რატომ არის გუგლი უკან?

დღეს, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელებს, ნებისმიერი დიდი კომპანია ეძებს ამ ბაზარზე თავის ადგილს.

რა თქმა უნდა, დღეს მსოფლიოში უპირობო ლიდერია ფეისბუქი, მას მოყვება ტვიტერი.

დღეს სოციალური ქსელი აღარ არის უბრალოდ მეგობრებთან საურთიერთო ადგილი, ეს არის სარეკლამა პლატფორმა და საკმაოდ კარგი საძიებო სისტემა.

როგორ ფიქრობთ, როდესაც მე მაინტერესებს რამდენად კარგია ნოკიას ახალი ტელეფონი ხმარებაში ვის უფრო ვენდობი? რომელიმე ფორუმელს, რომელსაც შეიძლება კარგ მიმოხილვაში ფული გადაუხადეს თუ ჩემ მეგობარს, რომელიც არ დამიმალავს ტელეფონის მინუსებს? – რა თქმა უნდა ყოველი ადამიანი თავის მეგობარს უფრო ენდობა.

ინტერნეტ-გიგანტი Google წლების განმავლობაში იყო ყველაზე ხშირად მოხმარებადი სერვისი, საძიებო სისტემა, უნიკალური, მინიმალისტური, ყოველთვის ახალი იდეებით გამორჩეული, მაგრამ მას შემდეგ რაც 2004 წელს ბაზარზე ახალგაზრდა მარკის ქმნილება (ფბ) გამოჩნდა ყველაფერი შეიცვალა.

დღეს ფეისბუქი გუგლის სერიოზული კონკურენტია და ამიტომაც ცდილობს გუგლი თავისი სოციალური ქსელში შექმნას, უკვე მეორედ.

პირველი იყო Google Wave რომლის დანიშნულებაც დღემდე გაურკვეველია, ის უბრალოდ არსებობს.

გუშინ კი კომპანიამ თავისი ახალი სოციალური “ქსელი” Google+ დაანონსა, რომელიც ფბ-ს კონკურენტი უნდა გახდეს, მაგრამ ის ჯერჯერობით მხოლოდ მომხმარებელტა გარკვეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი და სულ მალე გაეშვება.

გუგლს ხელს თითქოს არაფერი არ უნდა უშლიდეს, მინიმალისტური დიზაინი, კარგი პიარი. მას ყველაფერი აქვს ახალი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ფეისბუქზე იმდენად ბევრი ადამიანი არის დარეგისტრირებული, რომ მათი გადაყვანა პლიუსზე თითქმის შეუძლებელია, თან განა ყველას აქვს Gmail?

ვინ დარეგისტრირდება გუგლის ახალ სერვისში? იქ ხომ ვერ ვიპოვით 10 მეგობარზე მეტს და ისევ ფბ-ს დავუბრუნდებით.

გუგლს ძალიან ბევრი საინტერესო, სახალისო და სასარგებლო პროექტი აქვს, მაგრამ მის სოციალურ საქმიანობაში რაღაც არასწორად მიდის. რაღაც მუდმივად ხელს უშლის.

P.S.

წელს გუგლის თანამშრომელთა პრემიები სოციალურ სფეროში წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

გთხოვთ აქვე უპასუხოთ გამოკითხვას

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

5 Responses to რატომ არის გუგლი უკან?

  1. Moony says:

    “ვინ დარეგისტრირდება გუგლის ახალ სერვისში? იქ ხომ ვერ ვიპოვით 10 მეგობარზე მეტს ” – ძალიან სუსტი არგუმენტია.

    თუ გუგლ + ექნება ფბ-საგან განსხვავებული სერვისები, უფრო დახვეწილი დიზაინი და აშ. რატომაც არა, ყველა შექმნის Gmail ის ექაუნთს.
    გარდა ამისა, ფბ-ჩეთი და საერთოდ ფბ ამ ბოლოს ძალიან ჭედავს, მე მგონი გუგლი ამას გამოასწორებს, მით უმეტეს რომ სკაიპი შეიძინა უკვე.

    • konspace says:

      სისტემასთან შეხება არ მქონია ჯერ და ერთადერთი არგუმენტია ჯერ.

      ფბ ჭედავს, კი გეთანხმები იმედია მუშაობენ გამოსწორებაზე და სკაიპი მაიკროსოფტმა შეიძინა და არა გუგლმა🙂

      • Moony says:

        აბა რატომ მახსოვდა რომ გუგლმა შეიძინა😦 არადა ეგ კარგი არგუმენტი იყო ფბ-ს წინააღმდეგ🙂

        მოკლედ, გამოვიდეს და შევადაროთ

      • konspace says:

        ხო თან მაიკროსოფტი ფბ-ს ინვესტორია და ახლა გამოიყენებს ფბ სკაიპს და პირიქით.

        ხო მეც მაგრად მინდა ღია გახდეს, ჯერ მარტო მოსაწვევებითაა😦

  2. Pingback: არა, შენ არ ტოვებ ფეისბუქს « konspace

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: