უკანასკნელი დღეები

ბლოგიდან გაქრობის პერიოდები თითქმის არ მაქვს ხოლმე, ძალიან იშვიათად ვტოვებ დღეს ახალი პოსტის გარეშე, მაგრამ შიგადაშიგ მეც მაქვს ეს პერიოდები.

შევამჩნიე, რომ წერა ძირითადად მინდება მაშინ როდესაც ცუდ ან ჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, როგორც წესი ვერ ვწერ პოსტს როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ😀

აგერ უკვე 5 დღეა არ დამიწერია ახალი პოსტი, დრაფტებში პოსტების რეკორდული რაოდენობა დამიგროვდა – 12, ნაგავსაყრელზე – 5.

ასე მგონი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უამრავი პოსტის წერა მაქვს დაწყებული და შუაში მიტოვებული, იმედი მაქვს ოდესმე დავამთავრებ იმათაც, მაგრამ ისინი მხოლოდ დაწერის დღეებში იყვნენ აქტუალურნი, რამდენიმე კარგი პოსტის აღმოვაჩინე ახლა მაგრამ კვლავინდებურად მეზარება.

თან ბოლო 5-6 დღეა რაც ერთის გავლენით (😀 ) პოტერის კითხვა  დავიწყე და კომპიუტერთან გატარებულ თითქმის მთელ დროს  ჰარის ვუთმობ, შუალედებში ვიხედები ფორუმზე და ფბ-ზეც, ამ  შუალედებში პოსტის დაწერა კი შეუძლებელია.

ჰარის კითხვით უუდიდეს სიამოვნებას ვიღებ, თანაც  ჰარისავით არც-ერთი წიგნი არ იკითხება❤

ვფიქრობდი დამეწერა თუ არა პოსტი სიკვდილის საჩუქრების  მეორე ნაწილზე, მაგრამ გადავწყვიტე არ დამეწერა, უბრალოდ  აქ მოკელდ ვიტყვი, რომ კარგად გადაღებული ფილმია  მიუხედავად ამოღებული სცენებისა. ემოციური, შთამბეჭდავი,  სასაცილო და სატირალიც კი😀

ხო გუშინ კიდევ ერთი ფოტოგრაფის გამოფენაზე ვიყავი  ამირანში, თამბლრზე აშკარად უკეთესი სურათები იდო, მაგრამ მაინც გაასწორა, თანაც უფასო კრეკერები, მიწისთხილი და მინერალური წყალი იყო. ჩემს მიერ ერთადერთ ნაჭამ კრეკერს სოკოს გემო ჰქონდა, მარა მიწის თხილმა გაასწორა😀 გამოფენა გუშინ გაიხსნა და 30 ივლისამდე გასტანს, თუმცა ის კი არ ვიცი ბოლო დღემდე იქნება კრეკერები თუ არა Oo

გამოფენიდან კიდევ ერთ ადგილას წავედით, მელიქიშვილზე ღვინის ქარხანაში, სადაც ივლისის კოკისპირული წვიმის გამო ჩაშლილი Future Shorts-ის მუსიკალური ლაინ-აფი უნდა გამართულიყო, 8 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ზუსტად დროზე მისულებს იქ დაახლოებით 30 კაცი დაგვხვდა, იქ კიდევ 1 საათი ვიდექით, ბოლოს ნაყინების საჭმელად წავედით და რომ დავბრუნდით ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, სულ 50 კაცამდე იქნებოდა, არადა ეთენდინგი 1000-მდე ადამიანს ჰქონდა მიცემული😀

ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ დავასრულე ჰარის პირველი ნაწილი და ალბათ სულ მალე დავიწყებ მეორეს.😀

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

2 Responses to უკანასკნელი დღეები

  1. უამრავი პოსტის წერა მაქვს დაწერილი რა უბედურებაა უკაცრავად და..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: