სამსახური რომ მქონდეს…

დაფიქრდი, პირადად შენ რამდენჯერ გიოცნებია გქონოდა სამსახური?

ყოველთვის როდესაც სადღაც მივდივარ, რა თქმა უნდა მჭირდება ფული, რომლის ჩემი პირადი წყაროც არ მაქვს, შესაბამისად უნდა ვთხოვო მშობლებს, ყველაზე მეტად კი ეს პროცესი მძულს, ვერ ვიტან მშობლებისთვის ფულის გამორთმევას, ამიტომაც ვცდილობ ჩემი ისევ ჩემი “მარაგების” გამოყენებას, მაგრამ ისინიც ილევა და გზა ფულამდე კვლავ მშობელზე გადის.

რამდენჯერ მიოცნებია მქონოდა სამსახური, part-time სამსახური, ხშირად შორსაც წავსულვარ ოცნებებში, მაგრამ გამხსენებია, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და უკან ვბრუნდებოდი.

15 წლის ადამიანისთვის სამსახურის მოძებნა შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ ძნელია. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ნახევარდღიანი სამუშაო, ისე რომ იმუშაო არა 9 ან 12 საათი, არამედ 4-5.

მაკდონალდსში მუშაობა ალბათ არ ღირს, თვეში 300-400 ლარი და არანორმალური სამუშაო გრაფიკი, ხელფასი ნორმალურია, მაგრამ გაწეული შრომის სანაცვლოდ მიზერული, თანაც 18 წლამდე არ ღებულობენ სამუშაოდ. წელს ვნახე კარგი ადგილი, ტექნიკის მაღაზია ვაკეში, არდადეგებზე უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ აქაც 12 საათიანი სამუშაო დღეა 9-დან 9-მდე, მაგრამ კარგი იხდიან. უბრალოდ ქალაქში მუდმივად ყოფნა და მოცლილობა არ გამომივიდა, თორემ სიამოვნებით. აა ხო ტექნიკაში უნდა ერკვეოდეთ, ისე არა.

რამდენ რამეს ვიზამდი სამსახური და ნუ თავისთავად ხელფასი რომ მქონოდა, პირველ რიგში ალბათ Kindle-ს ვიყიდი (ქინდლი ელ. წიგნების წამკითხავია, რიდერი) და წავიკითხავდი ყველფერს რისი წაკითხვაც მინდა.

ახლა არ მახსენდება კიდევ რას შევიძენდი სამსახურის ქონის შემთხვევაში, მაგრამ საბოლოოდ ამოიძირკვებოდა ჩემს მიერ ასე ძლიერ შეძულებული მშობლებისთვის ფულის გამორთმევის შემთხვევები.

that’all!

Advertisements

რატომ არის გუგლი უკან?

დღეს, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელებს, ნებისმიერი დიდი კომპანია ეძებს ამ ბაზარზე თავის ადგილს.

რა თქმა უნდა, დღეს მსოფლიოში უპირობო ლიდერია ფეისბუქი, მას მოყვება ტვიტერი.

დღეს სოციალური ქსელი აღარ არის უბრალოდ მეგობრებთან საურთიერთო ადგილი, ეს არის სარეკლამა პლატფორმა და საკმაოდ კარგი საძიებო სისტემა.

როგორ ფიქრობთ, როდესაც მე მაინტერესებს რამდენად კარგია ნოკიას ახალი ტელეფონი ხმარებაში ვის უფრო ვენდობი? რომელიმე ფორუმელს, რომელსაც შეიძლება კარგ მიმოხილვაში ფული გადაუხადეს თუ ჩემ მეგობარს, რომელიც არ დამიმალავს ტელეფონის მინუსებს? – რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი თავის მეგობარს უფრო ენდობა.

ინტერნეტ-გიგანტი Google წლების განმავლობაში იყო ყველაზე ხშირად მოხმარებადი სერვისი, საძიებო სისტემა, უნიკალური, მინიმალისტური, ყოველთვის ახალი იდეებით გამორჩეული, მაგრამ მას შემდეგ რაც 2004 წელს ბაზარზე ახალგაზრდა მარკის ქმნილება (ფბ) გამოჩნდა ყველაფერი შეიცვალა.

დღეს ფეისბუქი გუგლის სერიოზული კონკურენტია და ამიტომაც ცდილობს გუგლი თავისი სოციალური ქსელში შექმნას, უკვე მეორედ.

პირველი იყო Google Wave რომლის დანიშნულებაც დღემდე გაურკვეველია, ის უბრალოდ არსებობს.

გუშინ კი კომპანიამ თავისი ახალი სოციალური “ქსელი” Google+ დაანონსა, რომელიც ფბ-ს კონკურენტი უნდა გახდეს, მაგრამ ის ჯერჯერობით მხოლოდ მომხმარებელტა გარკვეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი და სულ მალე გაეშვება.

გუგლს ხელს თითქოს არაფერი არ უნდა უშლიდეს, მინიმალისტური დიზაინი, კარგი პიარი. მას ყველაფერი აქვს ახალი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ფეისბუქზე იმდენად ბევრი ადამიანი არის დარეგისტრირებული, რომ მათი გადაყვანა პლიუსზე თითქმის შეუძლებელია, თან განა ყველას აქვს Gmail?

ვინ დარეგისტრირდება გუგლის ახალ სერვისში? იქ ხომ ვერ ვიპოვით 10 მეგობარზე მეტს და ისევ ფბ-ს დავუბრუნდებით.

გუგლს ძალიან ბევრი საინტერესო, სახალისო და სასარგებლო პროექტი აქვს, მაგრამ მის სოციალურ საქმიანობაში რაღაც არასწორად მიდის. რაღაც მუდმივად ხელს უშლის.

P.S.

წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სოციალურ სფეროში წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

გთხოვთ აქვე უპასუხოთ გამოკითხვას

რამდენ ინფორმაციას ვქმნით?

თუკი სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებთ ალბათ შეამჩნევდით, რომ დღეს ადამიანები უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას ვქმნით. მაგრამ რადგანაც ნებისმიერი ციფრული ინფორმაცია ერთებისა და ნულების კოლექცია ძნელია ინფორმაციის ვიზუალიზაციაა.

მაგრამ შესაძლებელია ამ რაოდენობისთვის რიცხვითი მნიშვნელობის მისადაგება – 1,8 ზეტაბაიტი, რომელიც შეიქმნება და დაკოპირდება მხოლოდ 2011 წელს. ეს რიცხვი ორმაგდება ყოველ 2 წელიწადში. მაგრამ რამდენია ეს რეალურად? რიცხვები იმდენად იზრდება, რომ მათი წარმოსახვა არარეალური ხდება.

მაგ, მთელი ამ ინფორმაციის დატევა შესაძლებელი იქნება 57,5 მილიარდ 32 გიგაბაიტიან iPad-ზე. მაგრამ რამდენია ეს? დაახლოებით $ 34.4 ტრილიონი. ეს არის აშშ-ს, იაპონიის, ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთად აღებული. აი ამ მოცულობის ინფორმაციას შევქმნით და შევინახავთ 2011 წელს.

whos.amung.us ვორდპრესისთვის

ჯავასკრიპტ კოდი რომელსაც ხუზ.ემანგ.აზ იძლევა არ არის მხარდაჭერილი ვორდპრესის პლატფორმის მიერ, ამიტომაც ჩვენ დაგვჭირდება ჯავა კოდის HTML კოდში გადაყვანა.

1. შექმენით ანგარიში whos.amung.us-ზე და დააკოპირეთ ოთხკუთხედში მოქცეული კოდი, მაგ. 4qqm7c4tek1m

2. შედით ვორდპრესზე. Dashboard->Appearance->Widgets

3. ხელმისაწვდომი (Available Widgets) ვიჯეტებიდან ამოირჩიეთ Text ვიჯეტი და დააგდეთ საიდბარში

4. დააჭირეთ Edit

5. Title-ში რაც გინდათ ის ჩაწერეთ, დიდ ველში კი ქვემოთ მოცემული ტექსტი. ტექსტის წითელი ნაწილი შეცვალეთ თქვენი კოდით, რომელიც პირველ ეტაპზე დააკოპირეთ.

<a href=”http://whos.amung.us/stats/4qqm7c4tek1m/”><img src=”http://whos.amung.us/widget/4qqm7c4tek1m.pngwidth=”81″ height=”29″border=”0″ title=”click to see how many people are online”/></a>

ეს მეთოდი მუშაობს შემთხვევათა უმრავლესობაში, თუ კი წააწყდით რაიმე პრობლემას გთხოვთ დააკომენტაროთ.

ნაგავი=0.05დენი=რატომ?

რამდენინე დღეა რაც ყველა თბილისი მერიის ახალ ინიციატივაზე, კერძოდ კი დასუფთავების გადასახადის ახალ ტარიფზე ალარაპარაკდა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადს დაჯარხული ელექტროენერგიის მიხედვით გადავიხდით, 1 კილოვატზე 5 თეთრი. ამ ინიციატივას თავიდანვე უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვიდრე მომხრე, ალბათ ჩემი განსახილველი არ არის რამდენად მართებული ეს რეფორმა, რა სარგებელს მოუტანს ქალაქს და ა.შ., მაგრამ ვერ ვხვდები ერთ რამეს – რა კავშირშია დენი და ნაგავი ერთმანეთთან? რაში მდგომარეობს მათი ურთიერთდამოკიდებულება?

თბილისის მერი ამ სახის გადაწყვეტილებას სოციალურად ყველაზე მართებულს უწოდებს დაანგარიშების სხვა მეთოდებთან შედარებით (ფართობის მიხედვით, სულადობით).

ასევე ამ რეფორმის საჭიროებას იმით ხსნიან, რომ ხალხი რომელსაც სახლი ჩაკეტილი აქვს და იქ არ ცხოვრობს განთავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლისგან, მაგრამ განა რამდენია ასეთი ადამიანი?

ჩემი აზრით, თუ ადამიანი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში არ ბინადრობს რაიმე ადგილას, შესაძლებელი უნდა იყოს განცხადების შეტანა და ამ ადამიანის გადასახადისგან განთავისუფლება და არა 10%-ის სასარგებლოდ 90%-ის “დაჩაგვრა”.

ჩემი აზრით, ქილიფა მართალია, რომ ამ რეფორმისთვის დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული, ზაფხული იქნება ერთგვარი მიმზიდველი პერიოდი ასეთი ტარიფისთვის რადგანაც მართლაც ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, მაგრამ ზამთარში…

მაგრამ შემდეგ გამოვა ვინმე ღვთისნიერი კაცი და შეგვახსენებს, რომ ზაფხულში ძალიან ცოტას ვიხდით და რაღა გვინდა საერთოდ?

ჩაცხრება პროტესტიც, უკმაყოფილებაც და დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ნაგვის გადასახადის დაანგარიშება ჩვეულებრივ ამბად იქცევა.

შემოიგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე:

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს

 

 

 

ტელევიზორი

დღეს მთელი დღე კომპიუტერთან გავატარე და საღამოს მომინდა თვალები დამესვენებინა და ტელევიზორისთვის მეყურებინა. ბოლოს როდის ვუყურე არ მახსოვს და ალბათ კიდევ დიდი ხანიც არ ჩავრთავ, თუ ჩავრთავ დისქავერის ალბათ მხოლოდ ან რამე “საინფორმაციოს”.

ტელევიზორის ყურება ყოველთვის მიყვარდა, ყოველთვის მერჩივნა კინოს ტელევიზორში ყურება და არა კომპიუტერში, მაგრამ დღეს რეალურად არჩევანი არ არის.

მას შემდეგ რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა ნოვატორი და ქართულ მედია სივრცეშია “ახალი” სიტყვის მთქმელი GMG და გაითიშა НТВ+ –ის ყველა არხი (ეტაპობრივად) ტელევიზორს აღარ ვუყურებ. გათიშეს ყველა სპორტული თუ გასართობი არხი, მათ შორის კინო არხებიც, რომლებზეც ხშირად ძალიან კარგი ფილმები გადიოდა.

მათ ნაცვლად კი გაუშვეს თავისი არხები, რომლებსაც იდეაში უნდა ჩაენაცვლებინათ რუსული ანალოგები, მაგრამ…

GMG-ის კინო არხზე პირველი კვირის განმავლობაში უწყვეტლად გადიოდი ბეტმენი, მეორე კვირაში ტრანსპორტერი, მერე აღარ ვიცი.

როდესაც არ უნდა გადართო მუდმივად წერია, რომ სულ მალე ჩაირთვება.

ყველაზე ცუდი კი ამ ყველაფერში კი ის არის, რომ არ არსებობს არჩევანი. სწორედ მისი ნაკლებობა განაპირობებს პრობლემათა უმრავლესობას.

მოკლედ ჩემი დღევანდელი მცდელობა ტელევიზორის ყურებისა კრახით დასრულდა და ისევ ლეპტოპს დავუბრუნდი, “მეფის სიტყვა” გადმოვწერე და ახლა უნდა ვუყურო ❤

 

ჩემი (ამერიკული) ოცნება

იბადები სადმე პატარა ქალაქში, კანონმორჩილი, მშრომელი ადამიანების ოჯახში, რომლებიც შენ დაბადებამდე დიდ ქალაქში ცხოვრობდნენ ახლა კი როდესაც ცხოვრება აიწყეს და შვილი ეყოლათ იმ დიდი ქალაქისგან ოდნავ მოშორებით მყოფ პატარა ქალაქში გადასახლდნენ.

ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომლის ეზოშიც აუცილებლადაა აღმართული ამერიკის დროშა, ყოველ შაბათს ან კვირას ოჯახის მეგობრები მოდიან სტუმრად.

“უბანში” ბევრი შენხელა ბავშვია, ყველას გყავთ ველოსიპედები, ერთად მოძრაობთ ხოლმე, გევასებათ ერთნაირი ფილმები, კომიქსები, მულწიკები და ა.შ. მოკლედ ერთნაირი სასტავი ხართ რა.

სკოლაში სწავლობ, მაგრამ თავს არ იკლავ, მეტს არც არავინ არ გთხოვს.

ხარ 15 წლის გაქვს სამუშაო, დღეში სულ რამდენიმე საათს მუშაობ, მაგრამ შენ მუშაობაც გყოფნის და ფულიც. ამ ფულს აგროვებ, ცოტა ხანში პირველ მანქანას ყიდულობ და გგონია რომ უკვე ყველაფერი გაქვს რაც გინდოდა.

ამთავრებ სკოლას, აბარებ კოლეჯში/უნივერსტიტეტში, თანაც საკმაოდ კარგში, იქაც გყავს მანქანა ოღონდ უკეთესი, ცხოვრობ ცალკე, მეგობართან ერთად ან კოლეჯის საერთო საცხოვრებელში, მოკლედ მშობლების გარეშე. არავინ არ გაწუხებს, აკეთებ იმას რასაც გინდა, მიდიხარ-მოდიხარ როდესაც გინდა, არავინ არაფერზე არ გედავება.

კოლეჯში ძალიან მაგარ დროს ატარებ, ერთობი და თან სწავლობ.

ამთავრებ კოლეჯს, მიდიხარ დიდ ქალაქში შენი მიზნების მისაღწევად.

იწყებ სამუშაოს, შემთხვევით ხვდები შენს ბავშვობის მეგობარს და მეგობრობა თავიდან იწყება.

პარალელურად ან ძირითადად ხარ ჟურნალისტი, მუშაობ ინტერნეტ მედიაში, გაქვს შენი ბლოგიც. წერ ყველაფერზე რაზეც მოგესურვება, რედაქტორი არაფერს არ “გისწორებს”. პროფესიიდან გამომდინარე ბევრს მოგზაურობ.

გადის დრო და ხდები იმ ინტერნეტ მედია კომპანიის დირექტორი, ქმნი ოჯახს.

ყველაფერი კარგადაა, შენ აგრძელებ მუშაობას, კვლავ წერ სტატიებს, იღებ სიუჟეტებს.

ცხოვრობ სადმე ქალაქგარეთ, არ კარგავ ცხოვრების ხალისს, გიჩნდება შვილი, მაგრამ შენც გაქვს ამერიკის დროშიანი სახლი.

როდესაც მოდის დრო მიდიხარ სახლში, მაგრამ მაინც აგრძელებ წერას, თუნდაც შენ ბლოგზე, იმიტომ რომ შენი საქმე გიყვარს, ის არ მოგბეზრებია ამდენი წლის განმავლობაში, შენ სიამოვნებით აკეთებ მას.

გადის დრო და შენ უბრალოდ მიდიხარ, მაგრამ შენივე ნებით, კმაყოფილი იმით რაც გაგიკეთებია, ისე რომ არაფერს არ ნანობ.

მე – Looser?

დღეს ისევ წავედი ინტერნიუსში სემინარზე, ვიცოდი რომ დღეს სიუჟეტები უნდა გადაგვეღო, მაგრამ რა თემაზე არ ვიცოდი რადგანაც ჯგუფებში უნდა გადავენაწილეთ.

გუშინ მთელი საღამო იმაზე ვოცნებობდი კარგი გუნდელები შემხვედროდა, აღსრულდა თუ არა ჩემ ოცნება ვერ გამიგია, მგონი არც ისე აღსრულდა.

დაჯგუფების შემდეგ გვქონდა მცირე დრო სიუჟეტის თემის მოსაფიქრებლად, შემდეგ განსახილველად, დასაგეგმად და შეუზღუდავი დრო გადაღებებზე, ნუ მთელი დღე.

ჩემი იდეა იყო “ქართველი ბლოგერები”, მაგრამ უმეტესწილად ბლოგერების არ ყოლის გამო შევჩერდით ერთ-ერთი ჯგუფელის იდეაზე, რომელიც უფრო არა სიუჟეტია არამედ პატარა კლიპი.

კლიპის გადაღების იდეა გუშინვე დაიბადა, მაგრამ დღეს კლიპს ქალაქში მცხოვრებთა განმარტოების თემა მოვაბით და ისე გადავიღეთ.

ხვალ გველის მონტაჟი და ხმის ჩაწერა/დადება, მაგრამ ვფიქრომ ხომ არ სჯობს საერთოდ ხმის გარეშე გაშვება?

დღეს მივხვდი, თუ რამდენად რთულია თუნდაც 2-2,5 წუთიანი ვიდეოს გადაღება.

ჯამში გადავიღეთ 15 წუთზე მეტი მასალა, რომელიც ზემოთ მითითებულ დრომდე უნდა შემცირდეს :შ

თვითონ იდეა ძალიან კარგია, ოპერატორიც კარგი გვყავს და იმედია კარგი მონტაჟისტიცაა, მაგრამ რამდენად კარგი გამოვა ჩვენი კლიპი სხვა სიუჟტების ფონზე, რომლებიც ეხება ქუჩის მუსიკოსს, კოლექციონირებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. კი, განსხვავებული იდეაა და თავის სათქმელსაც ამბობს, მაგრამ სხვებს ინტერვიუებიც აქვთ >.>

იმედია მონტაჟის შემდეგ კარგი გამოვა და პირველ დღეს ნანახი სიუჟეტივით პრაქტიკულად უხმოდ იტყვის თავის სათქმელს ჩვენი ნამუშევარი.

როგორ მინდა მედია ბანაკში ❤

 

ინტერნიუსი <3

ალბათ ყველამ იცით გადაცემაზე, რომელსაც “ჩვენი ექსპრესი” ჰქვია, ტელევიზორში თუ არა YouTube-ზეც მაინც გექნებათ მათი რომელიმე სიუჟეტი ნანახი. ამ გადაცემის დამაარსებელი არის Internews Network. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ემსახურება სიტყვის თავისუფლებას და ა.შ.

1 თვინ წინ ამ ორგანიზაციამ ჩაატარა კონკურსი, იყო მოსული ბევრი ადამიანი, საბოლოოდ შეირჩა 24, რომლებიც გაივლიან (მე უკვე გავდივარ) 5-დღიან ტრენინგებს ჟურნალისტიკაში.

ამ 24-დან უნდა შეარჩიონ 15, რომელიც წავა მედია ბანაკში, სადაც კიდევ გაივლის ტრენინგებს და სექტემბრიდან “ჩვენ ექსპრესზე” იმუშავებს ❤

ტრენინგი თუ სემინარი ორშაბათს, დილის 10 საათზე, ინტერნიუს საქართველოს ოფისში დამეწყო. დავიწყეთ უბრალო გაცნობით ერთმანეთთან, წყვილებში ჩამოვართვით ერთმანეთს ინტერვიუ და წავიკითხეთ ხმამაღლა და რიგრიგობით.

რადგანაც იქ მთელი დღის განმავლობაში (10-დან 5-მდე ან უფრო გვიანობამდე) უნდა ვყოფილიყავით გუშინ ხაჭაპური/ლობიანით დღეს კი პიცით გაგვიმასპინძლდნენ, ხვალ კრეპებს შეგვპირდნენ 😀

სემინარი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ძირითადად ვლაპარაკობთ, ვუყურებთ სიუჟეტებს და ისევ ვლაპარაკობთ. ირაკლი და თამჩო კიდე რაღაცეებს ინიშნავენ თავის ბლოკნოტებში ან ლეპტოპში.

ხვალ გადაღებაზე გავდივართ ❤

ჯერ არ ვიცი რის შესახებ ვიღებთ სიუჟეტს, მაგრამ იმედია კარგი გუნდელები შემხვდებიან და ძალიან ძალიან მაგარ სიუჟეტს გადავიღებთ 😀 >.>

წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა იმ სანატრელ 15 კაცში მოსახვედრად იმიტომ, რომ არავის აუხსნია თუ რას ეძებენ ორგანიზატორები.

საუკეთესოს იმედია გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე იმედია მალე მექნება აქ შემოსვლის და დაწერის საშუალება.

3 ძირითადი რამ :D

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ყოფნისას ხშირად გვიწევდა იქ მომსახურე ჯარისკაცებთან კონტაქტი, ისინიც თავის მხრივ სიამოვნებით გველაპარაკებოდნენ და დამატებით მინიშნებებს გვაძლევდნენ სხვადასხვა წინააღმდეგობების დასაძლევად.

როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთ ალიანელს ერთ-ერთ ჯარისკაცთან ცხოვრებაზე ჩამოუვარდა საუბარი, მათ დიდ ხანს ისაუბრეს და საუბრის დასასრულისკენ ჯარისკაცმა ალიანტელი დამოძღვრდა და შემდეგი რაღაც უთხრა:

ახლა აქ რომ ვერ გაიმარჯვო დიდი არაფერი დაშავდება, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში მთავარია 3 რამ:

  1. მეობა
  2. გაგება
  3. ძუძუები, ოღონდ ორი ძუძუ

😀

დროთა განმავლობაში ეს ფრაზა საფირმო შეძახილად იქცა.

ასევე სამხედრო შეძახილის ფორმა მიიღეს შემდეგმა სიტყვებმა:

მოტივაცია (ბოლო ხმაზე) – ძლიერი

წვერს ვიპარსავთ?    –    გუბეში

ფეხზე გვაცვია?          –    მარცხენაზე ჩუსტი, მარჯვენაზე გახეული ბოტასი

საჩხერემდე ჯარისკაცებთან შეხება არასდროს მქონია, მაგრამ დღეს მე ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე მართლაც კარგად გაწვრთნილი ხალხი დგას, რომელიც მზადაა სიცოცხლის გასაწირად.

არც სპეცრაზმელები ყოფილან ისეთი ცუდი ტიპები, როგორებსაც მათ აღწერენ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, საკმაოდ მეგობრულებიც. ერთ-ერთ სპეცრაზმელს და მის 4 კურსანტს გამოველაპარაკეთ მე და შათირა და მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვრჩა.

%d bloggers like this: