კიდევ ერთი გაყიდული ევროვიზია

წელს ყველაფერი თითქოს კარგად უნდა ყოფილიყო, სიმღერაც კარგი გვქონდა, შემსრულებელიც, სტილიც, დადგმაც – ყველაფერი. პირველი ნახევარფინალის შემდეგ აღფრთოვანებული დავრჩი “Eldrine”-ის ნამღერით, მართლა ძალიან მომეწონა და ფინალის დაწყებასაც იმედით ველოდი.

საქართველო 25-ე ნომრად გამოდიოდა, ჩემდა გასაკვირად შოუ საკმაოდ სწრაფად წავიდა, არ იყო ტრადიციული ჩართვები და წამყვანების იდიოტური ხუმრობები მონაწილეებს შორის, გერმანელების ხელა დაეტყო ევროვიზიას.

კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფა მართლაც მაღალ დონეზე იყო, განსაკუთრებით კი დიდი პლაზმური ეკრანი, რომელიც შემდეგ გაიღო.

დიდი დრო როგორც ყოველთვის ხმის მიცემად წაიღო.

კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულ ვებგვერდებსა და სხვა საინფორმაციო წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი იყო წლევანდელი ფავორიტი, ეს უფრო ხუმრობად მივიღე რადგანაც როდესაც აზერბაიჯანის სიმღერას მოვუსმინე რეაქცია იყო: დიდი არაფერი, სიმღერაა რა.

მართლაც ასეა დიდი არაფერი, ჩვეულებრივი სიმღერა რომელსაც ბექგრაუნდში აქვს ქვიშაზე ხატვა (სხვათაშორის დათო ხუჭაძეს აქვს ასეთი რამ თავის კლიპში – “მახინჯი ვარ”😀 ) ქვიშაზე ხატვა უკრაინას ჰქონია მარა მაინც პლაგიატია. 

ევროვიზიას ყოველთვის ახასიათებდა პოლიტიზირებულობა და მოგების გაყიდვა. ვერ ვიტყვი, რომ აზერბაიჯანს დღეს რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური პოზიცია უკავია ან ევროპა ძალიანაა მისით დაინტერესებული…

აზერბაიჯანს ხმა მისცეს ისეთმა ქვეყნებმა, რომლებშიც აზერბაიჯანის არსებობა არც გაუგიათ მგონი, ბოლოს და ბოლოს ისრაელმა მისცა 4 ქულა, მუსულმანებს, ისრაელმა. ისრაელიც კი მოისყიდეს.

არადა Eldrine-მა კარგად იმღერა, მე ვიტყოდი ძალიან კარგადაც და აშკარად მეტს იმსახურებდა.

მომავალ წელს ევროვიზია უკვე აზერბაიჯანში, ალბათ ბაქოში ჩატარდება.

მომავალი წლიდან ევროვიზიის გამო ღამეს აღარ გავათენებ, აზრი არ აქვს ბოლოს მაინც ნერვები უნდა მოგეშალოს.

ესეც “გამარჯვებული” სიმღერა

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

3 Responses to კიდევ ერთი გაყიდული ევროვიზია

  1. სოფო says:

    ქვიშაზე ხატვა უკრაინას ჰქონდა, აზერბაიჯანს ის ნაზი კაცი და გრძელ თმება გოგო ამშვენებდნენ და საშინელი დეტონაციებით გაჰკიოდნენ – running scares-ს

    • Kon Mu says:

      უი გავასწორებ მერე. აზერბაიჯანის running scared პასუხი იყო რუსეთის I’m coming to get you😀 (c) some twitter user

  2. სოფო says:

    ჰეჰ, კარგია🙂 იმიტომ გავიდა რუსეთი მე16 ადგილზე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: