ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელთან, ჯგუფ “ელდრაინთან”  დაკავშირიებული გაუგებრობისა და სოლისტთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ დიდმა ხანმა განვლო და აი უკვე დაიწყო ის მუსიკალური კონკურსი, რომელზედაც მთელი ევროპა ლაპარაკობს და უახლოესი 1 კვირა კიდევ ილაპარაკებს. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ევროვიზია ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოლიტიზირებული კონკურსია და მასში იმარჯვებს ის ვინც უნდა გაიმარჯვოს და არა ვისაც სინამდვილეში ეკუთვნის გამარჯვება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

წელს არის პირველი შემთხვევა როდესაც მე მომწონს საქართველოს წარმომადგენელი, მომწონს სიმღერა, ჟანრი, დადგმა, საერთოდ ყველაფერი. ძლივს ნორმალური სიმღერა, როკი, ალტერნატივა და არა ნიჟარაძის Shine, არც ის იყო ცუდი სიმღერა ალბათ, მაგრამ მე არ მომეწონა.

გუშინ საღამოს 11 საათზე ტელევიზორი ჩავრთე, პირველი არხი სხვათაშორის, მგონი მარტო დილაობით ვუყურებ ხოლმე იმიტომ, რომ როდესაც სხვაგან მულტფილმებია იქ არ არის. სხვათაშორის ზუსტად 11 საათზე დაიწყო, გერმანელების ხელი დაეტყო ევროვიზიას, ვიცოდი, რომ საქართველო მეცხრე ნომრად გამოდიოდა და ამიტომაც 1-1,5 საათიანი TV-მარათონისთვის მოვემზადე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველაფერი გასაოცრად წავიდა, დაახლოებით 23:45 წუთზე საქართველოს გამოსვლა უკვე დასრულებული ჰქონდა და მეც დასაძინებლად წავედი, იმ იმედით, რომ გამოვიძინებდი, მაგრამ ვერა. დღეს მაინც უნდა გამოვიძინო.

პირველ ნახევარფინალში 19 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან მხოლოდ 10 გადადიოდა ფინალში ასე რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო.

რა თქმა უნდა ყურადებას გავამახვილებ საქართველოს წარმომადნეგლზე, ჯგუფ ელდრაინზე და მის ახალ სოლისტზე, რომელზედაც ამბობდნენ, რომ ის ლაივში ვერ მღერის.

ძალიან მომეწონა დადგმა, კოსტუმები და განსაკუთრებით გრიმი, განსაკუთრებით ბიჭების ძალიან მაგარი იყო, ჯგუფში კი გამოვყოფდი აი ორჯერ რომ იყვირა რაღაც (ვერ გავიგე რა) ის ტიპი, ძალიან მაგარი კაცია😀 მთლიანობაში შესრულება იყო მგონი ძალიან ეფექტური და სოფომ კარგადაც იმღერა.

ასევე კარგი დადგმა ჰქონდა რუსეთს, მანათობელი კეტები და ზურგები, სიმღერაც კარგი იყო და ხმაც კარგი ჰქონდა მგონი ალექსეის, არ მახსოვს მაგრამ ბოლოს გამარჯვების დღე რომ მოგვილოცა თურმე წესების დარღვევა ყოფილა >.< რატო? :დ

პირველი 9 მონაწილიდან თითქმის ყველამ რატომღაც ჩახლეჩილი ხმის შთაბეჭდილება დატოვა, საქართველოს გარდა ასევე მომეწონა შვეიცარია, სომხეთი (სიმღერა, ხმა აშკარად ჩახლეჩილი ჰქონდა იმიტომ, რომ Rehearsel-ები ნანახი მაქ და იქ აშკარად უკეთესად იმღერა).

პირველი ნახევარფინალი ღამის 2 საათზე დამთავრდა ამიტომაც ბოლომდე არ მიყურებია, საქართველოს მერე დავიძინე, მაგრამ საქართველო ფინალია და 14 მაისს, შაბათს გამოვა 25 ნომრით და დახურავს ევროვიზიას, იმედია დახურვა არა მხოლოდ რიგითი, ფიზიკური არამედ მეორეაზროვანიც იქნება, რადგანაც ჩემი აზრით წელს მართლაც გვაქვს მოგების თუ არა პირველ ხუთეულში მოხვედრის შანსი მაინც ან სამეულში.

მგონი მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართება, მაგრამ ყურებას ნამდვილად არ ვაპირებ, ისედაც ორი დღის გამოუძინარი ვარ და ხვალაც ადრე წასასვლელი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to ევროვიზია. პირველი ნახევარფინალი

  1. dreamar says:

    mec momecona eldrine-s gamosvla.

    • Kon Mu says:

      ^^ უმრავლესობას მოსწონს და იქნებ რამე… იუთუბის კომენტარებზე დაყრდნობით :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: