აღარ გვინდა აქციები!

რამდენიმე დღის წინ “ოპოზიციამ” საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო, ისევ და ისევ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ წელს არა პარლამენტის არამედ ტელევიზიის წინ, რაც ცუდია, რადგანაც ყველაფერმა საბურთალოსკენ ახლოს გადმოიწია, გადაიკეტა სანაპიროსკენ და რუსთაველისკენ მიმავალი ძირითადი გზა და დღეს თავისუფლებაზე მოსახვედრად ტაქსიმ იმხელა წრე დაარტყა, რომ მეგონა სულ სხვა გზით წავიდოდით, მაგრამ არა უბრალოდ ესტაკადაზე ასასვლელად გააკეთა ეს.

თბილისმა უკვე გადაიტანა 2 რევოლუცია და ერთი სამოქალაქო ომი, ახლა კი ეს “ოპოზიცია” კიდევ ერთით იმუქრება, მათი გეგმის თანახმად 25 მაისს საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოვა და ავლაბარში ყველაფერი დამთავრდება. ისინი კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ან შეიარაღებული დაპირისპირების მოწყობას აპირებენ.

გუშინ საღამოდან მთელ ქალაქში პატრული შეინიშნება, ასევე აჩერებენ ყველა ავტობუსსა და სატვირთო მანქანას – სწორსაც შვრებიან.

მგონი ყველას უკვე მობეზრდა გაუთავებელი პოლიტიკური აქციები, რევოლუციები, დაპირისპირებები, ლოზუნგები და ა.შ.

და ესენი თავის თავს ოპოზიციას უწოდებენ, ოპოზიცია მესმის მე მთავრობის რაღაც საქმიანობა (გარკვეულ სფეროში) არ მოსწონდეს და ამის გამოსწორებაზე ჩალიჩობდეს, მაგრამ ამათი პირიდან “გადადექის” გარდა არაფერი ისმის.

დიდის ამბით, რომ აცხადებენ ხალხი მოდის, მაქსიმუმ 200 ადამიანი არის, კარგი 300 და რატომ მართავენ მიტინგს კოსტავაზე? რუსთაველის გადასაკეტად ცოტანი არიან, მთლიანად დაეტევიან პარლამენტის წინ ტროტუარზე, კოსტავა კი ვიწროა.

მაგრამ რა დააშავა იმ ხალხმა, რომელიც კოსტავაზე ცხოვრობს? მანქანით სახლიდან ვერ გამოდიან, მთელი ღამის განმავლობაში ისმის უაზრო ლოზუნგები და სიმღერები (მიტინგზე სიმღერა აღარ გამიგია).

მომიტინგეთა უმრავლესობა არის გალეშილი მთვრალი, კოსტავა კი სანაგვედ იქცა მგონი უკვე, რამდენიმე დღეა იქ არიან, ქუჩა გადაკეტილი აქვთ, ნაგავი იქიდან არ გააქვთ.

ფბ-ზე საპროტესტო აქციების წინააღმდეგ უამრავი გვერდი შეიქმნა, არსებობს ასეთი გვერდიც – მე მძულს ოპოზიცია

მგონი დროა ყველაფერი დამთავრდეს, ხალხი სახლებში წავიდეს, აქცია დაიშალოს, კოსტავა დალაგდეს და ამ ქუჩის მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლის თავისუფლება მიეცეთ.

ბოლოსდაბოლოს გინდათ ასეთი პრეზიდენტი გყავდეთ?


ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to აღარ გვინდა აქციები!

  1. dreamar says:

    “მომიტინგეთა უმრავლესობა არის გალეშილი მთვრალი” დარწმუნებული ხარ? :პ მე კი ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი დავინახე, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მომავლის შეცვლა მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ:/

    • Kon Mu says:

      შეიძლება არიან ვისაც მართლა სჯერა მაგრამ იმ კადრების მიხედვით რაც ვნახე ასე ჩანდ🙂 რავი აბა ხო იცი ვისაც როგორც უნდა ისე აჩვენებს გააჩნია რაკურსს🙂

  2. cinikosi says:

    me getanxmebi shen.

    chemtanac shemoixede sheni azri mainteresesb am sakitxtan dakavshirebit

    • Kon Mu says:

      შემოვიხედე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული პოსტები ვერ ვნახე და იქნებ დამილინკო ან ფბ-ზე მომწერო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: