მატარებლის კუპე

აი დაახლოებით ასეთი წარმომედგინა, თან რამდენიმე დღე რომ გიწევს იქ ცხოვრება❤

პატარა რომ ვიყავი ყოველთვის მინდოდა ერთი ღამე ან თუნდაც დღე მატარებლის კუპეში გამეტარებინა, არ ვიცი რატომ მაგრამ კუპეს ყოველთვის სიმყუდროვესთან, სითბოსთან, რბილ და კომფორტულ სავარძლებთან და რა თქმა უნდა ჰოგვორთს ესპრესსთან ვაკავშირებდი.

მატარებლით მგზავრობა წელიწადში 2-ჯერ მიწევს ხოლმე, აჭარაში და უკან – როგორც წესი დღის მატარებლით მაგრამ ერთხელაც გადავწყვიტე ჩემი ოცნება ამესრულებინა და ღამის მატარებლის ბილეთი ავიღე. გადაწყვეტილება გვიან იყო მიღებული და ამიტომაც მოდერნიზებული ვაგონის ბილეთები აღარ იყო და ჩვეულებრივისა ავიღე. მოგზაურობას მთელი დღე ველოდი, ღამით კი როდესაც უკვე პერონზე ვიდექი და ჩამომდგარი მატარებლის, ჩემ, სადღაც სიბნელეში გადაკარგულ ვაგონს ვეძებდი აღარ მქონდა კუპეში დაძინების ასეთი ძლიერი სურვილი.

ასეთი ვაგონი იყო ზუსტად

როგორც შემდეგ აღმოჩნდა მაინცდამაინც ჩვენ კუპეში არ იღებოდა ფანჯარა, გაგრილების სისტემა კი მუშაობდა მაგრამ თავიდან ძალიან სუსტად და თანაც მას რაღაც წამლის სუნი მოჰქონდა. ჩვენ სამნი ვიყავით და პატარა კენჭისყრის შემდეგ მე ზემოთ მომიწია დაწოლა, მეოთხე, თავისუფალი ადგილიც ზემოთ იყო. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვოცნებობდი რომ ის მეოთხე მგზავრი ნორმალური ყოფილიყო და არ ასვლოდა სუნი. ცოტა ხანს ქვემოთ ვიჯექი შემდეგ კი როდესაც მატარებელი დაიძრა და “პრავადნიკმა” (გამცილებელმა) თეთრეული ჩამოატარა, რომელიც სხვათაშორის ყველას არ ერგო (ერგო გამცილებლის კუპესთან ახლოს მდებარე კუპეებს მხოლოდ), ბალიში ორად მოვკეცე და ავძვერი ჩემს “თაროზე”. უკვე ვიწექით და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით რათა სწრაფად ჩაგვძინებოდა და სწრაფადვე მოვშორებოდით ამ მატარებელს როდესაც კუპეს კარი გაიღო და შემოაბიჯა არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის გურჯმა რომელსაც არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ხელში მხოლოდ ერთი პარკი ეჭირა. მან შემოიხედა გადაამოწმა თავისი ადგილი და გავიდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა დასალევად.

მატარებელში თითქმის არ მიძინია, როგორც კი ჩავიძინებდი შეაქანებდა ხოლმე მატარებელს ან რაღაც საშინელი ხმას ამოუშვებდა და მეღვიძებოდა, ერთხელ კინაღამ გადმოვვარდი ჩემი “თაროდან” და მას შემდეგ მთელი ღამე კედელს ვიყავი მიკრობილი.

რამდენიმე საათში მეოთხე მგზავრიც გამოჩნდა, კარგად ნასვამი, ღვინის სუნიანი, სწრაფად აძვრა თავის თაროზე და ძილს მიეცა.

კუპეში ყველას ეძინა მგონი ჩემ გარდა, ბოლოს რომ გამომაფხიზლა მატარებელმა უკვე თენდებოდა და სადღაც გორთან ახლოს ვიყავით.

ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მგზავრობა მატარებლის კუპეში, ახლა მინდა მოდერნიზებული კუპე ვცადო იქ უფრო კარგი სიგრილე, სისუფთავე და კომფორტიაო, არ მინდა ჩემი წარმოდგენა კუპეზე მთლიანად დაიმსხვრეს, მიუხედავად იმ ღამისა კუპე ჩემთვის კვლავ სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება.

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

8 Responses to მატარებლის კუპე

  1. ხო მოდერნიზებულ კუპეებს ამასთან შედარებით არა უშავს . ძილი დიდად არც იქ ღირს თუმცა სუნი მაინც არ შეგაზწუხებს ნუ მგზავრს გააჩნია . ასეთ ვაგონებსი კი გამართლების მინიმალური შანსია

    • konspace says:

      ხო არასდროს არ მიმართლებს თანამგზავრზე, ნუ ბოლოჯერ უბრალოდ არავინ არ მეჯდა გვერდით, ის ქალი წავიდა თავის ოჯახთან დაჯდა და არც გამოჩენილა :დ

  2. siyvarulovna says:

    ახალი ვაგონები მართლა კარგია, გაცილებით რბილი “თაროებია” სიგრილეა და + ტელევიზორი ^^

    • konspace says:

      მომავალ წელს ავიღებ ამ მოდერნიზებულ კუპეს და შევეცდები აღვიდგინო წარმოდგენა მაგრამ სამნი ვმოგზაურობთ ხოლმე და კიდე 1 ადგილის აღება ძვირია და მუდამ მეოთხე მგზავრზე ვართ დამოკიდებულები ან გვერდით მჯდომზე (დღის მატარებელი თუა):/

  3. როცა ოჯახთან ერთად ხარ მაშინ უკეთესია და უფრო ტბილი გარემოა… მეც ძალიან მატარებლები,კუპეები და მეტროებიც ;დ

  4. ra dasanania chvens kupeshi rom ar moxvdi,”ar vsvamt,ar vecevit,vuvlit tavs”:))

    • konspace says:

      ხო ერთხელ მინდა ნორმალური ვინმე შემხვდეს რომ დაელაპარაკო მაინც, მაგრამ არასდროს არ მიმართლებს :დ :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: