ცოტაოდენი ყველაფერზე

ზოგჯერ უზარმაზარი სურვილი მიჩნდება ვრცელი პოსტის დაწერის, სადაც განვიხილავ რამეს ვრცლად, დავამშვენებ სურათებით, ვიდეოებით, ბევრი მაგალითით და ა.შ. მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ მთელი პოსტის აზრი შემიძლია 140 სიმბოლოში ან უფრო ნაკლებში ჩავტიო და პოსტის წერასაც თავს ვანებებ.

არ მახსოვს ბოლოს რაზე მინდოდა “ვრცელი” პოსტის დაწერა, მაგრამ ასე საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე.

ბოლოს დროს რაღაც კრიზისის პონტი დამეწყო, მართალი იყო სიყვარულოვნა ადრე თუ გვიან დღეში 2-3 პოსტს ვეღარ დაწერო ან შეიძლება იმის ბრალია, რომ საინტერესო არაფერი ხდება და მეც არაფერი მაქვს დასაწერი. იმედი მაქვს უახლოეს ერთ თვეში სიტუაცია გამოსწორდება და საწერიც გამოჩნდება.

ჩემი გეგმამ საზაფხულო სამუშაოს შესახებ კვლავ კრახი განიცადა, როგორც ჩანს თბილისში დარჩენა არც წელს მიწევს, არადა 800-1000 ლარამდე ოდენობის ქართული ლარი ძალიან გაასწორებდა, ძალიან ძალიან თანაც როგორ კარგად ვერკვევი ტექნიკაში, Dream Job კონსულტანტი ტექნიკის რომელიმე მაღაზიაში, თან საინტერესოცაა.

მაზეგ მგონი ექსკურსიაზე მივდივარ, ორ დღიანზე – მე-6 კლასიდან ვწუწუნებთ ასეთ ექსკურსიაზე და მგონი ძლივს გვეღირსა – ორი დღე ქუთაისში, ღამე სამტრედიაში :დ

ბოლო დღეებში ძალიან აქტუალური თემაა შერონ სტოუნი და მისი ხსენება ალბათ ძალიან ბევრ ადამინს შემოიყვანს :დ

უზარმაზარი პატრიოტიზმით არ გამოვირჩევი, მაგრამ რენი ჰარლინის მიერ მიწის კოცნა, რუსთაველზე ცეკვა და I love Georgia-ს ძახილი ყოველ მეორე სიტყვაზე გულის ამრევად არანატურალურია. არამგონია ისე იყოს დაინტერესებული საქართველოს ბედით როგორც იძახის, ეს ხომ უბრალოდ შეკვეთილი ფილმია.

ჩვენი მედია კვლავ გამოირჩევა არა ზუსტი ინფორმაციით, რ2-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით ენდი გარსია მთავარ როლშია, სინამდვილეში კი მგონი 2-3 სცენაში ჩანს.

არ მესმის რა შუაში იყო შერონ სტოუნი? ეს უბრალოდ პრემიერისადმი ყურადღების მისაქცევად თუ? ან რომელი ჰოლივუდის სექს-სიმბოლო ეგაა, დაბერდა ქალი, 53 წლისაა, ოდესღაც იყო ლამაზი და ახალგაზრდა და სექს სიმბოლოს მაგრამ დღეს ის ალბათ მხოლოდ ნოსტალგიას იწვევს.

სულ ეს იყო ცოტაოდენი ყველაფერზე, იმედია ახალი იდეები მალე მოვლენ და ახალ პოსტებს თუ არა დრაფტებს მაინც დავწერ.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: