Google – სოციალური წარუმატებლობა


მას შემდეგ რაც Google-ის პირველი სერვერი ლეგოებისგან აგებულ კეისში მოთავსდა დიდმა ხანმა განვლო და დღეს გუგლი აღარ არის მხოლოდ საძიებო სისტემა. ამას კომპანიაში დიდი ხნის წინ მიხვდნენ და ძებნით გამომუშავებული ფულით დაიწყეს სხვადასხვა სერვისების შეძენა, მათი სერვისების გამოყენება და/ან თავიან სერვისებში ინტეგრაცია, რითაც გუგლის ყველა პროდუქტი ხდებოდა საუკეთესო ბაზარზე, მაგალითად როდესაც გუგლმა 2006 წლის 9 ოქტომბერს შეიძინა ვიდეო-სერვისი YouTube, ეს სარისკო საქმე იყო, რადგანაც შეძენილი სერვისი სავსე იყო არალიცენზირებული კონტენტით, როგორც დღეს მაივიდეო.ჯი და ამას შეეძლო მილიონობით დანაკარგი მოეტანა გუგლისთვის. მაგრამ შენაძენი სწორი აღმოჩნდა და დღეს ამ შენაძენს გუგლისთვის ყოველ წელიწადს მილიონობით შემოსავალი მოაქვს, ასევე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია Blogger, Picasa, Google Docs  და ა.შ. მაგრამ ბოლო დროს გუგლს მაიკროსოფტი დაემართა ანუ ყოველი ახლად წამოწყებული პროექტი 1-2 წელიწადში ან ნაკლებში იხურებოდა. ასეთ პროექტებს შორისაა Google Wave რომლის ბედი დღესაც გაურკვეველია, ის ამჟამად Open Source-ში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მისი დანიშნულებაც უცნობია ჩემთვის. თავიდან ის მზადდებოდა როგორც გუგლის სოციალური ქსელი, მაგრამ დღეს ეს არის წიპა Google Docs. ასევე ჩავარდა Google Video-ს ამ სერვისით გახსნით გუგლი ერთდროულად გახდა ორი ვიდეო-საიტის მფლობელი, თანაც პროექტი გაეშვა იმ დროს როდესაც YouTube უკვე პოპულარობით სარგებლობდა, გუგლ ვიდეოები იხურება, ყველა ვიდეო იშლება ასე, რომ თუ გაქვს ამ სერვისზე რამე ვიდეოები ატვირთული გირჩევთ YouTube-ზე გაუკეთოთ ექსპორტი, თუმცა მგონი უკვე დაიხურა კიდევაც. ასევე Google Nexus One და Google Answers.

დღევანდელ სოციალური ქსელებით სავსე სამყაროში უბრალოდ ძებნა არაფერია, რადგანაც როდესაც შენ ეძებ ვის ენდობი მეტად უცნობ ადამიანს, რომელსაც დადებითი კომენტარის დაწერაში შეიძლება 10 ცენტი გადაუხადეს თუ შენს მეგობარს, რომელიც თავის მეგობრებს ურჩევს ამ მომსახურებას? რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი მიენდობა თავისი მეგობრის რჩევას, სწორედ ამიტომ მიაღწია facebook-მა ასეთ წარმატებას და სწორედ ამიტომ ეძებს გუგლი ახალ შთაგონებას, რაც ახალი CEO-ს დანიშნვაშიც. გუგლი ეძებს რაღაც ახალს, სოციალურს რადგან იგი ხვდება, რომ მომავალი სოციალური ქსელებისაა.

Google’s last attempt

Google-ის უკანასკნელი ცდა ძებნის სოციალიზებისა იყო და არის “+1” ღილაკი. შენ ეძებ კაფეს? იპოვე? მოგეწონა? დააპლიუსერთე და გაუადვილე ძებნა სხვას. “+1”-ები ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს საიტის რანკზე, მაგრამ გუგლში არ უარყოფენ, რომ უახლოეს მომავალში +1-ების რაოდენობა განსაზღვრავს საიტის პოზიციას ძებნის შედეგებში. თუ ეს მართლაც ასე იქნება მაგრად დაერხევათ ე.წ. “სეოშნიკებს” და “კონტენტ-ფარმების” მფლობელებს, რომელთაც აქვთ უამრავი უაზროდ ჩაყრილი სიტყვა საიტზე და ამის ხარჯზე რეიტინგში მაღლა დგანან.

+1 ღილაკზე თბილისში გამართულ Google TechTalk-ზეც ითქვა რამდენიმე სიტყვა.

გუგლის ახალმა იდეამ გაასწორა, ის აშკარად ლეგენდარული ლაიქ-ღილაკის კონკურენტია, მაგრამ სად მიდის ჩვენი +1-ები?

საქმე იმაშია რომ არსად. ისინი ჯერ არ მოქმედებენ ძებნის შედეგებზე, მათ ჯერ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები, მათ საერთოდ ვერავინ ვერ ხედავს ჩვენს გარდა ამასთან ერთად ეს ღილაკი ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტულია და Google Labs-იდან ანუ გუგლის ექსპერიმენტული ნაწილიდან არის ხელმისაწვდომი და ეს მაშინ როდესაც მთელი ინტერნეტი ლაიქებითაა სავსე, ყველას ეს სიტყვა აკერია პირზე, ეს ღილაკი ყველგანაა შენ კი კიდევ აყოვნებ შენი პროდუქტის ჩაშვებას.

საქმე იმაშია, რომ გუგლმა საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა იწვნია და ახლა ძალიან ცდილობს პოზიციების გამოსწორებას, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა შეესყიდა Groupon, რომელიც ჯგუფური შესყიდვების უმსხვილესი სერვისია ამერიკაში, გუგლი ფასს ყოველ უარზე წევდა ზემოთ, ყველაფერი 6 მილიარდ აშშ დოლარზე და Groupon-ის საბოლოო უარზე დამთავრდა, ამის შემდეგ კი გუგლმა გადაწყვიტა ამ სახის თავისი სერვისის გაშვება, რომელიც ნორმალურად დღემდე ვერ ამუშავდა, facebook-მა კი უკვე გაუშვა Deals.

ჩემი აზრით, +1 ღილაკი გაშვება ნაადრებია რადგანაც გუგლს ჯერ არ აქვს ბაზა სადაც ყველა +1 გროვდება და არ ჰყავს მომხმარებელი, რომელიც ამ +1-ებს ნახავს. გუგლს არ აქვს სოციალური პლატფორმა, სადაც ადამიანები შევლენ სალაპარაკოდ, სურათების დასადებად და ა.შ. გუგლს აქვს ყველაფერი ცალ-ცალკე(Google Talk, Picasa, YouTube და ა.შ.) რისი ერთ პროდუქტად გაერთიანებაც ჯერ არ გამოსდის.

კონკურენცია სოციალურ ქსელსა და ძებნის გიგანტს შორის აშკარად იგრძნობა, თანაც ქსელმა ცოტა ხნის წინ დაიქირავა პიარ კომპანია გუგლის წინააღმდეგ სამუშაოდ. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

Google მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი და ინტერნეტის მომავლის ხედვა, მაგრამ არა მის სოციალურ ნაწილში.

რამდენიმე დღის წინ გუგლმა ოფიციალურად დაანონსა Google Chrome OS-ის უკანასკნელი ვერსია და Google Chromeboook-ები. გუგლის ოპერაციული სისტემა არსებულთაგან ყველაზე სწრაფია, მის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანას მხოლოდ 10 წამი სჭირდება და ის უშუალოდ ინტერნეტ-მომხმარებლებზეა გათვლილი, ხოლო Chromebook-ებზე გათვალისწინებულია მხოლოდ 16GB ხარდ-დრაივი.

ჩემი აზრით გუგლმა უნდა შეაჩეროს სოციალური კამპანია მანამ სანამ არ მოიფიქრებს რაიმე რეალურად კარგს, სხვათაშორის წელს სოციალური კამპანიები გუგლის მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც 2011 წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სწორედ სოციალურ ტექნოლოგიათა სფეროში წარმატებით განისაზღვრება.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

One Response to Google – სოციალური წარუმატებლობა

  1. Pingback: კიდევ ერთხელ მარკ? « konspace

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: