აკუკებულ ხასიათზე

მეხუთე თუ მეექვსე დღეა ბათუმში ვარ, მედია ბანაკში, საკაიფო სასტუმროში, ბევრი ფულით – თითქოს კაი პონტი უნდა იყოს, მეც ასე მეგონა და ასეთ ბანაკში ნამყოფი მეგობარიც წარმოუდგენელ გართობას შემპირდა – მაგრამ არა, ყველაზე დიდი სირობაა მგონი სადაც კი ვარ ნამყოფი.

სემინარის პონტში არა – სემინარების გარეთ – ყოველდღე აპირებენ რაღაცის გაკეთებას, სადმე გასვლას, მაგრამ ბოლოს ყველა კომპიუტერებთან ვზივართ საკონფერენციო დარბაზში, ფეისბუქზე და არაფერს არ ვაკეთებთ.

ნელნელა ეს ყველაფერი ყელში ამოდის, მბეზრდება, სიტუაცია იძაბება იმიტომ, რომ არაფერს ვაკეთებთ ჭამის და ლაპრაკის გარდა, დღის ბოლოს ყველა ერთმანეთზე გაბრაზებულია, ყველა ნერვებაშლილია და ახლა ვერავის ვერ ვითანხმებ ჩილიმის მოწევაზე.

ბლია, ასე არასდროს არ ყოფილა >.<

ბათუმველო

ბათუმში თითქმის არასდროს არ ვისვენებ, წელს პირველად უფრო სწორედ. ქობულეთისგან დიდად არ განსხვავდება არაფრით იმის გათვალისწინებით, რომ რატომღაც ჯერ არ არის ხალხი და ბულვარი ნახევრად ცარიელი, კლუბები კი მთლიანად, არადა ივლისის ბოლოა.

მაგრამ გუშინ ვიპოვე ის, რამაც ბათუმი ქობულეთზე ბევრად მაღლა აწია – ბათუ(მ)ველო 

წელს ველოსიპედების ქირაობის ფასი საათში 5-6 ლარიდან იწყება, ყოველდღე 1 საათი მაინც ვკატაობ და 3 კვირაში 126 ლარი დამჭირდება :შ

მაგრამ წელს ბათუმში ბაიქ-ლეინიც გააკეთეს და გასაქირავებელი ველოსიპედების ქსელიც, რომლის “სადგურები” მთელ ქალაქშია განლაგებული და 10 საათი მხოლოდ 20 ლარი ღირს.

ველოსიპედი შემიძლია ავიღო ერთ სადგურზე და დავტოვო მეორეზე, ეს არის რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ასევე საბარათო სისტემაა…

მაგრამ

ამაზე არ ვაპირებდი დაწერას, სერვისის ქებას ვინმე სხვას მივანდობ და ბაიქ-ლეინის ანუ საველოსიპედო გზაზე ხშირად, ძალიან ხშირად წარმოქმნილ პრობლემებზე დავწერ.

საველოსიპედო გზა ბულვარის პარალელურად მიდის, ყოველ 20 მეტრში არის აღნიშვნები ასფალტზე, კაშკაშად, ყვითელ ფერში გამოყვანილი, მაგრამ ყველას უბრალოდ კიდია.

კიდიათ ის, რომ შენ გზაზე მოდიან, რომელიც ისედაც საკმაოდ ვიწროა, მათი სასეირნო გზა კი ორჯერ განიერი.

კიდიათ ის, რომ შეგიძლია თავისუფლად გაიტანო, გადაუარო, რამე ატკინო, შენც იტკინო, აილეწო, რამე მოიტეხო.

არ აქვთ რეაქცია ზარზე, რომელიც შენ ველოსიპედზე ძალიან საკაიფოა.

მაგრად კიდიხარ, როცა უზარუნებ არ იწევიან, გვერდით, ძალიან ახლოს თუ არ ჩაუარე არც შემოგხედავენ და თუ შემოგხედეს მათი თვალები შიშითა და გაღიზიანებით ერთდროულად ივსება.

იწევიან მხოლოდ ბავშვიანები, ალბათ უბრალოდ მშობლის ინსტინქტის გამო.

ხშირად სასიარულო ბულვარი უფრო თავისუფალი არის ხოლმე ვიდრე ველოების გზა, მაგრამ დაცვის პოლიციას მხოლოდ ის შეუძლია ველოსიპედისტებს მოუწოდოს სასეირნო ბულვარიდან გადასვლა.

გუშინ ვუთხარი ველოების გზიდან გადაეყვანა ხალხი და მხოლოდ ერთმა იმოქმედა დანარჩენებმა კი უუნარობა მოიმიზეზეს.

ხალხს კი ნათქვმაზე არანაირი რეაქცია არ აქ, აქეთ გლანძღავს და ირონიულად გიყურებს – “ხოო? ველოსიპედების გზაა? მართლაა?!” >.<

არ ვიცი კიდევ რამდენი წელი გავა მანამ სანამ ველოების გზაზე ხალხი არ ისეირნებს და არ ექნება მიგდებული პატარა ბავშვი.

დღეს კამერით ვაპირებ ველოსიპედით გასვლას და იმ ქაოსისა და ანარქიის გადაღებას, რომელიც ბათუმის ბულვარში სუფევს.

ცოტახნით ალბათ ნახვამდის

1 თვის წინ გადაცემა “ჩვენი ექსპრესის” კონკურსში ვმონაწილეობდი. ბევრ სხვადასხვა კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ეს მგონი პირველი იყო სადაც მოვიგე, გავიმარჯვე ანუ საპრიზო ადგილზე კი გავდიოდი ხოლმე მაგრამ ბოლომდე მოგება სულ სხვაა 😀 ნუ ასე აღმოჩნდა.

გარდა იმისა, რომ კარგა ხნის ოცნება ავისრულე და სექტემბრიდან ამავე გადაცემაში მუშაობას ვიწყებ ❤ (პირველ არხზე გავალთ მგონი 😀 ) იმ 7 ბედნიერშიც მოვხვდი,  რომელიც ხვალ მედია ბანაკში მიდის (სოციალურ მედიაშიც იქნება სემინარები ❤ )

ხოდა რას შეეხება ეს პოსტი, ხვალ გვიან დილით, ალბათ 11-ზე მივდივარ, 3 კვირით და სავარაუდოდ არ დავწერ, მიმაქ აიპოდი მაგრამ იმაზე პოსტის დაწერის ნერვები არ მაქ, იმის გათვალისწინებით, რომ 1. ქართულ კლავიატურას გაჭედვა უყვარს 2. აიპოდს უყვარს სიტყვების “გასწორება” – ხშირშეთხვევაში უაზროდ.

მოკლედ ბოლო პოსტია კომპიუტერიდან დაწერილი, კარგად, გკოცნით, გეხვევით 😀

ჰარი პოტერი ქართულად

 

გუშინ საღამოდან ფრაპეს დალევის იდეა მაწუხებდა, მას შემდეგ რაც პირველად გავსინჯე, ვცდილობ უფრო ხშირად ვესტუმრო საყვარელ სანაყინეს და დავლიო ბანანის ფრაპე (არავის არ დაუჯეროთ, ბანანის ყველაზე კარგია).

მაგრამ ფრაპეს დალევის ნაცვლად კინოში აღმოვჩნდი, ჰარი პოტერზე, უკვე მეორედ ❤

პრემიერის დღიდან ანუ პირველი წასვლიდან მინდოდა მეორედ ნახვა.

სეანსი გასაკვირად თავის დროზე დაიწყო, ჩვენც მოვკალათდით ამჯერად ნორმალურ სკამებში, მოვირგეთ 3D სათვალე და დავიწყეთ ყურება, მაგრამ რამხელა იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ლუნა ქართულად ალაპარაკდა. მაშინვე მივხვდით, რომ ფილმის სერიოზულად ყურება არ გაეწყობოდა, ქართული გახმოვანების გამო 😀

სხვათაშორის საქართველოში გახმოვანების კულტურამ წინ წაიწია, თან საკაიფოდ წინ, მაგრამ რუსულამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია.

თავიდან ხმა ემთხვეოდა მსახიობების ტუჩების მოძრაობას, მაგრამ  მომენტებში ირეოდა და ასევე მომენტებში ისმოდა ინგლისური  ლაპარაკიც. ასევე ხმაში არ იდო არანაირი ემოცია, ის ნაწილი  რომელიც რუსულ თარგმნაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე  ემოციური იყო (აი ლუპინი რომ ამბობს ჩვენი შვილი გაიგებს, რომ  მისი მშობლები ტყუილად არ მომკვდარანო) დღეს სრულიად  უემოციო იყო და ვერც ვერაფერი ვიგრძენი :შ

ზოგადად ყველა სფელი თუ შელოცვა, როგორც გინდათ იყო  დამახინჯებული და უემოციოდ ნათქვამი, გრინგოტსში ჰერმიონი ისე  ამბობდა რედუქტო-ს თითქოს რონს ყავის მოდუღებას სთხოვდა (ც)  ნინი ❤

იმპერიოს ნაცვლად თქვეს იმპერიუმ, ხოლო სიტყვა ჰორკრუქსი  (Horcrux) ატრიალეს ყველანაირად ჰორკრაქსი, ჰორკრიქსი და ა.შ. 😀

ასევე აშკარად ეტყობოდა გახმოვანებას, რომ ქართული ტექსტის  ავტორს არათუ ჰარი პოტერი აქვს წაკითხული არამედ ინგლისური ვერსიაც კი არ აქვს ნანახი, რადგანაც Death Eater ქართულ თარგმანში არის სიკვდილის მხვრელი ფილმში კი სიკვდილის მჭამელებად თარგმნეს Oo

ფილმზე, მის ხარისხსა და წიგნთან სიახლოვეზე არაფერს დავწერ, არც პრემიერის შემდეგ დამიწერია, რამდენი პოტერომანიცაა იმდენი აზრიცაა ყოველ ჰარის ფილმზე.

 

ყვითელი… მარშრუტკები

ალბათ ყველამ იცით თბილისის მერიის ახალი იდეის შესახებ – დიდი, კომფორტული, კონდიციონერიანი და ყვითელი მარშრუტკები, უკაცრავად მიკროავტობუსები – პატარა, დაბალი, არაკომფორტული, მხოლოდ ფანჯრებიანი, სუნიანი და სხვადასხვა ფრის მარშრუტკების სანაცვლოდ.

იდეა კარგია, მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში მომიწია მარშრუტკებით მგზავრობა (ისე თავს ვიკავებ ხოლმე, ავტობუსი რულზ) და მართლაც ჩახუთულობაა, ჭერი კი იმდენად დაბალი, რომ 2-ად ან 3-მად უნდა გადაიკეცო სასურველ ადგილამდე მისაღწევად.

რატომაც არა? ახალი, გრილი მიკროავტობუსი, სავარძლებს შორის ფეხების ნორმალურად დასადებად საკმარისი მანძილით – მშვენიერია.

მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც პირველი შეხედვით ჩანს, ფასი გაიზარდა – ახლა უკვე 80 თეთრი – გრილ და ფართო მარშრუტკაში, უკაცრავად მიკროავტობუსში სამგზავროდ.

ხალხის რეაქცია კვლავაც დიდი იყო, ყველა აპროტესტებს, ლანძღავს მერს, მერიას, ამბობს რომ არ ჩაჯდება ასეთ ძვირ მარშრუტკაში, თუნდაც პრინციპის გამო – ყველაფერი ეს მაქსიმუმ 1-2 კვირას გრძელდება, შემდეგ კი ეჩვევა და ჯდება იმ მარშრუტკაში, იხდის 80 თეთრს ბედნიერი სიგრილით. იგივე იყო დენის ახალ ტარიფზე.

პროტესტის გრძნობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეს იმწამსვე უჩნდება მალევე კვდება, იტკეპნება და იძირება – ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით საზოგადოებამ დაკარგა პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა.

ასე თუ ისე დღეიდან თუ გუშინდელიდან უკვე ყველა მარშრუტკა 80 თეთრი ღირს (კონდიციონერიანიც და არა კონდიციონერიანიც).

ახალ მიკროავტობუსებში ავტობუსის-მაგვარი აპარატებია დაყენებული სადაც ბარათით არის შესაძლებელი ბილეთის აღება, როგორც თქვეს მოსწავლის და სტუნდეტური ბარათები არ მუშაობს.

იმასაც ამბობენ, რომა ავტობუსებს ან გააუქმებენ ან მარშრუტებს შეუკვეცავენო და მერე რა ვქნა მე ფეხით ვიარო თუ ყოველდღე 1.60 გამოვიყო მგზავრობისთვის? :bullshit:

უკანასკნელი დღეები

ბლოგიდან გაქრობის პერიოდები თითქმის არ მაქვს ხოლმე, ძალიან იშვიათად ვტოვებ დღეს ახალი პოსტის გარეშე, მაგრამ შიგადაშიგ მეც მაქვს ეს პერიოდები.

შევამჩნიე, რომ წერა ძირითადად მინდება მაშინ როდესაც ცუდ ან ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, როგორც წესი ვერ ვწერ პოსტს როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ 😀

აგერ უკვე 5 დღეა არ დამიწერია ახალი პოსტი, დრაფტებში პოსტების რეკორდული რაოდენობა დამიგროვდა – 12, ნაგავსაყრელზე – 5.

ასე მგონი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უამრავი პოსტის წერა მაქვს დაწყებული და შუაში მიტოვებული, იმედი მაქვს ოდესმე დავამთავრებ იმათაც, მაგრამ ისინი მხოლოდ დაწერის დღეებში იყვნენ აქტუალურნი, რამდენიმე კარგი პოსტის აღმოვაჩინე ახლა მაგრამ კვლავინდებურად მეზარება.

თან ბოლო 5-6 დღეა რაც ერთის გავლენით ( 😀 ) პოტერის კითხვა  დავიწყე და კომპიუტერთან გატარებულ თითქმის მთელ დროს  ჰარის ვუთმობ, შუალედებში ვიხედები ფორუმზე და ფბ-ზეც, ამ  შუალედებში პოსტის დაწერა კი შეუძლებელია.

ჰარის კითხვით უუდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თანაც  ჰარისავით არც-ერთი წიგნი არ იკითხება ❤

ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი სიკვდილის საჩუქრების  მეორე ნაწილზე, მაგრამ გადავწყვიტე არ დამეწერა, უბრალოდ  აქ მოკელდ ვიტყვი, რომ კარგად გადაღებული ფილმია  მიუხედავად ამოღებული სცენებისა. ემოციური, შთამბეჭდავი,  სასაცილო და სატირალიც კი 😀

ხო გუშინ კიდევ ერთი ფოტოგრაფის გამოფენაზე ვიყავი  ამირანში, თამბლრზე აშკარად უკეთესი სურათები იდო, მაგრამ მაინც გაასწორა, თანაც უფასო კრეკერები, მიწისთხილი და მინერალური წყალი იყო. ჩემს მიერ ერთადერთ ნაჭამ კრეკერს სოკოს გემო ჰქონდა, მარა მიწის თხილმა გაასწორა 😀 გამოფენა გუშინ გაიხსნა და 30 ივლისამდე გასტანს, თუმცა ის კი არ ვიცი ბოლო დღემდე იქნება კრეკერები თუ არა Oo

გამოფენიდან კიდევ ერთ ადგილას წავედით, მელიქიშვილზე ღვინის ქარხანაში, სადაც ივლისის კოკისპირული წვიმის გამო ჩაშლილი Future Shorts-ის მუსიკალური ლაინ-აფი უნდა გამართულიყო, 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ზუსტად დროზე მისულებს იქ დაახლოებით 30 კაცი დაგვხვდა, იქ კიდევ 1 საათი ვიდექით, ბოლოს ნაყინების საჭმელად წავედით და რომ დავბრუნდით ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, სულ 50 კაცამდე იქნებოდა, არადა ეთენდინგი 1000-მდე ადამიანს ჰქონდა მიცემული 😀

ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ჰარის პირველი ნაწილი და ალბათ სულ მალე დავიწყებ მეორეს. 😀

ჰარი

ჰარი – წაიკითხე სათაური და პირველი რა მოგივიდა თავში? რა თქმა უნდა დაასრულე …პოტერი. შემდეგ მოგაგონდა რონი, ჰერმიონი, სნეიპი, დამბლდორი, ვოლდემორი და რა თქმა უნდა როულინგი.

ჰარი პოტერი არის და ყოველთვის იქნება მსოფლიო ფენომენი, ზოგისთვის ეს უბრალოდ საბავშვო ზღაპარია, ხშირ შემთხვევაში ამ ზოგს არც წაკითხული და არც ნანახი არ აქვს არც ერთი ნაწილი.

დანარჩენებისთვის კი პოტერი არ არის უბრალოდ წიგნი ან ფილმი, უბრალოდ გამოგონილი ისტორია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, ეს არის მთლიანი, თავიდან ბოლომდე უმცირეს დეტალებამდე გაწერილი სამყარო, რომელიც იმდენად რეალურია, რომ მასში მოხვედრისას გგონია რომ იქ ხარ, უკან წამოსვლა აღარ გინდა, გიჩნდება სურვილი სამუდამოდ იმ სახიფათო, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და ჯადოსნურ სამყაროში დარჩე.

ჰარი პოტერის სამყარო იმდენად მიმზიდველია, რომ მას ნებისმიერი ასაკის მკითხველი ყავს, დაწყებული პატარა ბავშვებით და დამთავრებული საშუალო ასაკის ადამიანებით.

როდესაც პირველი ფილმი ვნახე 6-7 წლის ვიყავი, ჰარი 11-ის, იმ დღის შემდეგ მე ჰარისთან და მის მეგობრეთან ერთად ვიზრდებოდი, ვგრძნობდი და განვიცდიდი იმავეს რასაც ისინი, მათთან ერთად ვთამაშობდი უზარმაზარ ჭადრაკს, ჰარისთან ერთად გავანადგურე ტომ რედლის დღიური, მისი ყოველი წელიწადი სკოლაში მასთან ერთად გავატარე.

ყოველთვის ვოცნებობდი მეც ჰოგვორთსისნაირ სკოლაში მევლო, მეც მისნაირი მასწავლებლები მყოლოდა, ჩემი სკოლაც დიდი ციხესიმაგრე ყოფილიყო, მეც მქონოდა ჯადოსნური ჯოხი.

14-ში პოტერიადა მთავრდება, ბოლო ფილმის პრემიერაა, ბოლო წიგნი უკვე დიდი ხანია რაც გამოვიდა :/ მიუხედავად იმისა, რომ ჰარის, მისი მეგობრების და მთლიანად ამ ჯადოსნური სამყაროს ისტორია დამთავრდება ის მუდამ იცხოვრებს ჩვენში – მათში ვისაც უყვარს ჰარი და მისი ჯადოსნური სამყარო.

ყველა არსებული ფილმი, ლეპტოპში მაქვს, დღეს ვუყურე სიკვდილის საჩუქრების პირველ ნაწილს.

ზოგადად როდესაც ჰარის ვკითხულობ/ვუყურებ რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება, მეც ჩემდა უნებურად იმ სამყაროში გადავდივარ ❤

1 დღე ინტერნეტის გარეშე >.<

ხშირად დამბადებია აზრი, ერთი კვირის კომპიუტერის გარეშე ცხოვრებისა და ეს იოლ საქმედ მეჩვენა, მაგრამ 1 დღესაც კი ძლივს გავუძელი.

დილით ლეპტოპის დამტენი სერვის ცენტრში მივიტანე და იქიდან იმავე დღეს შეკეთების ყოველგვარი იმედის გარეშე გამომიშვეს.

გუშინდელი დღე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ბოლო დროის განმავლობაში, აიპოდიც ძალიან მალე დაჯდა, ერთადერთი წვდომა ინტერნეტისადმი იყო მობილური, რომლის ინტერნეტიც კარგად ჭედავს, ანგარიშზე თანხის არ ქონის გამო კი facebook zero-ს ხმარება მიწევდა, უფასოა მაგრამ არც სურათები არ აქ და ჭედავს კიდევაც.

თავიდან ვიფიქრე ანა ფრანკს დავამთავრებ-მეთქი. მაგრამ კვლავაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და ისევ მობილურს დავუბრუნდი.

ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ დღეს კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება მართლაც ძნელია და 1 კვირას კი არა 1 დღეს ძლივს ვძლებ.

ეს ალბათ იმის ბრალიც იქნება, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი, არსად არ გავსულვარ და არც საფიქრალი მქონდა სხვა თორე 3 კვირაც გამიქაჩავს, ეგეთი computer-addict-იც არ ვარ 😀

დღის ბოლოს კომპიუტერს ვითხოვდი და როდესაც 11 საათზე ის “ჯაბახანა” მოიტანეს, ცოტა მომეშვა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ლეპტოპი ❤

ფეისბუქმა ვიდეოჩატი ჩართო

20110706-221604.jpg

რამდენიმე წუთის წინ ჩვეულებისამბრ დავარეფრეშე ფბ და ვნახე ფეისბუქისვე პოსტი ვიდეოჩატის შესახებ, რომელიც რამდენიმე კვირაში გაეშვება, მანამდე კი ბეტა ან მგონი ალფა ტესტშიც კია.

სრულიად განახლდა ჩატი, სულ მალე შესაძლებელი იქნება ჯგუფური ჩატიც.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და კნუტი ერთ-ერთი არა თუ სულ პირველები ვიყავით საქართველოში, ვინც ეს სერვისი გამოიყენა.

ამ პოსტს ახლა ჩემი აიპოდიდან ვწერ, ლეპტოპი უკვე ამახიეს.

3 საათი ცარიელ ქალაქში. კნუტთან ერთად

სიღნაღში, პოკერ რინგის ჩაწერაზე დილამდე უნდა დავრჩენილიყავით, აFთერ ფართიზე, მაგრამ თამაში იმდენ ხანს გაგრძელდა და სტუმრები ისე დათვრნენ, რომ აFთერ ფართი გაუქმდა და ხმათა უმრავლესობით ბლოგერები თბილისში გამოვბრუნდით.

დილის 4-ის ნახევარზე უკვე შემოვედით ქალაქში, მიკრო ავტობუსი ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ბოლოს, როდესაც პეკინზე გამოვედით 4-ნი დავრჩით – მე, კნუტი, სვითი და პაპუნა. კნუტი რუსთავში ცხოვრობს და ჩემთან ერთად ჩამოვიდა, რათა სპორტის სასახლიდან მარშრუტკას გაყოლოდა, მაგრამ დილის 4 საათზე რა მარშრუტკა უნდა ყოფილიყო, თან ჩემებმა იცოდნენ, რომ დილით უნდა ჩამოვსულიყავი, თან 4 საათზე გასაღვიძებლად შემეცოდნენ და გადავწყვიტეთ ცოტა გაგვესეირნა.

Read more of this post

%d bloggers like this: