დაანებეთ ამ ხალხს თავი!

იმ დღიდან რაც პრინცი ვილიამისა და ქეით მიდლტონის დანიშნვის ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა დღემდე მათი კავშირი, ურთიერთობა, პირველი ღამე და ქეითის ქალიშვილობა განხილვის საგანი გახდა.

რამდენიმე დღეა რაც გაირკვა, რომ ქეითის ძმა გეია, დღეს კი მისი დის პიპას ძალით “თამამი” სურათები გავრცელდა. ამაზე ყველა და ყველაფერი ლაპარაკობს, სისულელეა, ყელშია უკვე ამოსული, რა შუაშია ქეითი და მისი და-ძმის საქციელი, ქეითი ხომ არაა ლესბოსელი და მისი სურათები ხომ არ გავრცელებულა! მისი და-ძმის პირადი ცხოვრება მასთან რა კავშირშია?

და პიპას გავრცელებული სურათებიც არ არის ძალიან თამამი, ის უბრალოდ ლიფშია და ცეკვავს ვიღაც კაცთან. მერე რა? ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს ასეთი სურათი:

ასევე გავრცელდა სურათები სადაც ის მოკლე კაბაში მუხლებზე დგას და კიდევ ერთი სადაც ღვინოს (ნუ რაღაც დასალევს) ისხავს, ჭიქაში.

კიდევ ის, რომ ქეითის ძმა გეია. აი მერე რა? რა შუაშია ქეითი? პასუხისმგებლობა ხომ არ აქვს თავის და-ძმაზე აღებული? ან მისი ცხოვრება რა კავშირშია სამეფო ოჯახთან? ვილიამმა ის ხომ არ მოიყვანა… ქმარადO_o

მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა ისაა, რომ ტვინი წაიღეს უკვე… არ მაინტერესებს ქეითის ძმა გეია თუ ტრანსსექსუალი, ქეითის და შიშველი ცეკვავდა სადღაც თუ ალკოჰოლს ეძალებოდა, იჩხუბეს თუ არა ვილიამმა და ქეითმა. უბრალოდ არ მაინტერესებს! ან რატომ უნდა მაინტერესებდეს?!

წაირეთ ტვინი, დაანებეთ ამ ხალხს თავი!

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: