დღეს მაღაზიაში. ისევ მომსახურებაზე

დღეს ჩვეულებისამბრ შევედი ერთ-ერთ მსხვილი ქსელის მქონე მაღაზიაში, კარგი არაუშავს სახელსაც დავწერ “ნიკორაში” რათა მეყიდა მინერალური წყალი. შუქი ციმციმებდა და კომპიუტერები ხან ირთვებოდა და ხან ითიშებოდა, მოგეხსენებათ ტექნოლოგიის საუკუნეში კომპიუტერის ანუ პროდუქტის სისტემაში გატარების გარეშე შესყიდვა შეუძლებელია.

ხოოდა შევედი დღეს “ნიკორაში” ავიღე სასურველი მინერალური წყალი, ვდგავარ სალაროსთან და ველოდები ვინდოუს იქსპის ჩატვირთვას და ამ დროს მაღაზიის ბოლოდან ისმის ქალის ხმა:

ქალი (შემდგომში ქ): უკაცრავად ტაქსი მელოდება და გაატარებთ სოსისს?

დაცვა (შემდომში დ): არ ვიცით ქალბატონო, ვნახოთ თუ ჩაირთვება კი.

ქ  (უკვე გაღიზიანებული): ტაქსი მელოდება-თქო მეჩქარება და აწონით თუ არა?

დ (ყვირილით): არ ვიცით ქალბატონო, კომპიუტერია ის კი არაა, დრო უნდა.

ქ: მეჩქარება მე… და ნუ მიყვირით და ხელებს ნუ მიშლით აქ, ვინ მოგცათ მომხმარებელზე ყვირილის უფლება? ხმას ნუ უწევთ. წადით სოფელში და იქ იყვირეთ! ან რას მუშაობთ აქ! ნუ მუშაობთ მაშინ! ან ეს რა ადგილია?

ამას მოყვა მთელი პერსონალის უკმაყოფილო, ირონიული მზერა ერთმანეთისადმი, დაცვის წინ წაწევა (საცემად მიდიოდა?) და მენეჯერის მიერ მისი დაწყნარება.

შემდეგ კომპიუტერები ჩაირთო და ის ქალი იმ მიზეზით, რომ ეჩქარებოდა ჩემს წინ ჩადგა რიგში და გავიდა.

სინოპსისი

ქართული სერვისი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია, არც მომხმარებელი არის ძალიან წესიერი.

1. დაცვას არ უნდა დაეწყო მომხმარებელთან ყვირილით საუბარი.

2. არც მომხმარებელს უნდა დაეწყო ყვირილი და დაცვის წევრისთვის პოტენციური პირადი შეურაცხყოფის მიყენება.

3. მენეჯერი კარგად მოიქცა, რომ დაიწყო პერსონალის დაწყნარება.

თუ შენს შეესწარი მსგავს ფაქტს, დაწერე კომენტარი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to დღეს მაღაზიაში. ისევ მომსახურებაზე

  1. cinikosi says:

    bevrgan egrea😦 samwuxarod

    • Kon Mu says:

      ხო პრობლემატურ კლიენტს აქ ყველა ცუდად ექცევა.😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: