ზაფხული, კლასელები, არდადეგები

მიიწურა გაზაფხული კი არადა დღეს უკვე პირველი ივნისია, ზაფხულის პირველი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

სკოლის დამთავრებამდე და მთელი წლის ნანატრ არდადეგებამდე ზუსტად 13 დღე დარჩა, მაგრამ ასე ძლიერ სასურველი არდადეგები აღარ არის ისე სასურველი, სკოლაში დავდივართ, არაფერს არ ვაკეთებთ (პროგრამა ყველაფერში დავამთავრეთ), ვერთობით და ვართ კარგად.

თუ წლის დასაწყისში ყველა ერთმანეთს შეუჩვეველი იყო ახლა ყველაფერი პირიქითაა, იდეალურად და სწორედ ამიტომ მიყვარს წლის ბოლო, ყველა მშვიდადაა, ბოლო წერები იწერება, გაკვეთილები აღარ ტარდება, წიგნები დამთავრებულია. მაგრამ ამიტომაც არ მიყვარს წლის ბოლო, როდესაც ტოვებ იმას, რაც კარგია, როდესაც ტოვებ იდეალურს.

წლის ბოლოს ყოველთვის მიყვარს სკოლაში მოსვლა. თუ წლის დასაწყისში ან შუაში გაცდენილი დღე ბედნიერებაა, წლის ბოლოში არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენაა.

წლის ბოლოს ხვდები, რომ არც თუ ისე ცუდი კლასელები გყოლია, რომ მათთან თავს კარგად გრძნობ.

ერთადერთი რაც ყველაფერს აფუჭებს არის სიცხე, საშინელი სიცხე. წელს ძალიან სწრაფად დაცხა.

მოკლედ არ მინდა ზაფხული, მინდა მუდმივად სკოლის ბოლოს ორი კვირა იყოს.

თანაც არ მინდა ზაფხული, ჯერ კიდევ დიდ გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი სად და როდის მივდივარ.😦 მალე ყველაც დაიშლება, მე კიდე მგონი მიყვარს ჩემი კლასელები❤

მგონი ნოსტალგია მეწყება😀 არადა ხომ ვიცი, რომ სექტემბრიდან ისევ ნერვებს მოვუშლით ერთმანეთს, არადა სკოის დამთავრებამდე სულ 2 წელი დარჩა და მინდა, რომ ეს ორი წელი საუკეთესო იყოს სკოლის წლებს შორის >.>

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: