Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

გუშინ იმედზე ახალი გადაცემა გავიდა, რომელსაც უკვე ერთ კვირაზე მეტია არეკლამებენ მგონი ტვ-ში მაგრამ მათი გვერდი ფბ-ზე ვერ ვნახე, პოსტერი მაინც რომ დამედო სურათად და არც მათი რეკლამა შემხვედრის სადმე იმედს გარეთ.

ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ფლეშმობები, რომლებიც ძირითადად უბრალოდ ადამიანების მიერ არის ხოლმე ორგანიზებული სოც. ქსელების საშუალებით. მართლა იმდენად მოხშირდა, რომ სადმე თუ რამე უცნაური შეამჩნიე ეგრევე ხედავ ერთსა და იმავე ხალხს (მართლა ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს ამ ფლეშმობებში და ორგანიზატორებიც იშვიათადად იცვლებიან) რომელიც რაღაცას აკეთებს და წვავ – კიდევ ერთი ფლეშმობი. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ერთი ფლეშისთვის შეიკრიბებიან და კიდევ რამდენიმეს მოაყოლებენ ხოლმე.

მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ გადაცემას, რომელსაც Flash Mob შოუ ჰქვია. ის პირველად ეთერში გუშინ ღამით გავიდა, არ ვაპირებდი ყურებას, მაგრამ ფბ-ზე ისეთი სტატუსები იდებოდა დღეს თუ არა ხვალ მაინც ვნახავ მეთქი ვიფიქრე.

ტვ-ს ვებგვერდზე შოუ ასე არის აღწერილი

ნოვაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში. “იმედი” ახალ პროექტს იწყებს. 24 სექტემბრიდან ყველაზე ენერგიულები, ყოველ შაბათს, ზუსტად 23 საათზე “იმედის” სტუდიაში შეიკრიბებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი უცნაური საქციელით მაყურებელი გააოცონ.

ყოველ კვირას 4 უნივერსიტიტეტის სტუდენტები მოდიან იმედში, დგამენ ფლეშმობს და ბედნიერები არიან იმით, რომ კრეატიულობა გამოიჩინეს.

მაგრამ სანამ მონაწილეებზე გადავად გადაცემის წამყვანებს შევეხები ოდნავ.

რატომ არიან ქართულ გადაცემებში მუდმივად ერთი და იგივე სახეები? რატომ არის ძნელი მოძებნო რომელიმე ახალი სახე და წააყვანინო გადაცემა, რომელიც არ არის ყელში ამოსული?!

კოტიკო თოლორაია და ნუკი კოშკელიშვილი – ახალი გადაცემის წამყვანები – პირადად მე უფრო მესიამოვნებოდა ვინმე ახალი მენახა ვიდრე კოტიკო, რომელსაც პოკერ რინგი მიყავდა და იქ უფრო ერგებოდა მისი კოსტუმი ვიდრე აქ და ნუკი რომლის ახალი ჭკვიანური იმიჯი (შავ სათვალეს ვგულისხმობ) არც მას უხდება და არც გადაცემას და საერთოდ რატომ უნდა მიყავდეს მას ეს გადაცემა?😀 I mean იმიტომ რომ ნუკია?

წამყვანებს შორის დიალოგები ძალიან არაბუნებრივი იყო და ეტყობოდა, რომ მრავალჯერ გათამაშებული და მანამდე დაზუთხული იყო ტექსტები.

მარგალიტი

პირველი ფლეშმობის მერე

ნუკი:  სტუნტებმა მთელი რუსთაველი გაანათლეს.

კოტიკო:  გაანათლეს თუ გააოცეს?

ნუკი: იცი რა? გააოცეს იმით რომ გაანათლეს?

არა ნამდვილად ეგრე იყო განათლებით გააოცეს ხალხი რუსთაველზე აბა რა?

4 მონაწილე უნივერსტიტეტის ფლეშიდან მხოლოდ ერთის შოთა რუსთაველის სახ. ტეატრალური უნის ფლეშმობი მომეწონა რომელიც დანარჩენებთან შედარებით ყველაზე შთამბეჭდავი, სანახაობრივი და ყურადღების მიმქცევი იყო, რადგანაც სწორედ ეს არის ფლეშმობის მიზანი სწრაფად მიიქციოს გამვლელთა ყურადღება.

სრული :ცუდისიტყვა: იყო პირველი, ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემია  – იდეა არც ისე ცუდი იყო ანუ იმ პრობლემის წამოჭრა რომ ხალხი მუზეუმებს არ სტუმრობს, მაგრამ შესრულება:/ ფლეშმობი ყურადღებას უნდა იქცევდეს დინამიურობით აქ კი ნახევარი საათი სრულიად გამოშტერებული სახეებით უყურებდა ჯერ ამ “ქანდაკებებს” და მერე იმ მომღერალს რომელიც გიდის როლს ასრულებდა.

აქაც დიალოგები ძალიან ხელოვნური იყო და ზოგადად ეს ყოველი ჯგუფის “პროფაილების” სცენარი ოთხივეჯერ ერთაირი იყო, ძალიან არასაინტერესო და მომაბეზრებელი – თითქოს მათ კამერები არ იღებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ იღებენ – 1-2 ჭკვიანს მოუვა იდეა, გადარეკავს, გადმორეკავს, შეკრებს ხალხს, ეტყვის იდეას. პროფაილები როგორც ამას ნუკი ეძახის ჩემი აზრით ან მთლიანად არის ამოსაღები გადაცემიდან ან შესაცვლელი არის ფორმა.

 

რჩევები გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს

  • ფლეშმობის ადგილების ნაკლებობა გაქვთ ან ვერ იფიქრებთ სხვა ადგილებს, თბილისში რაც კი ფლეშმობები ჩატარებულა ძირითადად ან რუსთაველის მეტროსთან ყოფილა ან რიყის პარკში ან ისევ რუსთაველის მეტროსთან. ყელში ამოვა ეს ერთი ადგილი და რაიმე კიდევ მოიფიქრეთ. კაფის და რაღაცეების იდეა ცუდი არ იყო.
  • SMS ხმის მიცემა დაძველდა უკვე და ის სწორედ ქართულ ტელევიზიებს შემოაბერდა – გააქრეთ. ხო ფული ხომ უნდა იშოვოთ რაღაცით, მაგრამ ძალიან მოქმედებს ნერვებზე ცალკე წამყვანების შეხსენება ყოველ 5 წუთში და ცალკე მონაწილეთა მეგობრების/ნათესავის თხოვნა, ამას სჯობს ისევ Like-ებით გამოავლინოთ გამარჯვებული.
  • ბოლოსდაბოლოს გააკეთეთ გვერდი ფბ-ზე, ისე ეგ გადაცემის გაშვებამდე უნდა გაგეკეთებინათ.
  • სანამ სტუნდეტები რამეს დადგამენ გადახედეთ მაინც მათ იდეებს და მოწვეულ “სელებრითებს” – კაკულია აღარსდროს მოიყვანოთ გადაცემაში, საერთოდ. და ნატვრის ხის მსგავსი ფლეშმობის აღარასდროს აღარ დადგათ. მგონი დროა გავსცდეთ სამშობლოსა და მისი ერთიანობის თემას.
  • ის, რომ ტერმინი ფლეშმობი 2003 წელს შეიქმნა უნდა გცოდნოდათ ან წამყვენებს საინფორმაციო ნაწილში ეთქვათ სჯობდა ვიდრე კაკულიასთვის გეკითხათ.
  • აღარ გააკეთოთ დიალოგების დადგმა, არ გამოსდით ამ სტუდენტებს, ძალიან იბოჭებიან და ბუნებრივობა საერთოდ იკარგება.
  • გადაღების თარიღები არ გააბაზროთ, თორე ვინმე გადაიღებს და სანამ გადაცემაში გავა სოც. მედიით გააბაზრებს😀 :ვინმემქენითრა:
  • სელებრითი აღარ თქვათ
  • წამყვანები შემდეგი სეზონისთვის (თუ ამდენ ხანს გაგიქაჩათ გადაცემამ) გამოცვალეთ
  • რამე საინტერესო სცენარები მოიფიქრეთ, პირველი გადაცემის რეიტინგი (თუ ის იყო) ინტერესით იყო გამოწვეული, იმ ინტერესით თუ რამდენად გააბანძებდით ფლეშმობის იდეას😉

ინფორმაცია exhaustedstudent
probably the youngest blogger...

9 Responses to Flash Mob შოუ – შთაბეჭდილებები

  1. agatako says:

    რჩევები მომეწონა და ვეთანხმები🙂

  2. xmasters says:

    რავი მეც მომეწონა🙂

  3. ისეთ რეკლამას უკეთებდნენ მეთქი რამე იქნება კარგი..თუმცა..
    გეთანხმები და იმედია გაითვალისწინებენ..განსაკუთრებით წამყვანებში..ამოვიდა ერთი და იგივე ხალხი ყელში,არა დაჟე ყელს მაღლაც..

    • konspace says:

      თითქმის დარწყმუნებული ვიყავი რომ არ ივარგებდა მაგრამ იმედს ვიტოვებდი. ვინმემ მიაწვდინეთ იმედს ჩემი ხმა, არდის გვერდი არ აქვთ არც გადაცემის, სხვა გადაცემების კედლებზე დავპოსტე ლინკი, არხის მარტო პროფილი აქვთ ისიც ვეღარ იმატებენ მეგობრებს, მერე მესიჯს მივწერ ლოლ :დ

  4. teennewson says:

    rchevebshi getanxmebi mec..

  5. Tato Rusia says:

    Piradad me samedicino universitetis jgufis cevri var,da dzalian vixalise chveni flashmobis gaketebisas,ubralod bavshvebi shevikribet da gadavcyvitet rames gaketeba,arc rejisori da mitumetes televiziis chareva ar iyo,rac movifikret sul chveni iyo es nomeri,da ravici dzalian vixaiset da vimxiarulet gaketebisas da repeticiebis dros mitumetes,nu danarcheni tkveni gadasacyvetia mayureblis,imedia chveni mob mogeconat,srulyopili arc erti ar iyo,magram sakartvelostvis kargia mainc,cota xalxs gaamxiarulebs shtaagonebs,nu ravici mokled.

    • konspace says:

      რა კაია შანსი მომეცა მონაწილეს გავსაუბრებოდი. თავიდან ერთი კითხვა და მერე პასუხი: დიალოგები ვისი დაწერილი იყო ან საერთოდ ვისი იდეა იყო მათი ასეთი დადგმა?

      ჩემი აზრით, ტელევიზიის ჩარევა უნდა იყოს იმიტომ, რომ ისინი უფრო კარგად მიხვდებიან რა იქნება გადაცემაში გასაშვებად კარგი და რა არა. თქვენი მხიარულება კეთების დროს გადაცემას რეიტინგს სამწუხაროდ ვერ აუწევს თორემ სხვა გადაცემებში უფრო მეტადაც ხალისობენ მონაწილეები. სხვებთან შედარებით კარგი იყო, მაგრამ უკეთესიც გაკეთებულა ჩვენთან

  6. tsustudent says:

    მეც დავწერე ამ თემაზე, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით – მხოლოდ ერთი, კონკრეტული უნივერსტეტის მხრიდან განვიხილე. ისე კი, ყველაფერში გეთანხმები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: