ტელევიზორი

დღეს მთელი დღე კომპიუტერთან გავატარე და საღამოს მომინდა თვალები დამესვენებინა და ტელევიზორისთვის მეყურებინა. ბოლოს როდის ვუყურე არ მახსოვს და ალბათ კიდევ დიდი ხანიც არ ჩავრთავ, თუ ჩავრთავ დისქავერის ალბათ მხოლოდ ან რამე “საინფორმაციოს”.

ტელევიზორის ყურება ყოველთვის მიყვარდა, ყოველთვის მერჩივნა კინოს ტელევიზორში ყურება და არა კომპიუტერში, მაგრამ დღეს რეალურად არჩევანი არ არის.

მას შემდეგ რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა ნოვატორი და ქართულ მედია სივრცეშია “ახალი” სიტყვის მთქმელი GMG და გაითიშა НТВ+ –ის ყველა არხი (ეტაპობრივად) ტელევიზორს აღარ ვუყურებ. გათიშეს ყველა სპორტული თუ გასართობი არხი, მათ შორის კინო არხებიც, რომლებზეც ხშირად ძალიან კარგი ფილმები გადიოდა.

მათ ნაცვლად კი გაუშვეს თავისი არხები, რომლებსაც იდეაში უნდა ჩაენაცვლებინათ რუსული ანალოგები, მაგრამ…

GMG-ის კინო არხზე პირველი კვირის განმავლობაში უწყვეტლად გადიოდი ბეტმენი, მეორე კვირაში ტრანსპორტერი, მერე აღარ ვიცი.

როდესაც არ უნდა გადართო მუდმივად წერია, რომ სულ მალე ჩაირთვება.

ყველაზე ცუდი კი ამ ყველაფერში კი ის არის, რომ არ არსებობს არჩევანი. სწორედ მისი ნაკლებობა განაპირობებს პრობლემათა უმრავლესობას.

მოკლედ ჩემი დღევანდელი მცდელობა ტელევიზორის ყურებისა კრახით დასრულდა და ისევ ლეპტოპს დავუბრუნდი, “მეფის სიტყვა” გადმოვწერე და ახლა უნდა ვუყურო❤

 

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to ტელევიზორი

  1. მეც ასე ვარ საუკუეში ერთხელ თუ ჩავრთავ ხოლმე . ისიც კარგია რომ უკვე გადახვევის საშუალება მაქვს და ძველ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე თუ რაიმე ჩემთვის საინტერესო გამომრჩება ხოლმე .

  2. rugby121 says:

    yvelaze kargi is aris rom rustavi2-ze game gadis gadacema shuadgis GAnMEOREBA mouTmenlad velo yovel sagamos

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: