ჰარი

ჰარი – წაიკითხე სათაური და პირველი რა მოგივიდა თავში? რა თქმა უნდა დაასრულე …პოტერი. შემდეგ მოგაგონდა რონი, ჰერმიონი, სნეიპი, დამბლდორი, ვოლდემორი და რა თქმა უნდა როულინგი.

ჰარი პოტერი არის და ყოველთვის იქნება მსოფლიო ფენომენი, ზოგისთვის ეს უბრალოდ საბავშვო ზღაპარია, ხშირ შემთხვევაში ამ ზოგს არც წაკითხული და არც ნანახი არ აქვს არც ერთი ნაწილი.

დანარჩენებისთვის კი პოტერი არ არის უბრალოდ წიგნი ან ფილმი, უბრალოდ გამოგონილი ისტორია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, ეს არის მთლიანი, თავიდან ბოლომდე უმცირეს დეტალებამდე გაწერილი სამყარო, რომელიც იმდენად რეალურია, რომ მასში მოხვედრისას გგონია რომ იქ ხარ, უკან წამოსვლა აღარ გინდა, გიჩნდება სურვილი სამუდამოდ იმ სახიფათო, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და ჯადოსნურ სამყაროში დარჩე.

ჰარი პოტერის სამყარო იმდენად მიმზიდველია, რომ მას ნებისმიერი ასაკის მკითხველი ყავს, დაწყებული პატარა ბავშვებით და დამთავრებული საშუალო ასაკის ადამიანებით.

როდესაც პირველი ფილმი ვნახე 6-7 წლის ვიყავი, ჰარი 11-ის, იმ დღის შემდეგ მე ჰარისთან და მის მეგობრეთან ერთად ვიზრდებოდი, ვგრძნობდი და განვიცდიდი იმავეს რასაც ისინი, მათთან ერთად ვთამაშობდი უზარმაზარ ჭადრაკს, ჰარისთან ერთად გავანადგურე ტომ რედლის დღიური, მისი ყოველი წელიწადი სკოლაში მასთან ერთად გავატარე.

ყოველთვის ვოცნებობდი მეც ჰოგვორთსისნაირ სკოლაში მევლო, მეც მისნაირი მასწავლებლები მყოლოდა, ჩემი სკოლაც დიდი ციხესიმაგრე ყოფილიყო, მეც მქონოდა ჯადოსნური ჯოხი.

14-ში პოტერიადა მთავრდება, ბოლო ფილმის პრემიერაა, ბოლო წიგნი უკვე დიდი ხანია რაც გამოვიდა:/ მიუხედავად იმისა, რომ ჰარის, მისი მეგობრების და მთლიანად ამ ჯადოსნური სამყაროს ისტორია დამთავრდება ის მუდამ იცხოვრებს ჩვენში – მათში ვისაც უყვარს ჰარი და მისი ჯადოსნური სამყარო.

ყველა არსებული ფილმი, ლეპტოპში მაქვს, დღეს ვუყურე სიკვდილის საჩუქრების პირველ ნაწილს.

ზოგადად როდესაც ჰარის ვკითხულობ/ვუყურებ რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება, მეც ჩემდა უნებურად იმ სამყაროში გადავდივარ❤

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

3 Responses to ჰარი

  1. agatako says:

    დღეს ყველა ჰარი პოსტზე ვაკომენტარებ🙂
    აი არ ვიცი რაღაცნაირი გრძნობა მაქვს თითქოს მეგობარს მართმევენ😐

  2. Pingback: ჰარი | ზარმაცი გოგოს ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: