3 დღე სამხედრო ბაზაზე

”ალიანტე” არის 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი. მისი მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების საკითხებისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ, ასევე ისტორიაში, გეოგრაფიაში, პოლიტიკაში. ამ სფეროებში უფრო ღრმა ცოდნა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უკეთესად გაერკვნენ აქტუალურ საკითხებში და უფრო ადვილად აღიქვან კავშირები მოვლენებს შორის. მაგრამ ”ალიანტეს” უნიკალური კონცეფცია საშუალებას აძლევთ მათ, გამოსცადონ საკუთარი ფიზიკური ძალები და გამძლეობა მძიმე პირობებში, შეხვდნენ მსგავსი ინეტერესების მქონე თანატოლებს სხვა ქვეყნებიდან და დატკბნენ დაუვიწყარი მოგზაურობით.

წელს პირველად ვცადე ბედი ამ კონკურსში და პირველივე ცდაზე მივაღწიე ეროვნულ ფინალამდე, რომელიც საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში უნდა გამართულიყო და გაიმართა კიდეც.

გასაოცარი ფიზიკური შესაძლებლობებით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, მაგრამ სამთო მომზადების სკოლაში გატარებული სამი დღის შემდეგ აღარ მეშინია სიმაღლის, ტალახის, აღმართების, დაღმართების, კლდეების, ნაკაწრებისა და მავთულხლართის ქვეშ ხოხვის.

წასვლა ძალიან არ მინდოდა და გზაში, ტელეფონების წართმევამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე დავპოსტე შემდეგი რამ😀

მაგრამ ჩამოსული უკვე მზად ვიყავი უკან დავბრუნებულიყავი

დღე 1

გასვლა დილის 9 საათისთვის იყო დაგეგმილი. დილით ყველაფერი ჩალაგებული მქონდა, პირადობის ასლი გადაღებული და მშობლის ნებართვა დაწერილი. 8:45 წუთზე უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი და სულ ბოლო მომენტში აღმოვაჩინე, რომ პირადობის ასლიცა და მშობლის ნებართვაც სახლში მქონდა დარჩენილი. მომიწია უკან სახლში დაბრუნება.

ყველაფერი მოვასწარი და 9 საათისთვის უკვე ავტობუსში ვიჯექი.

წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი და რა უნდა მეკეთებინა ბაზაზე.

გზა – გრძელი

მძღოლი – არანორმალური. მოსახვევებში ბოთლი უვარდებოდა და ასაღებად იხრებოდა ხოლმე

განწყობა – ცუდი

დრო – გაწელილი

განწყობა უფრო მეტად მაშინ გაფუჭდა, როდესაც ტრასიდან გადავუხვიეთ და გზის გარშემო იყო ერთი რამ – ტყე.

მძღოლს ბოთლი კიდევ რამდენიმეჯერ დაუვარდა და ჩვენც რამდენიმეჯერ მოვიკიხეთ ის, ვინც მას პრავა მისცა.

ერთხელ არეული გზის შემდეგ როგორც იქნა მივადექით სამხედრო ნაწილის შესასვლელს.

ჩაკეტილ სივრცეში ყოფნისას მივხვდი, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ჭორები.

იქვე შესასვლელში დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ტელეფონებს გვართმევდნენ. მართლაც ასე იყო.

გუნდის ნომრის მიხედვით გვიძახებდნენ, გვატოვებინებდნენ ნებისმიერ ტექნიკას (ტელეფონი, კამერა და ა.შ.) და გვიშვებდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

პირველ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჩასვლისას ეგრევე გვასადილეს და გვაწერინეს ტესტი, რომლისთვისაც ორი საათი გამოგვიყეს და რომელიც 20 წუთში დავწერეთ და რომელშიც ყველაზე მაღალი ქულა მივიღეთ :yes:

აგვიხსნეს წესები და დღინ განრიგი

06:00 – გაღვიძება

07:00 – 08:00 – საუზმე

13:00 – 14:00 – სადილი

18:00-17:00 – ვახშამი

10:00 – ძილი (შუქის ჩაქრობა და ოთახებში ჩუმად ყოფნა)

შუალედებში გვქონდა ვარჯიში ან დავალებები.

საღამოს 10 საათის მერე სასტუმროდან გასვლა იკრძალებოდა, რადგანაც ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდა პატრული, რომელიც პაროლის არცოდნის შემთხვევაში კარგს არაფერს გიშვებოდა.

დღე 2

დილის 6 საათზე “არხოტოთი” გაგვაღვიძეს და სავარჯიშოდ წაგვიყვანეს, აღმართშიც გვარდენინეს, თანაც რივოკით. შემდეგ ინსტრუქტორმა დაიყვირა: ბომბი ჩამოვარდება აქ და იმ ადგილზე მიუთითა სადაც ვიდექით, თვითონ კი გაიქცა. ჩვენც გავიქეცით, მიუხედავად იმისა, რომ არც დავიჯერე ბომბის ჩამოვარდნის ამბავი, მაგრამ თავიდან ყველა გაიქცა ანუ თავიდან ყველამ დაიჯერა, მათ შორის მეც.

სირბილისას ინსტრუქტორი ყვიროდა – მოტივაცია!

პასუხი არის ძლიერი

მოტივაცია არის ძლიერი!

ქანცგაწყვეტილებს ხელები დაგვაბანინეს და სასადილოში შეგვიყვანეს.

არასოდეს სცადოთ ჭამა დამღლელი ვარჯიშის შემდეგ, მაინც ვერ შეჭამთ

საუზმის შემდეგ დასასვენებლად დაახლოებით 1 საათი მოგვცეს.

ვარჯიშის შემდეგ დაღლილებს ყველას გვინდოდა სასადილოში დიდი ხნით დაჯდომა, ნელა ჭამა, “ჩაის სმით კაიფი” მაგრამ ერთ-ერთმა როგორც მახსოვს სერჟანტმა შემდეგი რამ მოგვახსენა

ჩაისა და ყავის სმით კი არ უნდა იკაიფოთ, სწრაფად უნდა ჭამოთ და გამოხვიდეთ! არ არის ამის დრო, რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა ივარჯიშოთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ საჭირო როცა იქნება. აი ჩვენი ბიჭები ადრე საშინელ პირობებში ვიყავით, წვერს გუბეში ვიპარსავდით, ცალ ფეხზე ჩუსტი გვეცვა, ცალზე გახეული ბოტასი და ისე ვვარჯიშობდით იმიტომ, რომ რაღაცაში გვინდა გამოვადგეთ ამ ქვეყანას.

სერჯანტის შენიშვნა საკმაოდ სწორი იყო, რადგანაც რამდენიმე ადამიანი მართლსაც გასაოცრად დიდი დროის განმავლობაში მიირთმევდა საკვებს, წესდების თანახმად კი სასადილოში ერთად შევდიოდით და ერთად გამოვდიოდით.

1 საათის შემდეგ 1 კამაზით და ორი ლენდ-კრუზერით ხელოვნურ “ტყეში” წაგვიყვანეს, სადაც 16 მეტრიდან უნდა დავშვებულიყავით, ავსტრალიურ კედელსა და კლდეზე ავსულიყავით.

კლდეზე ვერ ავძვერი, ავტრალიურ კედელზე საშუალოდ, მაგრამ 16 მეტრიდან დაშვება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.

ყველაზე ძნელი იყო გადმობიჯება და შემდეგ ხელ-ფეხის გაშვება და დაკიდება, დანარჩენი რაღაც თავისით მოხდა, მე უბრალოდ კვანძს ვუჭერდი ოდნავ. დასვებისას სურათებს გვიღებდნენ და ძალიან მაინტერესებს როგორი სახე მქონდა >.>

სადილამდე იქ ვიყავით, სადილის შემდეგ კი სასროლ პოლიგონზე წაგვიყვანეს.

გზაში საშინლად გაწვიმდა და ნახევარი საათი ველოდებოდით მოსაცდელი კარვის გაშლას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი გუნდი 21-ე იყო მე 42-ეს უნდა მესროლა.

ვისროდით M4-დან, დაწოლილ მდგომარეობაში. გასროლის ხმა უფრო მაღალი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, მაგრამ როდესაც შენ თვითონ ახორციელებ გასროლას, არ გესმის შენი იარაღის ხმა, მხოლოდ სხვისი.

3 საკონტროლო გასროლიდან ორი მიზანში მოვახვედრე.

როდესაც ყველა მორჩა სროლას უკან მანქანებში შეგვალაგეს და ნაწილში დაგვაბრუნეს.

საღამოს სრული უსაქმურობა სუფევდა.

ღამე 10 საათზე ოთახებში შეგვიყვანეს, მაგრამ არავის ეძინებოდა.

დღე 3

მესამე დღე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო. დილით კვლავაც გვავარჯიშეს, საუზმის შემდეგ კი წინააღდმეგობებიტ სავსე 700 მეტრიანი კროსი გველოდა.

სტარტი მდინარის ხეობაში იყო.

უნდა გევლო მდინარეში, გაძვრალიყავი მდინარეზე გადადებული მავთულხლართის ქვეშ, ასულიყავი ჩანჩქერზე გადმოკიდებული კიბით, ასულიყავი აღმართზე კანატის დახმარებით, გაგევლო მორზე, ასულიყავი ფიცრებზე, საკაცით წაგეგო 25 კილოგრამი ქვიშა და მოგეტანა უკან, შემოგერბინა ტბის გარშემო და გაქცეულიყავი უკან ბაზაზე.

ამ წინააღმდეგობების გავლისასაც გვიღებდნენ სურათებს და იმედია მალე ვიხილავ >.>

დისტანცია, როგორც გვითხრეს საშუალო დროში დავფარეთ.

ბაზაზე თავიდან ბოლომდე სველი და ტალახიანი დავბრუნდი.

საღამოს იმავე კამაზით კინოში წაგვიყვანეს საჩხერეში, “აგვისტოს 5 დღეზე”.

კინოთეატრთან ვიხილეთ ორი საჩხერელი კაი ბიჭი

კინოში ბილეთი, საღამოს სეანსზე 4 ლარი ღირს, პოპ-კორნი 1 ლარი, ხოლო სასმელი 1,5 ლარი. რატომაა თბილისში ყველაფერი 3-ჯერ ძვირი? O.o

გზაში (კინოში და კინოდან) ვმღეროდით “ჩვენ ვართ ქართული არმია…

ძლივს ამ სიმღერის ტექსტი თავიდან ბოლომდე გავიგე. მისწორებს ეს სიმღერა.

ბოლოს ღამეს თითქმის არ გვიძინია, ზოგადად ძალიან ცოტა გვეძინა ხოლმე, მაგრამ დილის 6 საათზე გაღვიძებას საკმაოდ იოლად ვახერხებდი, ალბათ 20 ან მეტი ბუქნის შიშით.

და ბოლოს

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გატარებული სამი დღე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სამი დღეა ჩემ ცხოვრებაში. ამ სამი დღის განმავლობაში გავაკეთე ძალიან ბევრი ისეთი რამ, რასაც ალბათ არასდროს არ გავაკეთებდი ჩემი სურვილით.

ამ სამი დღის განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანს მართლაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და რომ მეც შემიძლია თუ მოვინდომე.

გავიცანი 4-5 ჰარი პოტერის მოყვარული ბიჭი და 1 კიტკატის მოყვარული გოგო❤ ასევე ადამიანი რომელიც ჩემზე მეტს ლაპარაკობს (მისი გაცნობის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა ბევრ ლაპარაკზე), ადამიანი რომელიც მთელი ბაზის ლეგენდად და ისტორიად იქცა. სამწუხაროდ მან ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ეროვნულ ფინალში მოხვედრაც უკვე გამარჯვებაა.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

8 Responses to 3 დღე სამხედრო ბაზაზე

  1. წვერს ვიპარსავთ გ უ ბ ე შ ი says:

    ჩვენ ვართ ქართული არმია-ზე ლინკი http://www.youtube.com/watch?v=eLb4AHZXtf4 ეს ჯობია, ისე კარგად გიწერია, პროსტა ჩაამატე პრიკოლები, გუბეში პარსვა, ჩაიზე კაიფი, ჩუსტი, დონერიანი რო არ ახსენე არ გეპატიება ^_^

    • konspace says:

      ვიდეოსთვის გულწრფელი მადლობა, ვერ ვიპოვე მე სხვა🙂
      მოიცა ჩავამატო😀
      ისე ვინ ხარ? :დ

  2. წვერს ვიპარსავთ გ უ ბ ე შ ი says:

    ვინ ვარ და შენი ინკოგნიტო თაყვანისმეცემელი😀 მოდებაძე😛

  3. >:) says:

    magari damevasaaa:) chemi dzma ver metyvi rogor unda movxvde mand?

  4. Anuka says:

    ყოოოჩაღ შენს გაძლებასს!!!!! რავიციი წელს მაგ ეტაპამდე თ მივედიი, საბოლოოდ დავრწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში :დ
    მაგრამ მაინც ,შენმა პოსტმა დამთრგუნა : ((

  5. marikuna says:

    gamarjobaa, ragacebi gvanteresebs gaasaubrebastan dakavshirebit da rogor shegexmianoot??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: