“ძვირფასო” pick.ge

სულ რაღაც რამდენიმე დღეა რაც ახალი ქართული ვებ-გვერდი pick.ge ამუშავდა და უკვე მოასწრო პოპულარობის მოპოვება. ამ სახის გვერდი უამრავი არსებობს თუნდაც ამერიკაში, მაგრამ ჩვენთან ის პირველია და იმედია უკანასკნელიც. ვებგვერდზე დევს უამრავი კითხვა ორი სავარაუდო პასუხით, მაგ: ბარსა ჯობია თუ რეალი? მერსედესი თუ BMW? PC თუ Mac? Windows თუ Linux? და ა.შ.

თითქოსდა უწყინარი სერვისი, მაგრამ ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ავტორიზაცია ან ოდნოკლასსნიკით ან ფბ-თი, ავტორიზაციის გავლის შემდეგ ხმის ჩასათვლელად საჭიროა შენი პასუხის მეგობრებისთვის გაზიარება, სწორედ ამან გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება.

თავიდან მეც ნათიასავით გადავიწყვიტე მოქმედება და სერვისის გამომყენებელი მეგობრების დაჰაიდება გადავწყვიტე, მაგრამ ყველას ხომ ვერ დავაჰაიდებ? ამ გვერდს უკვე ყველა უკლებლივ იყენებს:/

“ძვირფასო” pick.ge

ჩემთვის გაურკვეველია გვერდის არსებობის მიზეზი, თუ ეს არის ანონიმური გამოკითხვა მაშინ არ უნდა იყოს საჭირო ავტორიზაცია და მითუმეტეს კედელზე დაპოსტვა. როგორც მათი ფბ გვერდის ადმინისტრატორმა ამიხსნა გვერდი ემსახურება “გართობას, მშვიდობის დამყარებას დედამიწაზე და ირიბად ნიუს ფიდის დასპამვასაც”.

გთხოვთ და გირჩევთ დაამატოთ კედელზე პოსტვის გარეშე ხმის მიცემის ფუნქცია🙂

ჩემს რჩევაზე მომხმარებლისთვის მიეცა საშუალება ხმა მიეცა დაუპოსტავად მან შემდეგი რამ მიპასუხა: ” სერვისი უფასოა, უფასოდ ერთობი და პატარა ბმულის დაშეარებაც აღარ გინდა? დავიჯერო უარესი აპლიკაციები არ გაქვს ახლა ვოლზე?😀

არა არ მინდა. უარესი აპლიკაციებიც არ მაქვს ან რომლებიც მქონდა დავბლოკე მათი უარესობის გამო.

როგორც მივხვდი ადმინისტრაციას ჰკიდია ის, რომ მომხმარებლის ნაწილი უკმაყოფილოა ამ სპამერობის გამო და ასეთ გამოსავალს გვთავაზობს: ‘შენც კიდე ნუ უპასუხებ” მაგრამ რა ვუყო მეგობრებს რომლებიც პასუხობენ?

ჩემი აზრით, უნდა იყოს შესაძლებლობა კედელზე დაუპოსტავად ხმის მიცემისა.

ან რატომ უნდა მქონდეს სურვილი მონაწილეობა მივიღო სულელურ გამოკითხვაში?

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to “ძვირფასო” pick.ge

  1. wissner says:

    ამერიკაშიც Pick.ge-ს ანალოგ საიტებზეც ავტორიზაციის გავლის გარეშე ხმას ვერ მისცემ სასურველ პასუხს.

  2. alexx says:

    ლეგალური/კანონიერი სპამი:)))

    • konspace says:

      ზუსტი განსაზღვრება ^^ სპამი რომელზედაც მომხმარებელი თანახმაა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: