაიმე საინტერესო ნახოთ? რამე ისეთი რაც აქამდე არ გინახავთ? ასეთ “მომღერალს” ხომ ყოველ მეორე ნაბიჯზე ნახავთ, ყველას გვაქვს რაღაც “სევდიანი” ისტორია და მომავალ წელს მე რომ გავიდე სევდიანი ისტორიით, სევდიანი პატრიოტული სიმღერით, მეც გადამიყვანენ და მომაგებინებენ. ამ თემაზე “კომედი შოუში” იყო მშვენიერი სკეტჩი სულ რამდენიმე კვირის წინ.

როგორ გავიმარჯვო “ნიჭიერში”?

  • იყავი ან ძალიან პატარა <10 ან საშუალო ასაკის და მეტი >30 
  • გაიხსენე შენი ცხოვრების ყველაზე სევდიანი ისტორია
  • დაამუღამე და ჩაწერე რაიმე გულის ამაჩუყებელი პატრიოტული სიმღერა
  • ქასტინგზე შენთვის ჩუმად დაჯექი და მიიქციე წამყვანების ყურადღება
  • მოუყევი შენი ყველაზე სევდიანი ისტორია მთელ ქვეყანას
  • გადი სცენაზე და აატირე სოფო ან მაია ან ჟიურის რომელიმე სხვა მდედრი მგრძნობიარე წევრი, მამრები გააღიმე და ცხოვრებაზე დააფიქრე
  • გაიარე ყველა ეტაპი წარმატებულად და მოიგე “ნიჭიერი”

ასე იგიბენ “ნიჭიერს”. ნიჭს კი არა საცოდაობას აწვებიან. ტფუი…

7. Water Lily 1,7 %

ჯგუფი რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებდი, რადგანაც იყო ალტერნატივა, მაგრამ პირველი გამოსვლისგან განსხვავებით, მგონი სოლისტს ძალით ამღერებდნენ და ნამეტანი “ტოპობდნენ”. მოკლედ არ დამევასა.

8. ჰერელი გოგონები 5,7 %

გააფუჭეს ის რაც ჰქონდათ! მშვენივრად გადააბეს “აბბას” რამდენიმე სიმღერა ერთმანეთზე, მართლა გაასწორა და გუშინ რა იყო? რაღაც ქართული (მგონი) სიმღერები იმღერეს, ვერ გავიგე რაზე ან ქართულად იყო საერთოდ? არამგონია გადასვლის ღირსები ყოფილიყვნენ, მართლა მგონი ისევ რაიმე შესარჩევისნაირი უნდა მოეფიქრებინათ.

9. ნიცა ნიცა ნიცა 6,2 %

აი შესარჩევზე ბევრად უკეთესი დადგმა, შესრულება იდეა. ნიცა კარგად ცეკვავს, ალბათ იმიტომ, რომ პატარაა ანუ მოქნილია. იდეაც კარგი იყო და ორ სხვადასხვა სიმღერაზე, ორი სხვადასხვა ადამიანი ძალიან მაგრად აცეკვა, ნიცას მოძრაობები უფრო ქაოტურ ხელების ქნევას ჰგავს, მაგრამ რომ დაუკვირდე მიხვდები, რომ ეს ასე არ არის. რამდენადაც ვიცი ნიცა რომელიღაც სტუდიაში დადის, კი ის არ არის თვითნასწავლი, არ აქვს სევდიანი ისტორია სამაგიეროდ ის ნიჭს აწვება, მხოლოდ მას და ნუ იმასაც რომ პატარაა, მაგრამ უფრო ალბათ ნიჭს, რადგანაც ასაკმა ჟიურისთან არ უშველა. საბედნიეროდ ის საქართველოს ბანკის ფავოტირი გახდა და კიდევ აქვს ფინალში მოხვედრის შანსი, ყველაფერს კი ფბ-ს მომხმარებელი გადაწყვეტს. (ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფბ გვერდზე)

10. Acro Style 22,9 %

ის, რომ საქართველოში ცირკი დიდი ხანია არ არსებობს, ალბათ ისედაც იცით. საქმე იმაშია, რომ ეს არის წმინდად საცირკო ნომერი, რომელსაც შეასრულებს ნებისმიერი ცირკის აკრობატი. კარგი შესრულება და დადგმაა, მაგრამ არაფერი ისეთი რაც ბავშვობაში ცირკში არ მაქვს ნანახი. თუმცა სხვა კონკურსანტების ფონზე გადასვლას მაინც იმსახურებდნენ, ნიცასა და თათიას შემდეგ.

იმედია “ნიჭიერი” ოდესმე გახდება ნიჭის ზეიმი სადაც გამარჯვებულს არ ავლენს გულაჩუყებული ხალხი, რომელსაც შორი ახლოს მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, ნიცას კი წარმატებებს ვუსურვებ, ისევე როგორც სხვა მონაწილეებს, ნიცას განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი (არ)გადასვლა ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to უბრალოდ ნიჭიერის პირველ ნახევარფინალზე

  1. აკროსტაილთან დაკავშირებით..

    ცირკში თუ დაკვირვებულხარ, ყველაფერი იყო “სტრახოვკით” ესენი კი ფაქტიურად ჰაერში დარბოდნენ :)))
    არანაირი დაზღვევით!

    • Kon Mu says:

      ეგ ხო მართალი ხარ მარა თვითონ ნომერი საცირკოა თავისი არსითა და ელემენტებით ^^ :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: