სიგარეტი არ მომყიდეს!

დღევანდელი დღე ალბათ ისტორიაში არის შესატანი, 2011 წლის 2 ივნისი – დღეს პირველად არ მომყიდეს მაღაზიაში სიგარეტი! მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არ მინდოდა და ეს მოლარესაც მოვახსენე, მან სიგარეტი არ მომყიდა.

მისი კითხვა სრულწლოვნობის შესახებ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავიდან მეგონა, რომ მომესმა, შემდეგ, რომ გამეხუმრა, მაგრამ როდესაც სასურველი შეფუთვა არ მომაწოდა დავრჩი პირღია.

თვითონ ის ფაქტი, რომ მოლარემ არასრულწლოვანს სიგარეტი არ მიჰყიდა სასიამოვნოა, რადგანაც არ მახსოვს აქამდე ასეთი რამ მენახა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ისევე როგორც სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობაში არასრულწლოვანთათვის სიგარეტის მიყიდვა აკრძალულია, პირადად მე არაერთხელ მიყიდია სიგარეტი.

მაინტერესებს ეს ამ მოლარის ინიციატივა იყო თუ ამ სუპერმარკეტში ზოგადად არ ყიდიან სიგარეტს მოზარდებზე, რამდენიმე დღეში როდესაც სხვა მოლარე იქნება, შევივლი, სიგარეტს მოვითხოვ და ვნახავ თუ მომყიდიან.

თუ მეორე ცდაზეც არ მომყიდეს ესე იგი რაღაც ხდება, რაღაც კარგი.

მახარებს ის, რომ კანონმორჩილობის დონე ამაღლდა, არა მხოლოდ მაღაზიებში არამედ ზოგადად ყველგან, თითქმის ყველგან.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to სიგარეტი არ მომყიდეს!

  1. cinikosi says:

    “მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არ მინდოდა და ეს მოლარესაც მოვახსენე, მან სიგარეტი არ მომყიდა.”

    :DDD
    ragac tavis martlebas gavs es fraza

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: