ინტერნიუსი <3

ალბათ ყველამ იცით გადაცემაზე, რომელსაც “ჩვენი ექსპრესი” ჰქვია, ტელევიზორში თუ არა YouTube-ზეც მაინც გექნებათ მათი რომელიმე სიუჟეტი ნანახი. ამ გადაცემის დამაარსებელი არის Internews Network. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც ემსახურება სიტყვის თავისუფლებას და ა.შ.

1 თვინ წინ ამ ორგანიზაციამ ჩაატარა კონკურსი, იყო მოსული ბევრი ადამიანი, საბოლოოდ შეირჩა 24, რომლებიც გაივლიან (მე უკვე გავდივარ) 5-დღიან ტრენინგებს ჟურნალისტიკაში.

ამ 24-დან უნდა შეარჩიონ 15, რომელიც წავა მედია ბანაკში, სადაც კიდევ გაივლის ტრენინგებს და სექტემბრიდან “ჩვენ ექსპრესზე” იმუშავებს❤

ტრენინგი თუ სემინარი ორშაბათს, დილის 10 საათზე, ინტერნიუს საქართველოს ოფისში დამეწყო. დავიწყეთ უბრალო გაცნობით ერთმანეთთან, წყვილებში ჩამოვართვით ერთმანეთს ინტერვიუ და წავიკითხეთ ხმამაღლა და რიგრიგობით.

რადგანაც იქ მთელი დღის განმავლობაში (10-დან 5-მდე ან უფრო გვიანობამდე) უნდა ვყოფილიყავით გუშინ ხაჭაპური/ლობიანით დღეს კი პიცით გაგვიმასპინძლდნენ, ხვალ კრეპებს შეგვპირდნენ😀

სემინარი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ძირითადად ვლაპარაკობთ, ვუყურებთ სიუჟეტებს და ისევ ვლაპარაკობთ. ირაკლი და თამჩო კიდე რაღაცეებს ინიშნავენ თავის ბლოკნოტებში ან ლეპტოპში.

ხვალ გადაღებაზე გავდივართ❤

ჯერ არ ვიცი რის შესახებ ვიღებთ სიუჟეტს, მაგრამ იმედია კარგი გუნდელები შემხვდებიან და ძალიან ძალიან მაგარ სიუჟეტს გადავიღებთ😀 >.>

წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა იმ სანატრელ 15 კაცში მოსახვედრად იმიტომ, რომ არავის აუხსნია თუ რას ეძებენ ორგანიზატორები.

საუკეთესოს იმედია გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე იმედია მალე მექნება აქ შემოსვლის და დაწერის საშუალება.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: