3 საათი ცარიელ ქალაქში. კნუტთან ერთად

სიღნაღში, პოკერ რინგის ჩაწერაზე დილამდე უნდა დავრჩენილიყავით, აFთერ ფართიზე, მაგრამ თამაში იმდენ ხანს გაგრძელდა და სტუმრები ისე დათვრნენ, რომ აFთერ ფართი გაუქმდა და ხმათა უმრავლესობით ბლოგერები თბილისში გამოვბრუნდით.

დილის 4-ის ნახევარზე უკვე შემოვედით ქალაქში, მიკრო ავტობუსი ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ბოლოს, როდესაც პეკინზე გამოვედით 4-ნი დავრჩით – მე, კნუტი, სვითი და პაპუნა. კნუტი რუსთავში ცხოვრობს და ჩემთან ერთად ჩამოვიდა, რათა სპორტის სასახლიდან მარშრუტკას გაყოლოდა, მაგრამ დილის 4 საათზე რა მარშრუტკა უნდა ყოფილიყო, თან ჩემებმა იცოდნენ, რომ დილით უნდა ჩამოვსულიყავი, თან 4 საათზე გასაღვიძებლად შემეცოდნენ და გადავწყვიტეთ ცოტა გაგვესეირნა.

მგონი არასდროს მქონდა ნანახი ცარიელი პეკინი, ახლა მაქ. ტაქსი თუ ჩაივლიდა მხოლოდ, მეტი არაფერი, შუქნიშნები თავისთვის იცვლიდნენ ფერებს, რამდენიმე ადამიანი შეგვხვდა მხოლოდ გზაში, 4-5. გამოგვიჩნდა იდეა რამე 24-საათიანი კაფეს პოვნისა და იქ დასხდომისა, მაგრამ…

მაგრამ როგორც აღმოჩნდა საბურთალოზე, დილის 4 საათზე არც ისე ადვილია ღია კაფეს პოვნა. საკმაოდ ციოდა, ქარის უბერავდა, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად თხლად გვეცვა, ასე რომ პირველ რიგში “იოლში” შევედით, გასათბობად და წასასვლელი ადგილის მოსაფიქრებლად. იქ დიდ ხანს ვერ დავრჩებოდით, ამიტომაც მთელი მარკეტის შემოვლის შემდეგ კნუტმა პატარა დორიტოსი იყიდა და ისევ ცივ ქუჩას დავუბრუნდით.

ათასი ადგილი მოგვდიოდა თავში, მაგრამ უმრავლესობა დახურული უნდა ყოფილიყო, შემდეგ გავედით პავლოვზე – იგივე სიტუაცია, ვაჟა – იგივე, იქ კნუტმა wi-fi დაიჭირა და გადაწყვიტა ფბ-ზე ეკითხა რჩევა, მაგრამ ამასობაში წვიმას იწყებდა და ისევ პეკინზე გამობრუნება ვარჩიეთ.

     უკვე რუსთაველზე წასვლას და იქ ძიებას ვფიქრობდით, როდესაც              ვაჟადან პეკინზე გამოვუხვიეთ და კნუტმა შენიშნა ის – ჭაშნაგირი თუ          საჭაშნიკე, რაღაც მაგდაგვარი, ვიტრინაზე დიდი წარწერით 24/24

ეგრევე შევვარდით, მივესალმეთ ქალს, რომელიც აშკარად არ ელოდებოდა სტუმრებს და მოვითხოვეთ მენიუ.

კნუტს ცხელი შოკოლადი უნდოდა, მე ყავა. ჩვენს შეკვეთაზე ქალმა  აიღო გასაღები, საფულე და გვითხრა, რომ ახლავე დაბრუნდებოდა. 5  წუთში მართლაც დაბრუნდა, ყავის ქილით ხელში და შემდეგი  სიტყვებით: ისა, პოპულში ცხელი შოკოლადი არ ჰქონდათ და რძიან  ყავას დალევ?

კნუტს სხვა რა გზა ჰქონდა, დასთანხმდა, ნეტა მეც რძიანი ყავა დამელია  და არა ის რაც მომიტანა:/

იმ საჭაშნიკეში დიდ ხანს გავჩერდით, 7-ის ნახევრამდე დაახლოებით, იქ ჩვენი ყოფნის პერიოდში მხოლოდ ერთი ადამიანი შემოვიდა, “ბომჟი” და ქალმა ის ცივი უარით გაისტუმრა (არ მახსოვს რისი შეკვეთა უნდოდა).

დაახლოებით 7-ის ნახევარზე საჭაშნიკედან გამოვედით და სპორტის სასახლისკენ გავწიეთ, საიდანაც კნუტის მარშრუტკა უნდა გასულიყო, იქ უფრო მეტად უბერავდა ქარი, შესაბამისად უფრო ციოდა და კნუტის ინიციატივით მეტროში ჩავედით, სადაც კნუტმა მაინც დააგემოვნა სასურველი ცხელი შოკოლადი, სხვათაშორის თუ კნუტს დავუჯეტებთ იმ აპარატში მომზადებული ცხელი შოკოლადი საკმაოდ გემრიელი იყო🙂

მარშრუტკას დიდ ხანს ველოდეთ, ამასობაში შევთანხმდით “მთაწმინდის პარკში” ასვლაზე და ამერიკულ გორკებზე ერთად დასხდომაზე (ერთადერთი ადამიანი ვინც არ შეუშინდა ახალ ატრაქციონს).

ბოლოს კნუტის მარშრუტკაც მოვიდა, ის რუსთავის 35 წუთიან გზას გაუდგა მე კი სახლში წამოვედი. 8-ის ნახევრამდე კიდევ წავიბოდიალე და სახლში ავედი.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

8 Responses to 3 საათი ცარიელ ქალაქში. კნუტთან ერთად

  1. neliko says:

    ra magariaaaaa. mec minda dilit 4 saatze gaseirnebaaaa😀

  2. knuti says:

    მართლა გემრიელი იყო ის ცხელი შოკოლადი❤
    ნეტავ სამსახურშიც დამიდგან მაგის აპარატი❤

  3. anna says:

    მეც წამოვიდოდი , რომ არა მოვალეობა😐 დილის 9ზე ავდექი და საჩხერესი წავედი :ს

    • konspace says:

      :შ დილის 9-ზე როგორ ადექი? O.o ახალჩაძინებული ვიყავი ამ დროს :დ

  4. siyvarulovna says:

    გორკები არის ყველაზე დებილობა რაც მანდ გაკეთებულა😐 8 წამიანი რაღაც😐 ვაფშე ვერ გრძნობ ვერანაირ ექსტრემს

    • konspace says:

      მე მაგრად მინდა😐 თან 360 გრადუსზე აკეთებს ბრუნს და აი მაგის მუღამი მაქ უფრო, თორე მოკლედ რო არი ვიცი:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: