რაბინის ტესტი (ლოგიკა)

ეს პატარა ტექსტი ლოგიკური ტესტის ძებნისას ვიპოვე და გადავწყვიტე მეთარგმნა, რადგანაც ქართულად ნათარგმნი ვერ ვნახე.

ოციან წლებში ახალგაზრდა ებრაელი მივიდა ნიუ-იორკის ცნობილ რაბინთან და განაცხადა, რომ თალმუდის სწავლა უნდოდა.

– არამეული იცი? – ჰკითხა რაბინმა.

– არა.

– ივრითული?

– არა

– ბავშვობაში თორას სწავლობდი?

– არა რებე. მაგრამ თქვენ ნუ ინაღვლებთ, ბერკლის ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე და ახლახანს დავიცავი დისერტაცია სოკრატეს ფისოსოფიაში. და ახლა ჩემ განათლებაში თეთრი ლაქების შესავსებად თალმუდის სწავლა გადავწყვიტე.

– შენ არ ხარ მზად თალმუდისთვის, – უთხრა რაბინმა. – ეს არის ყველაზე რთული და ღრმა წიგნი, რომელიც ადამიანებს ოდესმე შეუქმნიათ. მაგრად რადგანაც ძალიან გინდა, ტესტს ჩაგიტარებ ლოგიკაზე: თუ წარმატებით გაივლი – გამეცადინებ.

ახალგაზრდა დასთანხმდა და რაბინმა გააგრძელა.

– ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?

ახალგაზრდა ფილოსოფოსს ძალიან გაუკვირდა.

– ეს ტესტი ლოგიკაზეა?

რაბინმა თავი დაუქნია.

– რა თქმა უნდა ის ვისი სახეც დასვრილია.

– არ არის სწორი. დაფიქრდი: ის, ვიცი სახეც დასვრილია შეხედავს იმას, ვისი სახეც სუფთაა და იფიქრებს, რომ მისი სახეც სუფთაა. და ის ვისი სახეც სუფთაა, შეხედავს იმას, ვისი სახეც დასვრილია და იფიქრებს, რომ მისი სახეც დასხვრილია და წავა სახის დასაბანად.

– კარგადაა მოფიქრებული! – გაუკვირვა სტუმარმა. – კარგი რებე, მომეცი კიდევ ერთი ტესტი.

– ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?
– კარგი ახალგარდავ. ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?

– ეს ხომ გავარკვიეთ, ის ვისი სახეც სუფთაა.

– არ არის სწორი. დაფიქრდი: ის ვისი სახეც სუფთაა შეხედავს იმას, ვისი სახეც დასვრილია და იფიქრებს, რომ მისი სახეც დასვრილია. და ის ვისი სახეც დასვრილია, ნახავს, რომ მეორე წავიდა სახის დასაბანად, მიხვდება, რომ მისი სახე დასვრილია და თავადაც წავა სახის დასაბანად.

– ამაზე არ მიფიქრია! გასაოცარია – მე დავუშვი ლოგიკური შეცდომა! მომეცით კიდევ ერთი ტესტი!

– კარგი. ორი ადამიანი ჩადის საკვამურში. ერთი სუფთა სახით გამოდის, მეორე დასვრილით. რომელი წავა სახის დასაბანად?

– ორივე წავა სახის დასაბანად.

– არ არის სწორი. სახის დასაბანად არც ერთი არ წავა. დაფიქრდი: ის ვისი სახეც დასვრილია შეხედავს იმას, ვისი სახეც სუფთაა და არ წავა დასაბანად. და ის ვისი სახეც სუფთაა ნახავს, რომ ის ვისი სახეც დასვრილია არ მიდის დასაბანად, მიხვდება, რომ მისი სახე სუფთაა და არ წავა დასაბანად.

ახალგაზრდა კაცი დარდა მოიცვა.

– დამიჯერეთ, მე შევძლებ თალმუდის სწავლას! რამე სხვა მკითხეთ!

– კარგი: ორი ადამიანი ჩადის საკვამურში:

– ღმერთო ჩემო! არც ერთი არ წავა სახის დასაბანად!!!

– არ არის სწორი. ახლა დარწყმუნდი, რომ სოკრატეს სიბრძნე არ არის საკმარისი თალმუდის სასწავლად? მითხარი, როგორ შეიძლება, რომ ორი ადამიანი ერთ საკვამურში ჩადიოდეს და ერთი სუფთა სახით გამოვიდეს, მეორე დასვრილით?! ეს კითხვა, მთლიანად უაზროა, და თუ შენ დახარჯავ მთელ შენ ცხოვრებას უაზრო კითხვებზე პასუხის გაცემაში, შენი პასუხებიც აზრს მოკლებული იქნება.

P.S.

ვერცერთხელ ვერ გავეცი კითხვას პასუხი სწორად, მაგრამ თავიდანვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ თვითონ კითხვა მოკლებულია აზრს. აი wtf?!

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

7 Responses to რაბინის ტესტი (ლოგიკა)

  1. Natalie Endy says:

    ra gindoda kote chvengan.. ras debdi.. axla es gvakvs logikis da
    valebashi😐

  2. Logos says:

    “არ არის სწორი. სახის დასაბანად არც ერთი არ წავა. დაფიქრდი: ის ვისი სახეც დასვრილია შეხედავს იმას, ვისი სახეც სუფთაა და არ წავა დასაბანად. და ის ვისი სახეც სუფთაა ნახავს, რომ ის ვისი სახეც დასვრილია არ მიდის დასაბანად, მიხვდება, რომ მისი სახეც სუფთაა და არ წავა დასაბანად.”
    აქ ბოლოს “სახე” უნდა ეწეროს და არა – “სახეც”.🙂

  3. aman kidev ertxel damrcmuna, rom -tu amdeni fiqriT adamiani mainc “uazrobamde” unda mixvixe, modi ra nu ifiqreb……Tvins nu dagli …….iare da gza ar damtavrdeba…sanam sheni dro ar dadgeba…..

  4. sofio kupatadze says:

    პირველს გავეცი პასუხი:) მეორეს ვერა და მესამეზე უკვე მივხვდი რომ ორი ადამიანი ვერ ჩავა საკვამურში:) მთლად ცუდადაც არ მქონია საქმე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: