1 დღე ინტერნეტის გარეშე >.<

ხშირად დამბადებია აზრი, ერთი კვირის კომპიუტერის გარეშე ცხოვრებისა და ეს იოლ საქმედ მეჩვენა, მაგრამ 1 დღესაც კი ძლივს გავუძელი.

დილით ლეპტოპის დამტენი სერვის ცენტრში მივიტანე და იქიდან იმავე დღეს შეკეთების ყოველგვარი იმედის გარეშე გამომიშვეს.

გუშინდელი დღე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ბოლო დროის განმავლობაში, აიპოდიც ძალიან მალე დაჯდა, ერთადერთი წვდომა ინტერნეტისადმი იყო მობილური, რომლის ინტერნეტიც კარგად ჭედავს, ანგარიშზე თანხის არ ქონის გამო კი facebook zero-ს ხმარება მიწევდა, უფასოა მაგრამ არც სურათები არ აქ და ჭედავს კიდევაც.

თავიდან ვიფიქრე ანა ფრანკს დავამთავრებ-მეთქი. მაგრამ კვლავაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და ისევ მობილურს დავუბრუნდი.

ბევრს არ დავწერ, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ დღეს კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება მართლაც ძნელია და 1 კვირას კი არა 1 დღეს ძლივს ვძლებ.

ეს ალბათ იმის ბრალიც იქნება, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი, არსად არ გავსულვარ და არც საფიქრალი მქონდა სხვა თორე 3 კვირაც გამიქაჩავს, ეგეთი computer-addict-იც არ ვარ😀

დღის ბოლოს კომპიუტერს ვითხოვდი და როდესაც 11 საათზე ის “ჯაბახანა” მოიტანეს, ცოტა მომეშვა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ლეპტოპი❤

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

4 Responses to 1 დღე ინტერნეტის გარეშე >.<

  1. likuna says:

    ანა ფრანკი – როგორ მიყვარს❤ შენ კიდე ამბობ "კვლავაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა" ნწნწნწნ :დ :დ
    უინტერნეტობა, უკომპიუტერობა .. ამ დროს თითქოს რაღაც ისე ვერაა ხოლმეე..

    • konspace says:

      ნუ წიგნი გაწვება რა და არ მევასება, ზედმეტად გაწვება და არც ისე საინტერესოდ თორემ როგორ არ უნდა მოგაწვეს

  2. suu says:

    sachxereshi ki kargad gadzeli😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: