გაიღიმე ქუჩაში

თუ ქუჩაში სიარული ხშირად გიწევს და დაკვირვებულიც ხარ შეამჩნევდი, რომ თითქმის არავინ იცინის ან იღიმის, ყველა თავისთვის დადის, ქვემოთ იყურება, წარბები შეკრული აქვს, მხარს გაკრავ შემთხვევით და უფრო შეკრავს, უარეს შემთხვევაში დაგიყვირებს კიდევ, უფრო ცუდში გამოგლანძღავს (თუ ასაკოვანი ქალია, მე გამომლანძღა ცოტა ხნის წინ, როდესაც შემთხვევით ჩანთა გავარტყი მხარში, შემთხვევით).

ახლა წაიკითხე ეს ყველაფერი და არ მოგეწონა ხო ზოგიერთები ასე რომ იქცევიან?

და შენ იღიმი ხოლმე ქუჩაში?

ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვიღიმი, გინებითაც მოვდივარ ხოლმე, გააჩნია ხასიათს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც უნდა ეცადო და გაიღიმო, არ შექმნა ქუჩაში ნეგატიური განწყობა, გაიღიმო შენ და გააღიმო სხვა.

მინდა იყოს ისე, რომ ქუჩაში გადიოდა და ყველა თუ არა უმრავლესობა მაინც იღიმოდეს, ქუჩაში გასვლა იყოს სასიამოვნო, მხიარული.

კარგი შენ ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ  და შეგიძლია ყოველთვის არ გაიღიმო, მაგრამ ხომ შეიძლება სხვადასხვა დაწესებულებებში მაინც იღიმოდეს პერსონალი.

გუშინ “ტატიშვილში” ვიყავი წამლის შესაკვეთად და მიმღებში (Reception) ისეთი ტიპები ისხდნენ მისვლა შემეშინდა :დ

სამაგიეროდ ჩემ ფიტნეს კლუბში (სადაც დავდივარ) ყველა იღიმის და მაგიტომაც მისწორდება ხოლმე იქ მისვლა.

თავდაპირველ თემას ცოტათი გადავუხვიე.

მოკლედ გაიღიმე ქუჩაში! გაიღიმე შენ და გააღიმე სხვა! უბრალოდ შექმენი პოზიტიური გარემო.🙂

P.S. დაალაიქე  ფბ გვერდი  – გაიღიმე ქუჩაში

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

12 Responses to გაიღიმე ქუჩაში

  1. wigo says:

    ოღონდ ხალხი იღიმოდეს და რავი, ერთი 10 წლის სიცოცხლეს გავიღებდი :D   მაგრამ ისე ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზები (ნუ მოობიექტურო მაინც) აქვს.

    • Kon Mu says:

      ხო მაგრამ უნდა ეცადო გაიღიმო სხვაზე რო არ გადაიტანო

  2. GossipGirl says:

    au shen me ar ginaxivar etyoba kuchashi yurebamde gakrechili davdvar xolme :D:D mara imdges chem dakals velaparakebodi da cudi ragaca mitxra da shevigine da am dros gacherebaze videki da gverdze albat 70-8- wlis kali da kaci medgnen da imati mzera ro davapiksire 1 gacherebit gadaviwie :D:D

    • Kon Mu says:

      კაი ვის არ უგინია :დ მზერა დაახლოებით წარმოვიდგინე :დ

  3. GossipGirl says:

    xoo dzaaan cudi warmosadgenia lamis joxi gadamatexa tavze ;D

  4. მომეწონა ^^ Smile ^_^

  5. Jessie says:

    ძალიან მიყვარს ქუჩში ღიმილი და ცოტა ხტუნაობით სიარული.. არ ვკომპლექსდები, რომ გიჟად მივაჩნივარ ჩვენს საზოგადოებას…სევდიანი სახით რომ გაიარო კაციშვილი არ შემოგხედავს.მაგრამ გაღიმებულმა რომ ჩუარო ვინმეს გიჟი ეგონები და ზოგიერტმა შეიძლება შეგაგინოს;;;; ეჰ.. ^_^ გაიღიმეთ….

  6. Mygreensun says:

    ხშირად მეც მოღუშული დავდივარ, მაგრამ იმის მერე რაც ერთხელ გავუღიმე მოპირდაპირე ექსკალატორზე თუ რაღაცაზე მაღლა ამვალ სიმპაწიურ უცხოელს და იმანაც გამიღიმა და მერე შერცხვა და თავი ჩახარა❤ ჰო მოკლედ აი მაგის მერე სულ გაღიმებული დავდივარ. ..❤

    • konspace says:

      ზოგადად გაღიმება ადამიანებს შენ მიმართ პოზიტიურად განაწყობს ^^🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: