ნაგავი=0.05დენი=რატომ?

რამდენინე დღეა რაც ყველა თბილისი მერიის ახალ ინიციატივაზე, კერძოდ კი დასუფთავების გადასახადის ახალ ტარიფზე ალარაპარაკდა, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადს დაჯარხული ელექტროენერგიის მიხედვით გადავიხდით, 1 კილოვატზე 5 თეთრი. ამ ინიციატივას თავიდანვე უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ვიდრე მომხრე, ალბათ ჩემი განსახილველი არ არის რამდენად მართებული ეს რეფორმა, რა სარგებელს მოუტანს ქალაქს და ა.შ., მაგრამ ვერ ვხვდები ერთ რამეს – რა კავშირშია დენი და ნაგავი ერთმანეთთან? რაში მდგომარეობს მათი ურთიერთდამოკიდებულება?

თბილისის მერი ამ სახის გადაწყვეტილებას სოციალურად ყველაზე მართებულს უწოდებს დაანგარიშების სხვა მეთოდებთან შედარებით (ფართობის მიხედვით, სულადობით).

ასევე ამ რეფორმის საჭიროებას იმით ხსნიან, რომ ხალხი რომელსაც სახლი ჩაკეტილი აქვს და იქ არ ცხოვრობს განთავისუფლდება დასუფთავების მოსაკრებლისგან, მაგრამ განა რამდენია ასეთი ადამიანი?

ჩემი აზრით, თუ ადამიანი ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში არ ბინადრობს რაიმე ადგილას, შესაძლებელი უნდა იყოს განცხადების შეტანა და ამ ადამიანის გადასახადისგან განთავისუფლება და არა 10%-ის სასარგებლოდ 90%-ის “დაჩაგვრა”.

ჩემი აზრით, ქილიფა მართალია, რომ ამ რეფორმისთვის დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული, ზაფხული იქნება ერთგვარი მიმზიდველი პერიოდი ასეთი ტარიფისთვის რადგანაც მართლაც ნაკლები ელექტროენერგია იხარჯება, მაგრამ ზამთარში…

მაგრამ შემდეგ გამოვა ვინმე ღვთისნიერი კაცი და შეგვახსენებს, რომ ზაფხულში ძალიან ცოტას ვიხდით და რაღა გვინდა საერთოდ?

ჩაცხრება პროტესტიც, უკმაყოფილებაც და დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ნაგვის გადასახადის დაანგარიშება ჩვეულებრივ ამბად იქცევა.

შემოიგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე:

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს

 

 

 

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

6 Responses to ნაგავი=0.05დენი=რატომ?

  1. rugby121 says:

    ეს მაგარი მოიგონეს რა🙂

  2. Jessie says:

    გავმრავლდეთ და ნაკლები გადავიხადოთ :))))

    • konspace says:

      ნაკლები როგორ გამოდის? :დ

      • Jessie says:

        უფრო ღატაკები ვიქნებით (10 ბავშვს ხომ ვერ ვარჩენთ, ხოდა ნაკლებ ელექტროენერგიას მოვიხმართ და ნაკლები გადასახადიც მოგვივა… ლოგიკური ჯაჭვია აქ :)))

      • konspace says:

        მაგდენი ვერ გავთვალე :დ თან მერე ნახევარს მერია გადაგვიხდის ^^

  3. Pingback: ყვითელი… მარშრუტკები « konspace

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: