ბათუმველო

ბათუმში თითქმის არასდროს არ ვისვენებ, წელს პირველად უფრო სწორედ. ქობულეთისგან დიდად არ განსხვავდება არაფრით იმის გათვალისწინებით, რომ რატომღაც ჯერ არ არის ხალხი და ბულვარი ნახევრად ცარიელი, კლუბები კი მთლიანად, არადა ივლისის ბოლოა.

მაგრამ გუშინ ვიპოვე ის, რამაც ბათუმი ქობულეთზე ბევრად მაღლა აწია – ბათუ(მ)ველო 

წელს ველოსიპედების ქირაობის ფასი საათში 5-6 ლარიდან იწყება, ყოველდღე 1 საათი მაინც ვკატაობ და 3 კვირაში 126 ლარი დამჭირდება :შ

მაგრამ წელს ბათუმში ბაიქ-ლეინიც გააკეთეს და გასაქირავებელი ველოსიპედების ქსელიც, რომლის “სადგურები” მთელ ქალაქშია განლაგებული და 10 საათი მხოლოდ 20 ლარი ღირს.

ველოსიპედი შემიძლია ავიღო ერთ სადგურზე და დავტოვო მეორეზე, ეს არის რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ასევე საბარათო სისტემაა…

მაგრამ

ამაზე არ ვაპირებდი დაწერას, სერვისის ქებას ვინმე სხვას მივანდობ და ბაიქ-ლეინის ანუ საველოსიპედო გზაზე ხშირად, ძალიან ხშირად წარმოქმნილ პრობლემებზე დავწერ.

საველოსიპედო გზა ბულვარის პარალელურად მიდის, ყოველ 20 მეტრში არის აღნიშვნები ასფალტზე, კაშკაშად, ყვითელ ფერში გამოყვანილი, მაგრამ ყველას უბრალოდ კიდია.

კიდიათ ის, რომ შენ გზაზე მოდიან, რომელიც ისედაც საკმაოდ ვიწროა, მათი სასეირნო გზა კი ორჯერ განიერი.

კიდიათ ის, რომ შეგიძლია თავისუფლად გაიტანო, გადაუარო, რამე ატკინო, შენც იტკინო, აილეწო, რამე მოიტეხო.

არ აქვთ რეაქცია ზარზე, რომელიც შენ ველოსიპედზე ძალიან საკაიფოა.

მაგრად კიდიხარ, როცა უზარუნებ არ იწევიან, გვერდით, ძალიან ახლოს თუ არ ჩაუარე არც შემოგხედავენ და თუ შემოგხედეს მათი თვალები შიშითა და გაღიზიანებით ერთდროულად ივსება.

იწევიან მხოლოდ ბავშვიანები, ალბათ უბრალოდ მშობლის ინსტინქტის გამო.

ხშირად სასიარულო ბულვარი უფრო თავისუფალი არის ხოლმე ვიდრე ველოების გზა, მაგრამ დაცვის პოლიციას მხოლოდ ის შეუძლია ველოსიპედისტებს მოუწოდოს სასეირნო ბულვარიდან გადასვლა.

გუშინ ვუთხარი ველოების გზიდან გადაეყვანა ხალხი და მხოლოდ ერთმა იმოქმედა დანარჩენებმა კი უუნარობა მოიმიზეზეს.

ხალხს კი ნათქვმაზე არანაირი რეაქცია არ აქ, აქეთ გლანძღავს და ირონიულად გიყურებს – “ხოო? ველოსიპედების გზაა? მართლაა?!” >.<

არ ვიცი კიდევ რამდენი წელი გავა მანამ სანამ ველოების გზაზე ხალხი არ ისეირნებს და არ ექნება მიგდებული პატარა ბავშვი.

დღეს კამერით ვაპირებ ველოსიპედით გასვლას და იმ ქაოსისა და ანარქიის გადაღებას, რომელიც ბათუმის ბულვარში სუფევს.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

6 Responses to ბათუმველო

  1. აი გუშინ რომ ვსეირნობდი მეც დავაკვირდი, რატომ დადიან ველოსიპედების სავალ გზაზე მეთქი. დაცვამ მიცა რამოდენიმეს შენიშვნა ოღონს ველოსიპედზე მჯდომს, ზევით ისეირნეო 🙂

    პ.ს პირველი კომენტარი ამ ბლოგზე🙂

    • konspace says:

      ხო და ველოების გზაზე მოსიარულე ხალხს არავინ არ აძლევს შენიშვნას, ძალიან იშვიათად.

      პ.ს. ბლოგზე არა პოსტზე ^^

  2. salome says:

    adre es chveulebrivi saseirno biliki iko da xalxi michveulia, ubralod chvevis sakitxia, es erti celi apattiaet da momavalcels gaitvaliscineben🙂 nu icit xolme gamokideba🙂

    • konspace says:

      ადრე. დღეს საველოსიპედოა, ყოველ 5 მეტრშიც არის ბილიკზე ლოგო მაგრამ მომავალ წლამდე თუ მიეჩვევიან გვიპატიებია :დ ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: