პოკერი. სიღნაღი. ბლოგერები – სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად

მას შემდეგ რაც ჟურნალისტიკის <a title=”ინტერნიუსი სემინარი დავამთავრე არაფერი გამიკეთებია, სახლიდან თითქმის არ გავდიოდი (სიცხის გამო) – მოკლედ ვუსაქმურობდი. რამდენიმე დღინ წინ კი “ევროპა-ბეთიდან” დამირეკეს და სიღნაღში, “პოკერ რინგის” ფინალის ჩაწერაზე წამოსვლა შემომთავაზეს. დიდ ხანს არ მიფიქრია, რადგანაც სიყვარულის ქალაქში წასვლას და იქ გართობას მთავაზობნენ, სხვა 10 ბლოგერთან ერთად.

გასვლა დღის 4 საათზე დავგეგმეთ და ჩემდა გასაკვირად ზუსტად 4 საათზე დავიძარით, ზუსტად 4-ზე, წუთი წუთში, მაინცეს ბლოგერები პუნქტუალური ხალხი ვართ😀

ვიმგზავრეთ სწრაფად და შეძლებისდაგვარად მხიარულად, 6 საათისთვის უკვე სიღნაღში ვიყავით, კაზინო “ევროპას” რესტორან-სარდაფში, სადაც ვჭამეთ. რაღაცნაირი ადგილი იყო, ჩანგალი ან არ გქონდა ან გქონდა ორი. ოღონდ ცხელი😀 მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო, რესტორნიდან ეგრევე კაზინოს დარბაზში ავედით.

იქ პოკერი ვითამაშეთ. მერე რა, რომ ბლექჯექის მაგიდაზე ვთამაშობდით და ვარსკვლავიანი ჩიპებით (ფიშკებით), მაინც გაასწორა იმიტომ, რომ უმრავლესობა (ვინც თამაში ვიცოდით და ვინც არა) პირველად ვთამაშობდით კაზინოში, თანაც კარტს სწორედ ის ვანდა გვირიგებდა, ხო “პოკერ რინგში” ვინც არიგებს ის. 1 საათზე მეტი ისე გავიდა, თითქოს სულ რაღაც 20 წუთი ვუჯექი მაგიდას, 8 საათზე კი სასტუმრო “ფიროსმანისკენ” გავწიეთ, რომლის წინაც მოწყობილი იყო გადასაღები მოედანი, დიახ “პოკერ რინგის” ფინალი ღის ცის ქვეშ ჩაიწერა.

თამაშის პროცესი. სახეები😀

ფინალურ თამაშზე საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი სახე იყო მოწვეული, წამყვანები, მომღერლები და ა.შ. მე და კნუტი მათ შორის ვტრიალებდით, უზომოდ ბედნიერნი, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა ისინი ტრიალებდნენ ჩვენ გარშემო😀

როგორც მოწვეულმა სტუმრებმა, ჩვენც, ქართულმა ბლოგოსფერომ გავიარეთ ნარინჯისფერი ხალიჩა, გადავიღეთ სურათები პლაკატის წინ და დავიკავეთ ჩვენი ადგილი ლაუნჯში.

ქართულ ბლოგოსფეროს საკუთარი მაგიდა ერგო, თანაც საკმაოდ კარგ ადგილას, ეკრანთან და აივანთან ახლოს❤

თამაში 9-ზე დაიწყო და როგორც გავიგე დილის 6-ზე დამთავრდა, მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ, გაიმარჯვა…. აი აქ გავჩერდები.

ბლოგერები რის ბლოგერები ვიქნებოდით თუ იქაც არ დავაძრობდით ლეპტოპებს, ანნას ჰქონდა წამოღებული და ყველას სიამოვნებით გვთხოვნიდა, მაგრამ მაინც არ ვიქნებოდით ნამდვილი, სულით და გულით ბლოგერები თუ კი ლაივსტრიმს არ ჩავრთავდით და ჩვენ ჩავრთეთ. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ გუშინდელი ჩანაწერი.

Vodpod videos no longer available.

ბლოგერები ღამის 2 საათისთვის წამოვედით, 4-ის ნახევარზე თბილისში ვიყავით, მაგრამ 4-ის ნახევარზე სახლში ასვლა არ მინდოდა, დილით უნდა ავსულიყავი, შემეცოდნენ გასაღვიძებლად, ამიტომაც მე და კნუტმა მოვიარეთ საბურთალო (ამაზე ცალკე პოსტს დავწერ მერე).

აა ხო კიდევ გავიცანი 10 ბლოგერი, როგორც იქნა😀❤

პოკერ რინგის პირველი სეზონი დამთავრდა, როგორც გავიგე იგეგმება მეორე სეზონიც, მანამდე კი  წინ კიდევ ერთი ძალიან მაგარი და ინოვაციური ტურნირია. კავკასიის ღია ტურნირი პოკერში, რომელიც სექტემბერში გაიმართება ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” შესარჩევი სატელიტები უკვე მიმდინარეობს და 27 აგვისტომდე გასტანს. სამწუხაროდ მე არ ვარ 21 წლის და არ მაქვს ტურნირში მონაწილეობის უფლება, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბლოგერებს იქაც დაგვპატიჟებენ, მაინც რა იცი რა ხდება😀

2011 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართება კავკასიის ღია პოკერის ტურნირი (Caucasus OpenPoker Tournament) 250 000ლარის ოდენობის გარანტირებული საპრიზო ფონდით, რაც დაახლოვებით 150 000$–ს ეკვივალენტია.

მოკლედ იმედებით და საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით შემდეგ პოსტამდე❤

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

14 Responses to პოკერი. სიღნაღი. ბლოგერები – სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად

  1. knuti says:

    ჩვენი თავგადასვლები აშკარად ცალკე პოსტს იმსახურებს :დ

    • konspace says:

      კი ნამდვილად, აქ მცირედ ნაწილის დაწერაც კი დამენანა :დ განსაკუთრებულია❤ :დ

  2. GioM says:

    როგორ მოხვდით ეგ 10 ბლოგერი მანდ ?🙂

  3. Luna says:

    you guys aren’t kidding anymore…=]…. livestreamze bevri vicine…. :mecmindablogerebisgacnoba:…

    • konspace says:

      შენ ხალხია სახეები უნდა გენახა გოგოები ლეპტოპით რო დადიოდნენ :დ

  4. dreamar says:

    me gavamxel chems postSi vin moigo poker ringi :))

    • konspace says:

      არ გინდა, შეინარჩუნე ინტრიგა :დ და ბოლო გადაცემა რო დაიწყება დაწერე :დ და აღარსად დაგპატიჟებენ :დ ისე რომელი ხარ?🙂

  5. An Na says:

    მე მქონდა ორი ჩანგალი :დდ

    • konspace says:

      ხო გამოდგა ბრინჯის სალათისთვის რომელშიც ზედმეტად ბევრი ბრინჯი იყო :დ

  6. giobulia says:

    ყველაზე მეტად ეს თამაში მიყვარს და ვთვლი რომ ყველაზე ჭკვიანების თამაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: