ექსკურსია

როგორც ყოველთვის სკოლის დამთავრებადმე ერთი თვით ადრე ავყაყანდით ექსკურსიაზე, რასაც დამრიგებლის უარი მოჰყვა, მიზეზად კი ჩვენი საქციელი დაედო. მაგრამ ორი კვირის შემდეგ თავად დასვა კითხვას, თუ რას ვაპირებდით. ცოტა ვიფიქრეთ და ორ დღიან ექსკურსიაზე დაგავწყვიტეთ წასვლა, რომელიც უკვე რამდენი წელია აუხდენელ ოცნებად გვექცა.

ექსკურსია ქუთაისში, კლასელს სახლი სამტრედიაში, ღამე იქ – ერთ ოთახში, სასმელით❤

მაგრამ ვერა… წამომსვლელი მშობლების ნაკლებობის გამო, ორ დღიანი ექსკურსია გაუქმდა.

ისევ ცოტა ვიფიქრეთ და ყაზბეგში გადავწყვიტეთ წასვლა, მაგრამ სამი დღით ადრე ისე წვიმდა, რომ ყაზბეგამდე მისასვლელი გზები გადარეცხა.

ფული აკრეფილი, მარშრუტკა დაქირავებული, მაგრამ წასასვლელი ადგილი არ გვქონდა.

ამჯერად საერთოდ არ გვიფიქრია, გეოგრაფიის მასწავლებელმა შემოგვთავაზა ბორჯომი და მისი შემოგარენი, ჩვენ ისეთ ხასიათზე ვიყავით, რომ მცხეთაშიც კი წავიდოდით, ოღონდ სადმე წავსულიყავით.

შევთანხმდით ბორჯომზე, დაასახელეს საკმაოდ ბევრი სანახავი ადგილი, მათ შორის რომანოვების, სტალინის და შემდეგ მე-4 სამმართველოს ყოფილი და პრეზიდენტის ამჟამინდელი რეზიდენცია, რომელშიც არ შეგვიშვეს – არადა ამბობენ, რომ ძალიან ლამაზი ადგილია.

მთლიანობაში მხოლოდ ტიმოთეს უბანში ვნახეთ ერთი ეკლესია და მწვანე მონასტრამდე ვიარეთ ფეხით, იქვე მწვანე მონასტრის გზაზე გავჩერდით უკანა გზაზე და დავრჩით.

როგორც აღმოჩნდა მწვანე მონასტრის გზაზე ძალიან კარგი სამწვადე ადგილებია.

მწვანე მონასტრეში ასევე ვნახეთ მე-16 საუკუნეში თურქების მიერ დახოცილი ბერების თავის ქალები. (სურათები გადავიღეთ და თუ ვნახე დავდებ)

ნამდვილი თავის ქალის ნახვა –   ✔

ცეცხლის დანთებას 3 კაცი შევუდეგით, 2 დამცინავად გვიყურებდა და საქმის მათთვის გადაბარებას გვირჩევდა, მაგრამ ჩვენ ცეხლიც დავანთეთ და კიდევ ერთის დახმარებით მწვადის შევწვი!!! განსაკუთრებული მადლობა მძღოლს, რომელიც მთელი შეწვის პროცესში ჩვენს გვერდით იდგა და გვეხმარებოდა.🙂

ვსვამდით კოლას, გრადუსიან ფორთოხლის წვენს და სვამდნენ ღვინოს.

უკანა გზაზე ყველა ძალიან კარგ ხასიათზე მოვდიოდით, ისეთ ხასიათზე ვიყავი, რომ “მგზავრების” სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენდი და ვიმღერებდი ტექსტი რომ მცოდნოდა, სამაგიეროდ მთელი გზა ამას ვმღეროდი:

დათვალიერებული ადგილების მიხედვით ალბათ ყველაზე ცუდი, მაგრამ გატარებული დროის მიხედვით ყველაზე კარგი ექსკურსია იყო.❤

დაშლა რა თქმა უნდა არავის არ უნდოდა…

 

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: